ჩიხლაძე, ნინოAsanidze, NatiaNatiaAsanidzeასანიძე, ნათიანათიაასანიძე2019-11-142019-11-142019https://openscience.ge/handle/1/511,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით’’, ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948, მუხლი 2). თითქოსდა, ეს მარტივი და ბუნებრივი დებულებაა, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგებიან სხვადასხვა სიძნელეების წინაშე და ირღვევა მათი უფლებები. ამ ადამიანებს შორის არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებიც. მათი უფლებების, საჭიროებების დაკმაყოფილების და გამოწვევებთან ბრძოლის საკითხი აქტუალობას არ კარგავს, რადგან როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ისინი უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან: საჭირო რესურსების ნაკლებობა, მომსახურებების დაბალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბარიერები, სტერეოტიპები და სხვა. მოცემული ნაშრომი ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება დიდი ხანია ფიქრობს, რომ არიან ,,უუნაროები’’ და საჭიროებენ იზოლაციას. ნაშრომის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ლიტერატურის მიმოხილვა, აღწერილია თუ რა არის ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობა, რა სიძნელეებს უპირისპირდება მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, როგორ ებრძვის განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები არსებულ გამოწვევებს. ამავე თავში არის განხილული საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსები, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, 2015-2020 წლის გეგმა და კვლევის ,,დამოკიდებულება ფსიქიკური პრობლემებისადმი საქართველოში’’ შედეგები.kaფსიქიკური ჯანმრთელობაფსიქოსოციალური რეაბილიტაციაამბულატორიული მომსახურებაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაAssessment of the existing resources in the field of mental health in Georgiaსაქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსების შეფასებითი ანალიზიmaster thesis