ზარანდია, თამარჯულაყიძე, ნინონინოჯულაყიძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1128თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, რომელიც თავისი მნიშვნელოვნებით ადგილს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გვერდით იკავებს. საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ვითარდება. საკუთრების უფლების ბუნება მართალია აბსოლიტურია, თუმცა მისი სარგებლობის საზღვრები კანონისმიერი ნორმებითაა შეზღუდული. სამეზობლო სამართალი სწორედ საზღვრების დამდგენი იმ წესების ერთობლიობაა, რომელიც მეზობლების ყოველდღიური ცხოვრების სიმშვიდისა და სრულფასოვანი თანაარსებობის შექმნის მიზანს ემსახურება. ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპის განმაპირობებელი ფაქტორი მაღალი კონკურენცია და ბაზარზე პირველობის დამკვიდრების მძაფრი სურვილია. ახალი საწარმოების გახსნის პირობებში სახეზე გვაქვს გარკვეული ზემოქმედებების გარემოზე და ფიზიკურ პირებზე გავრცელება, რაც დაბალანსებას საჭიროებს. ერთ მხარეს დგას მეწარმე სუბიექტი კერძო საკუთრებით და სამეწარმეო თავისუფლებით აღჭურვილი, ხოლო მეორე მხარეს ფიზიკური პირი, რომელსაც ნივთით სარგებლობაში მისი ჩამორთმევის გარეშე ეშლება ხელი. ვიბრაცია, კვამლი საწარმოო ხმაური, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ერთი მესაკუთრეს მეორის წინააღმდეგ გარკვეული მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით განაწყობს. საკუთრების უფლებით თავისუფლად სარგებლობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე დაპირისპირებული მხარეების ინტერესების დაბალანსება ისე უნდა მოხდეს რომ არ დაირღვეს ამ უფლების არსი.kaსაკუთრების უფლებასამეზობლო ემისიებიხმაურისამეზობლო ემისიებიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლები და სამართლებრივი საფუძვლებიmaster thesis