ჩიტაშვილი, ნათიაყიფშიძე, ქეთევანქეთევანყიფშიძე2022-08-012022-08-012019https://openscience.ge/handle/1/2950სოციალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმადე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმაოდგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა უზრუნველყოს. „შრომა კაცობრიობის განვითარების ნებისმიერი საფეხურის მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა.“ შრომის უფლება სოციალურეკონომიკური უფლებაა და წარმოადგენს შრომით ურთიერთობებში არსებული უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სამართლიანი შრომის პიროებებს, სამართლიანი ანაზღაურების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შრომითი უფლებების დაცვის უფლებებს და ა.შ. დღესდღეობით, იმ ეპოქაში, როდესაც „ბიზნესის საოჯახო მმართველობა იცვლება პროფესიონალი მენეჯერებით, რომლებიც მფლობელთა გაცილებით ფართო წრეს ემსახურებიან და ბაზრის წესრიგს უფრო მეტად ემორჩილებიან“, ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხი დასაქმებულთა ფართო ფენისთვის სოციალური თვალსაზრისითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია.kaზეგანაკვეთური სამუშაოს ცნებაზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაშრომის ინსპექციაზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირების პრობლემები ქართულ კანონმდებლობაში და მისი შესაბამისობა ევროპულ სამართალთან