რუსიაშვილი, იორგითოიძე, რუსუდანრუსუდანთოიძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/993იპოთეკას, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, დიდი ხნის ისტორია აქვს, ამასთან, მისი გამოყენების პრატიკული და თეორიული მხარე საქართველოს რეალობაში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. იმისათვის, რომ იპოთეკამ განაგრძოს საკანონმდებლო დონეზე სწორი განვითარება აუცილებელია მის მომწესრიგებელ ნორმებში შესული თითოეული ცვლილების ძირეული შესწავლა, კვლევა და შეფასება. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯს წარმოადგენს 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, იპოთეკის სამართალში, შესული ცვლილებები. წინამდებარე ნაშრომის მიზანი არის იპოთეკის სამართალში განხორციელებული აღნიშნული ცვლილების ანალიზი, შეფასება და მიზნის მიღწევის უკეთესი გზის წარმოჩენა. საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა თუ სოციალურმა მდგომარეობამ გამოიწვია უზრუნველყოფის სამართალში ცვლილებების განხორციელება. შესაძლოა, ეს ცვლილებები წარმოადგენდეს რეფორმის აუცილებლობის დანახვას და არა ცვლილების მიზნობრივად განხორციელებას. საფინანსო სექტორისა და ე.წ. მევახშეთა მდგომარეობის აყვავება თანამედროვეობის გამოწვევაა. კაპიტალის დაგროვებაზე ორიენტირებული სესხის გამცემი სუბიექტების არსებობა ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება კითხვები, რამდენად იყო იპოთეკის სამართალში განხორცილებული ცვლილებები საჭირო და მიზნის მიღწევის ადეკვატური საშუალება? როგორ გავლენას ახდენს ცვლილებები მომხმარებელთა უფლებებზე? ცვლილებით იცვლება თუ არა საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მდგომარეობა?kaიპოთეკასსკ-ის 286-ე მუხლისსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილირეფორმირებული იპოთეკის სამართალიmaster thesis