კარანაძე, თამაზბუსხრიკიძე, ელისაბედელისაბედბუსხრიკიძე2024-05-222024-05-222020https://openscience.ge/handle/1/3018ყოველი ისტორიული პერიოდის პედაგოგიური სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარე ცვლილებებმა, საზოგადოების ღიაობამ ევროპულ და მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის მიმართ, სკოლას ახალი მოთხოვნები წაუყენა სწავლებისა და აღზრდის საქმეში. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ცოდნის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს ამ ცოდნის გამოყენება, არამედ იმითაც, თუ როგორ იყენებს ინფორმაციულ გარემოს დასმული ამოცანების ამოსახსნელად; ასევე რამდენად ფლობს უნარს ერთ სფეროში შეძენილი უნარ-ჩვევები გადაიტანოს და გამოიყენოს სხვა სფეროში. ასეთი თვისებები პიროვნების სტრუქტურაში თავისთავად არ ყალიბდება, საჭიროა მათი მიზანმიმართული ფორმირება. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, ნაკლებად არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ვიცით, სამყარო ერთიანია, მთლიანია ყველა გამოვლენასა და კავშირში. ამიტომაც აუცილებელი გახდა სხვადასხვა მეცნიერებათა სფეროების ერთიანობაში, შერწყმულად განხილვა და წარსულს ჩაბარდა საგნების ჰუმანიტარულად და საბუნებისმეტყველოდ დაყოფის ტრადიცია. მეცნიერებათა სფეროების ერთმანეთთან შეკავშირება - ინტეგრირება კი ხელს უწყობს სამყაროს ერთიანობის შესახებ ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. სირთულეები თავს იჩენს კიდევ იმ მიზეზითაც, რომ სასკოლო სასწავლო გეგმებში იზრდება სასწავლო საგნების რაოდენობა, პარალელურად მცირდება საათების რაოდენობა ზოგიერთი კლასიკური სასკოლო დისციპლინის შესასწავლად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მეთოდიკაში დაგროვდა საკმაოდ ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა, როგორიცაა მაგ.: საბუნებისმეტყველო ცოდნის განტოტვილი სისტემის ინტეგრაციის საკითხი, შიდასაგნობრივი თუ მომიჯნავე დისციპლინების საერთო თემების/საკითხების სწავლების მეთოდების, საშუალებების და ორგანიზების ფორმის განახლება. ამდენად, სწავლების მეთოდიკა ისევე, როგორც მთელი დიდაქტიკა განიცდის სირთულეებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ცოდნისა და უნარების დაბალანსებასთან დაკავშირებით...The pedagogical system of each historical era is undergoing significant changes. The change in the social and political situation in the country, the openness of society to the process of integration into the European and world community, set the school with new tasks in teaching and upbringing. It is not enough to equip a student with the amount of knowledge and even little to develop his interest in a particular discipline; it is necessary to form a personality that can and technology of education are guided by the development of the key competencies of the student, designed to provide him with a real opportunity to succeed in his chosen field of life, to help realize his personal potential. However, most often, students today have high mental potential, but, having good knowledge, often can not apply them in practice. The modern education system is characterized by a differentiated approach to learning: each subject is studied separately in isolation from real life. Subject dissociation becomes one of the reasons for the fragmented worldview of a school graduate, while in the modern world trends toward economic, political, cultural, informational integration prevail. Thus, the independence of the subjects, their weak connection with each other creates serious difficulties in the formation of a holistic picture of the world among students, hindering the organic perception of culture, therefore integration is an innovative means of creating students' cognitive competence. One of the effective means of solving this problem may be the integration of the content of education, which helps students to form a complete picture of the world. Thus, the problem of the research we have undertaken is resolving the contradictions associated with the development of a system of integrated forms of teaching humanitarian subjects. The interaction of subject and intersubject forms of methodological activity is due to integrative processes characteristic of the current stage of development of education. Given the modern social order of the school for the formation of a spiritually free and responsible person. All this determined the topic of our study: «Issues of Integrated Teaching in Comprehensive Secondary Schools»...kaინტეგრირებული სწავლებაინტეგრირებული გაკვეთილებიინტერდისციპლინარული სწავლებაპროექტზე დაფუძნებული სწავლაინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილიntegrated TeachingIntegrated LessonsProject Based LearningProject LessonInterdisciplinary LearningIntegrated Project Lessonინტეგრირებული სწავლების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაშიdoctoral thesis