რუსიაშვილი, გიორგიჭანტურია, ქრისტინექრისტინეჭანტურია2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/999მემკვიდრეობითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის დასკვნით მეექვსე ნაწილს. მასში დეტალურად არის გაწერილი მემკვიდრეების უფლებები და მოვალეობები, მათი ქონებრივი და პირადი ურთიერთობების ნიუანსები, მიმართული მემკვიდრისადმი. თითოეულ ქმედებას, მოჰყვება შედეგი. მიუხედავად იმისა, თუ რა ქმედებას ჩადის ესა თუ ის პირი, მით უმეტეს, თუ ის მიმართულია ახლო ნათესავის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, აუცილებლად მოჰყვება მას სათანადო შედეგი. ჩვენი კვლევის საგანში სწორედ რომ ოჯახის წევრებისადმი არასათანადო, უღირსი საქციელის ჩადენის შედეგზე, ანუ უღირს მემკვიდრეზე გამახვილდება ყურადღება. უღირს მემკვიდრეს საქართველოს მემკვიდრეობის სამართალში არ ეთმობა დიდი ყურადღება, იგი რამდენიმე მუხლით შემოიფარგლება, თუმცა მისი მნიშვნელობა ძალზედ დიდია და ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება უღირს მემკვიდრედ აღიარებას დიდ ზიანს აყენებს როგორც მამკვიდრებელს (მორალური თვალსაზრისით), ისე მემკვიდრეს (ფინანსური თვალსაზრისით). კვლევის მიზანს წარმოადგენს უღირს მემკვიდრედ ცნობის და მისი უფლებების სამართლებრივი ანალიზი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მაგალითზე. კვლევის ამოცანაა სრულფასოვნად და სრულყოფილად იქნეს გადმოცემული უღირსი მემკვიდრის ცნობის სამართლებრივი შედეგების დეტალური ანალიზი, აგრეთვე კვლევის ერთ–ერთ ამოცანას წარმოადგენს გამოავლინოს ის დადებითი და უარყოფი მხარეები, რაც აღნიშნულ სფეროში აქვს ქართულ კანონმდებლობას, თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მარეგულირებელი ნორმები და მოახდინოს მათი კვლევა და ანალიზი. ნაშრომის დასაწყისში განვიხილავ მემკვიდრეობის არსს, მის ადგილს სამართლის სისტემაში და მისი რეგულირების სფეროს, აგრეთვე ვისაუბრებ კანონით და ანდერძით მემკვიდრეობაზე. განვიხილავთ ორივე სახის მემკვიდრეობას და მოვახდენ მათ შედარებას, ყურადღება უთუოდ გამახვილდება მათ მსგავსებაზე და განსხვავებებზე, აგრეთვე მათ სამართლებრივ შედეგებზე.kaმემკვიდრეობამემკვიდრეობის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძვლებიუღირსი მემკვიდრეუღირს მემკვიდრედ ცნობა და სავალდებული წილის მიღების უფლების ჩამორთმევა საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ქვეყნების მაგალითზეmaster thesis