ეგნატაშვილი, დემეტრემიქავა, ლაშალაშამიქავა2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/1007წინამდებარე ნაშრომში განხილულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მნიშვნელობა და მათი გამოყენება კონკრეტულ სამართლის სფეროში. აღნიშნული სფეროს გამოყენებადობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სწორი პოლიტიკისა და განვითარებისთვის. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მტკიცებულებაზე ორიენტირებული ცვლილებების თუ ახალი პოლიტიკის შემუშავება. საქართველოში რეგულირების ზეგავლენის გამოყენება ნაკელებად პოპულარულია და მას აქტიურად არ იყენებენ, თუმცა სახელმწიფოს მიერ ბოლო პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები, რაც გამოიხატა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც რიგ საკითხებში რეგულირების ზეგავლენის შეფასების აუცილებლობას გულისხმობს. საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით, სამოქმედო გეგმებშიც აისახა აღნიშნული სფეროს გამოყენების მნიშვნელობაზე. მტკიცებულებებზე ორიენტირებული ცვლილებების არაერთ მაგალითს გვთავაზობს სხვა ქვეყნის პრაქტიკა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების გამოყენება წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კერძო სამართლის სფეროებში, კერძოდ: მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონპროეტისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონმპროექტებთან დაკავშირებით ჩატარებული რეგულირების ზეგავლენის შეფაება გვიჩვენებს თუ რა ხარვეზებია კანონმდებლობაში, არსებულ პრაქტიკაში, და რა შედეგებს იწვევს იგი. ამასთან, როგორია მეთოდოლოგია და როგორ გამოიყენება იგი გამოყენების სფეროების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის მიზნებისთვის წინამდებარე ნაშრომში განხილულია გაერთიანებული ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გეგმები, რომელშიც ნათლად იკვეთება აღნიშნული სფეროს მნიშვნელობა. ვინაიდან ქვეყანას აქვს ევროპული მისწრაფება ამ კუთხით მნიშვნელოვანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყანაში ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც კანონის უზენაესობას ისე ეკონომიკურ კეთილდღეობას.kaრეგულირების ზეგავლენა„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიკერძოსამართლებრივი მიზნების განსაზღვრარეგულირების ზეგავლენის შეფასების როლი კერძსამართლებრივი კანონშემოქმედების პროცესში: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების მაგალითის მიხედვითmaster thesis