გაწერელია, აკაკიწირქვაძე, მიხეილმიხეილწირქვაძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1120ახალი თაობა ნებისმიერი სახელმწიფოს მომავალს წარმოადგენს, ამდენად ახალგაზრდების შესაბამისი აღზდა და სოციუმის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება საზოგადოების უმთავრები ამოცანაა. ამდენად არასრულწლოვანთა მიერ სახელმწიფოსა და სოციუმის მიერ დადგენილი წესრიგის (მართლწესრიგის) დარღვევა და მასზე შესაბამისი რეაგირება განსაკუთრებით დელიკატური საკითხია, რომლის სწორად გადაწყვეტაზე ბევრია დამოკიდებული, ვინაიდან არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ ქმედებაზე არაზომიერი რეაგირება ისევ სოციუმს დააზარალებს, მიიღებს რა სამომავლოდ ფსიქოლოგიურად არასწორად განვითარებულ წევრს. ბუნებრივია ადამიანის განვითარება და ჩამოყალიბება რთული პროცესია, ზრდასრულ ადამიანად გახდომა, რომელიც ასევე პატივს სცემს საზოგადოების სხვა წევრებს და მონაწილეობს მართლწესრიგის შექმნაში გარკვეულ ზემოქმედებასაც მოითხოვს, რომელიც აღზრდაში და სხვა ღონისძიებებში ვლინდება, მაგრამ სხვადასხვაგლობალური ფაქტორები, სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მორალის და კულტურის სხვადასხვა გრადაციები თუ სხვადასხვა ფაქტორები, უპირველესად სწორედ არასრულწლოვანებზე აისახება, როგორც სოციუმის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე, შესაბამისად არ არსებობს სახელმწიფო, რაოდენ მაღალგანვითარებულიც არ უნდა იყოს, სადაც არ იარსებებდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები.kaარასრულწლოვნისამართლებრივი პასუხისმგებლობაქმედუნარიანობაარასრულწლოვნის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობაmaster thesis