ხერხეულიძე, ირინედრიაშვილი, ნიკანიკადრიაშვილი2019-12-162019-12-162019https://openscience.ge/handle/1/1105სასჯელი სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და პრაქტიკულად პირზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. არ არსებობს სისხლის სამართალი სასჯელების გარეშე, შესაბამისად მოცემული საკითხი ოდითგანვე აქტუალურია. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ნოვატორულ სახეს ქართულ სამართალწარმოებაში და ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გავლენა მსჯავრდებულების მდგომარეობაზე სისხლის სამართლის მიზნების კუთხით. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ისიც, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შინაპატიმრობის ინსტიტუტის არც თუ ისე დიდი წარსულის გამო მეცნიერებაში კამათი არ წყდება მისი დადებითი და უარყოფითი გავლენის შესახებ, იმ ცალკეული უფლებების გარშემო, რომლებიც შესაძლოა ილახებოდეს მისი აღსრულების დროს. სასჯელების აღსრულება სისხლის სამართლის ყოველდღიური საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად მსოფლიოში მოცემული თემატიკის ლიბერალიზაციის პარალელურად არასაპატიმრო სასჯელების და მათ შორის შინაპატიმრობის როლი სულ უფრო იზრდება. თემა აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ იგი ეხება ქართულ სამართალწარმოებაში შინაპატიმრობის აღსრულების შემაფერხებელ ცალკეულ პრობლემებს. ნაშრომის მიზანია საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში, არასაპატიმრო სასჯელების უპირატესობის წარმოჩენა, მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზრებების გაანალიზებით, სისხლის სამართლის მიზნების მიმართ და უშუალოდ შინაპატიმრობის, როგორც საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატიული სასჯელის განხილვა. ასევე დადებითი და უარყოფითი ეფექტის წარმოჩინება მკითხველისათვის, მათი შეპირისპირება და მართებული დასკვნების გამოტანა. ნაშრომის მიზანია, შინაპატიმრობის აღსრულების დროს მსჯავრდებულზე მოხდენილი ეფექტების გაანალიზება ლიტერატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკაზე დაყრდნობით. ნაშრომში მოცემული საკითხების სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით გამოყენებული იქნება ლოგიკური, სისტემური და შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდები, წამოწყებული მსჯელობის გასამყარებლად გამოყენებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებები და პირადი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.kaსაპატიმრო სასჯელები დაკანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებიპირადი და ოჯახური ცხოვრებაშინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზიmaster thesis