რუსიაშვილი, გიორგიჟორჟოლიანი, გიორგიგიორგიჟორჟოლიანი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/888ინტერნეტ სივრცეში განვითარებული ურთიერთობები ძირითად შემთხვევაში აღიქმება როგორც მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციის ნაწილი და მხოლოდ ინფორმაციულ მეცნიერებასთან დაკავშირებული მოვლენა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას, ინტერნეტი მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა სამართალურთიერთობასთან. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ინტერნეტ სივრცეში წარმოშობილ ზიანსა და მის სამოქალაქო–სამართლებრივ პასუხისმგებლობას, უფრო ზუსტად კი ინტერნეტ დელიქტების სამართლებრივ ანალიზს შეეხება. 2019 წლისთვის ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობა 4 მილიარდზე მეტს შეადგენს, პერსონალური კომპიუტერების გარდა ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა 13 მილიარდს აჭარბებს, 2 1 ხოლო, რეგისტრირებული ინტერნეტ დომენების რაოდენობა 350 მილიონამდეა. 4 3 მოცემული ინფორმაცია ხაზს უსვამს იმას რომ ინტერნეტ სივრცე ციფრული რევოლუციის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს იკავებს და იგი თანამედროვე ადამიანის ყოფიერების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული.kaინტერნეტ დელიქტებისამართლებრივი ანალიზისამართალიინტერნეტ დელიქტების სამართლებრივი ანალიზი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის კავშირისა და ქართული სამართლის მიხედვითmaster thesis