მაღრაძე, დავითKikilashvili, ShengeliShengeliKikilashviliკიკილაშვილი, შენგელიშენგელიკიკილაშვილი2018-06-292018-06-292018https://openscience.ge/handle/1/29საქართველო, როგორც ვაზის და ღვინის საწყისი, ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით და ჯიშების მრავალფეროვნებით. კულტივირებული ვაზის მრავალფეროვნებასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი წინაპრის ველური ვაზის Vitis vinifera ssp sylvestris Gmel. შესწავლა იმ ფონზე, როცა მისი რაოდენობა თანდათანობით მცირდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სამაგისტრო ნაშრომი შეეხება საქართველოს ველური ვაზის Vitis vinifera ssp sylvestris Gmel. საკოლექციო შესწავლას, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ბაზაზე. ნაშრომში წარმოდგენილია 28 ველური ვაზის ფორმის და 2 საკონტროლო ჯიშის შესწავლის შედეგები, რომელიც შესრულდა საერთაშორისო და თანამედროვე მეთოდიკების გამოყენებით და ემსახურება ველური ვაზის შესახებ ცოდნის გაღრმავებას: ამპელოგრაფიული მახასიათებლების დადგენას, დაავადების მიმართ რეზისტენტობის უნარის განსაზღვრას, ფენოლოგიური ფაზების შესწავლას, ენო-კარპოლოგიური მახასიათებლების გამოვლენას, ენოლოგიურ შეფასებას და სხვა, რომელიც საფუძვლად დაედო შესწავლილი ფორმების ილუსტრირებული ამპელოგრაფიული აღწერილობის შედგენას. კვლევის შედეგები საინტერესო მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათათვის.kaმეღვინეობა-მევენახეობაველური ვაზის ფორმებიველური ვაზის ფორმების საკოლექციო შესწავლა ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზეmaster thesis