ქობლიანიძე, თამარიჭელიძე, შორენაშორენაჭელიძე2020-05-112020-05-112019https://openscience.ge/handle/1/1829მაღალი კომპეტენციისა და შინაგანი მოტივაციის მქონე შრომითი რესურსის არსებობა ნებისმიერი სფეროს მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, რათა ეფექტიანად იქნას შესრულებული შესაბამისი სამუშაო და მივიღოთ სათანადო შედეგი. ჯანდაცვა კი, უპიროპოდ, უპირველესია, სადაც შრომითი რესურსის მაღალკვალიფიციურობა და დაუზარელი შრომა განსაზღვრავს ამ სფეროს მუშაობის ხარისხს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიზანი, სწორედ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიღწევა და ხარისხის ამაღლებაა პერსონალის უწყვეტი განათლების ფონზე, რაც ხორციელდება შემდეგი სტრატეგიების შესაბამისად: სამედიცინო მომსახურების საბაზო პაკეტის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის მართვის დეცენტრალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულყოფა და ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, მაღალი ტექნოლოგიების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცის ამაღლება განათლების სსიტემის რეფორმებისა და დიპლომსშემდგომი განათლების, სერთიფიცირებისა და ტრენინგების გზით. სამაგისტრო ნაშრომის არსი მდგომარეობს საქართველოში ჯანდაცვის შრომითი რესურსების განვითარების თავისებურებებისა და მართვის პრობლემების შესწავლაში. ნაშრომი შედგება შესავლისა, სამი თავის, 7 პარაგრაფისა და დასკვნებისაგან. ნაშრომის ბოლოს მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის სია. პირველ თავში განხილულია შრომითი რესურსებუს მართვის პრინციპები, მეორეში საუბარია ჯანდაცვის შრომითი რესურსებსა და სამედიცინი კადრების თეორიულ ასპექტებზე, ხოლო მესამე თავი წარმოადგერნს ჩვენს კვლევით ნაწილს. ნაშრომში წარმოდგენილია „ეროვნული სკრინინგ ცენტრისა“ და ორი მრავალპროფილური კლინიკის „ინოვა“ და „ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო“ პერსონალისა და პაციენტების ანონიმური გამოკითხვის შედეგები. მომსახურეთა და პაციენტთა კმაყოფილების დონით შეფასებულია ამ ორგანიზაციათა მენეჯმენტის ხარისხი და დასახულია მომავალი მოქმედების სტრატეგია, რაც პირველ რიგში მეორეული სამედიცინო რგოლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდისკენაა მიმართული, ასევე მწვავედ დგას საკითხი, ზოგიერთი საექიმო სპეციალობების მიმართაც, სადაც საქართველოს ექიმი ან არ ჰყავს ან ჰყავს მეტად მცირე რაოდენობით, საგულისხმოა პერსონალის გეოგრაფიული გადანაწილების დისბალანსიც.kaშრომითი რესურსებიადამიანური რესურსების მართვაჯანდაცვის შრომითი რესურსებისამედიცინო კადრებისაქართველოს ჯანდაცვის სისტემაშრომითი რესურსები ჯანდაცვაშიmaster thesis