ტურავა, პაატავაშაყმაძე, თინათინთინათინვაშაყმაძე2019-12-132019-12-132019https://openscience.ge/handle/1/1067ინდუსტრიულ განვითარებასთან ერთად, საქართველოში ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელება (ელექტროსადგურების, ღრმაწყლოვანი ნავსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა და სხვ.), რამაც ქმედითი გახადა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი და ჩამოაყალიბა გარკვეული პრაქტიკა ექსპროპრიაციაზე. კანონმდებლობის არასრული და ბუნდოვანი რეგულაციები ერთის მხრივ ხელს უშლის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულ განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრეს აყენებს მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში. 1 აღნიშნული საკითხის აქტუალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 8 მაისის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ახლებურად აყალიბებს ექსპროპრიაციის მარეგულირებელ ნორმებს. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია, დაადგინოს რამდენად პასუხობს ექსპროპრიაციის მარეგულირებელ ნორმები თანამედროვე გამოწვევებს და პრაქტიკული ანალიზით წარმოაჩინოს და გამოკვეთოს ის პრობლემატური საკითხები, რასაც ექსპროპრიაციის ქართული მოდელი შეიცავს. წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება ყველა ის არსებითი გარემოება, რაც ერთის მხრივ აფერხებს ექსპროპრიაციის პროცესის წარმართვას, მეორეს მხრივ კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საკუთრების უფლების კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას, ნაშრომი შემოგვთავაზებს ამ პრობლემური საკითხების გადაჭრის სამართლებრივ მექანიზმებს.kaსაკუთრების უფლებასაკუთრების ჩამორთმევასაქესპროპრიაციო ეტაპიაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემებიmaster thesis