ხერხეულიძე, ირინეცერცვაძე, საბასაბაცერცვაძე2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/941არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არსებობდა და ასეა ახლაც, ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ დანაშაულებზე ადეკვატური საპასუხო რეაგირების განხორციელება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რაც აისახება სათანადო სასჯელებსა და სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებში. მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ არასრულწლოვანი სრუწლოვნისგან განსხვავებულად უნდა განიხილებოდეს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირს, რომელსაც ზოგადად სამყაროს, კერძოდ კი, კანონის აღქმა შეზღუდული აქვს ინტელექტუალური მოუმწიფებლობის გამო. საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულმა კანონმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი სიახლე შემოიტანა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა მივიჩნიოთ აღნიშნული კანონის 65-ე მუხლში ჩამოყალიბებული სასჯელის მიზნების ახლებური ფორმულირება, რაზე დაყრდობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტები გაცილებით უფრო მკაფიო გახდა, ამ პრიორიტეტების შესრულება კი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ნაშრომის მიზანია სრულწლოვნების და არასრულწლოვნების სასჯელის მიზნებს შორის განსხვავებების გამოკვეთა და ამ განსხვავებების მნიშვნელობის განსაზღვრა. აგრეთვე, იმ გზებისა და მიდგომების გამოვლინება, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში საუკეთესოდ უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასახული მიზნების შესრულებას. კვლევა ეყრდნობა ისტორიულ, შედარებით-სამართლებრივ, ფორმალურ-ლოგიკურ, ანალიტიკურ, სისტემურ და სხვა სამეცნიერო მეთოდებს. კვლევის პროცესში მოხდება აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის, სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების განხილვა. ნაშრომი შედგება შესავლის, დასკვნის, ბიბლიოგრაფიისა და 7 თავისგან. პირველ თავში მოკლედ იქნება განხილული სასჯელის ცნება სისხლის სამართლის მეცნიერებაში და მისი მიზნები.54 გვ.kaსასჯელის ცნებაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსირესოციალიზაცია-რეაბილიტაციასასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაშიmaster thesis