ჭიღლაძე, ნანაბუაძე, გიორგიგიორგიბუაძე2019-12-132019-12-132019https://openscience.ge/handle/1/1081თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფცია დამყარებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის იმგვარ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს ამ უფლებების არამხოლოდ დაცვას სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ამ უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ხელისუფლების დანაწილების დოქტრინა, რომელიც შექმნილია ხელისუფლების შტოების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავად და ეფექტიანი მმართველობის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავს უფლებამოსილებათა გაორებას და შეუზღუდავი ძალაუფლების რომელიმე ერთი შტოს ხელში თავმოყრას. ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობა იქნება წარმატებული, თუკი ძალაუფლების გამიჯვნასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება მისი შეკავება–გაწონასწორების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მედისონი ფიქრობდა, რომ ხელისუფლების შტოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ერთმანეთის გაძლიერების პარალელურად, ერთმანეთის გაკონტროლებასაც უნდა ახერხებდნენ. იმისათვის, რომ ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფო ფუნქციების რაციონალური განაწილების გზით, ძირითადი უფლებების დაცვის მიზანს ემსახურებოდეს, აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებმა, რომელთა საქმიანობა განსხვავებულ ასპექტებსა და ინტერესებს მოიცავს, ერთმანეთის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა (თანამოქმედება), მათ შორის ასეთ გადაწყვეტილებათა შემდგომი გადამოწმების მექანიზმებით. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რომელიმე შტოსათვის კომპეტენციების მინიჭება გულისხმობს მისთვის ერთგვარი გაფრთხილების მიცემას, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა ხელისუფლების სხვა შტოსგან წინააღმდეგობა შეხვდეს. ხოლო ძალაუფლების კონცენტრაციის შემაკავებელი მთავარი ბერკეტი სწორედ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა „ძალაუფლების მსურველი და ამ სურვილის მისაღწევი მექანიზმების მფლობელი ერთი და იგივე პირი არაა“.kaსაკონსტიტუციო სასამართლოსაკონსტიტუციო კონტროლინორმის განმარტებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაშიmaster thesis