მელიქიშვილი, მანანაშაშვიაშვილ, მაიამაიაშაშვიაშვილქიტიაშვილი, ზაქარიაზაქარიაქიტიაშვილი2024-05-202024-05-202023https://openscience.ge/handle/1/3011წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომი კითხვის უნარის დარღვევას (დისლექსიას) ეხება და უკავშირდება ამ სირთულის მქონე მოსწავლეების საჭიროებებს სწავლა-სწავლების პროცესში. კერძოდ, კი - მათ ადრეულ იდენტიფიკაციასა და კითხვის სირთულის დაძლევის გზებს, გზამკვლევისა და ეფექტური სტრატეგიების საშუალებით. ნაშრომში განხილულია განვითარებული ქვეყნების მრავალფეროვანი გამოცდილება დისლექსიის მქონე მოსწავლეებში კითხვის სირთულის დაძლევის შესახებ. საერთაშორისო დონეზე არსებული კვლევების, თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკის (დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციის, ბრიტანეთის დისლექსიის ასოციაციის, ეროვნული კითხვის პანელის (NICHD- National Institute of Child Health and Human Development. 1997), ბავშვის გონებრივი განვითარების ინსტიტუტი (Child Mind Institute)), სწავლის უნივერსალური დიზანისა (UDL) და ინტერვენციაზე რეაგირების მოდელის (RTI) გაცნობისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე, ჩემი ცამეტწლიანი პრაქტიკის მიხედვით, შედგენილი გვაქვს რეკომენდაციები და მითითებები პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ასევე, ნაშრომში წარმოდგენილია დისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა (ჩეკლისტი), რომელიც ჩვენი კვლევის ფარგლებში შეიქმნა. ის მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, შეაფასონ 6 -11 წლის მოსწავლეებში კითხვის უნარის განვითარებაში სირთულეები. კვლევა ჩატარდა 305 მოსწავლეზე, რომელთაგან 98 არის დისლექსიის მქონე. : რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური ანალიზის (SPSS) საფუძველზე დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ 49 კითხვისაგან შემდგარი დისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმის (ჩეკლისტის) გამოყენებით შესაძლებელია 6-11 წლის (პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით) დისლექსიის/კითხვის შეფერხების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირება. ნაშრომში განხილულია კითხვის უნარის განვითარების სხვადასხვა მიმდინარეობა, როგორებიცაა: ვილსონის კითხვის სისტემა (WRS), ორტონგილინგემის პრინციპები (Orton-Gillingham Approach), აკადემიური წარუმატებლობის პრევენცია (PAF (Preventing Academic Failure) Reading Program), ლინდამუდ-ბელის კითხვის პროგრამა - Lindamood-Bell და პროგრამა RAVE-O (Retrieval, Automaticity, Vocabulary, Engagement, Orthography) აღდგენა, ავტომატიზაცია, ლექსიკა, ჩართულობა, ორთოგრაფია. ნაშრომში დეტალურადაა განხილული კითხვის განვითარების პროცესი და მისი სწავლების საუკეთესო მიდგომა, რომელიც მოიცავს ისეთი სფეროების განვითარებას, როგორებიცაა: ფონემატური ცნობიერება, ფონეტიკის/ანბანის ცოდნა, თავისუფლად/გამართულად კითხვის უნარი, ლექსიკის/მეტყველების განვითარება და წაკითხულის გაგება/გააზრება - შესაბამისად, პედაგოგებს, სპეცმასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, დისლექსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დროს, მნიშვნელოვნად დაეხმარება, როგორც გზამკვლევიThe thesis focuses on reading disorder (dyslexia) and addresses the learning needs of pupils with this difficulty in the educational and teaching process. In particular, it’s early identification and ways to overcome reading difficulties through guide and effective strategies. The article discusses the varied experiences of developed countries in overcoming reading difficulties in students with dyslexia based on international research, theoretical foundations and practice (International Dyslexia Association, British Dyslexia Association, National Reading Panel (NICHD- National Institute of Child Health and Human Development. 1997), Institute of Child Mental Development (Child Mind Institute)), Universal Design for Learning (UDL) and Response to Intervention (RTI) model, also, based on my thirteen years of experience, we have prepared recommendations and guidelines for teachers and other interested parties. The article also presents a form for a list of indicators (checklist) for assessing dyslexia, created as part of our study. It will allow teachers and other interested persons to assess the difficulties in developing reading skills in pupils aged 6–11 years. The study involved 305 students, 98 of whom suffered from dyslexia. Based on data processing with SPSS, it was confirmed that by using list form of dyslexia assessment indicators (checklist), created by us, could identify a 6-11-year-old (including first to fifth grades) student with dyslexia/reading delay. The article discusses various courses in reading development skills such as: Wilson Reading System (WRS), Orton-Gillingham Approach, Preventing Academic Failure (PAF (Reading Program), Lindamood-Bell - Bell Reading Program and RAVE-O (Retrival, Automaticity, Vocabulary, Engagement, Orthography) program. The article discusses the process of reading development and the best approach in detail, which includes the development of areas such as: Phonemic Awareness, Phonics/Alphabet Skills, ability to read fluently/correctly, Vocabulary/Spoken Language Development, and Reading understanding/comprehension- therefore, it will be important guidance to teachers, special education teachers and other interested parties when working with a student with dyslexia.kaდისლექსიკითხვის კომპონენტებიკითხვის განვითარების სტრატეგიები,გზამკვლევიდისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა (ჩეკლისტი)dyslexiareading componentsreading development strategiesguidelist form of dyslexia assessment indicators (checklist)კითხვის უნარის განვითარების სტრატეგიები კითხვის სირთულის მქონე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისdoctoral thesis