მაჩაიძე, ოთარელიზბარაშვილი, თამართამარელიზბარაშვილი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/887როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს შიგნით არსებულმა საბაზრო ეკონომიკური პროცესების და ურთიერთობების მზარდმა ტენდენციებმა, წარმოქმნილი დავების განხილვის მიზნით, საჭირო გახადა ჩამოყალიბებულიყო უფრო მოქნილი და ოპტიმალური საშუალება. სწორედ ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს არბიტრაჟი, რომლის აქტუალობა, დღესდღეისობით, უფრო და უფრო იზრდება. არსებობს მოსაზრება, რომ არბიტრაჟი სასამართლის პირველსახეა, ვინაიდან სასამართლოების ჩამოყალიბებამდეც არსებობდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, ზუსტად მიესადაგება არბიტრაჟის არსს. სასამართლო ხელისუფლების განვითარების ეტაპზე კი მათი როლი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, ამჟამინდელი გლობალიზაციის და სავაჭრო ურთიერთობების პირობებში, სასამართლოს განტვირთვის და დავის სწრაფად და ეფექტურად მოგვარების მიზნიდან გამომდინარე, არბიტრაჟის პოპულარობა დღითიდღე მატულობს. არბიტრაჟთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციას წარმოადგენენ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია, “უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ” და 1985 წელს UNCITRAL-ის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია) მიერ გამოშვებული „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელური კანონი“, 2006 წელს შესული ცვლილებების გათვალისწინებით. ეს უკანასკნელი ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა, რომელთაც არ გააჩნიათ საარბიტრაჟო კანონმდებლობა, შექმნან იგი უკვე გამზადებული მოდელის მიხედვით, ან მისით შეცვალონ მოძველებული საარბიტრაჟო კანონმდებლობა. საქართველოში, 1997 წლის 17 აპრილს, მიღებულ იქნა კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“, რომელიც წარმოადგენდა ნოვაციას ქვეყნის მატერიალურ სამართლებრივ სივრცეში, ასევე ადგენდა ახალ შესაძლებლობებს სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების მეშვეობით, რითაც ზღუდავდა სასამართლოს უფლებამოსილებას, როგორც ამ მომენტამდე ერთადერთ სამოქალაქო დავების განმხილველ ორგანოს. თუმცა, იგი არ ითვალისწინებდა მოდელური კანონის პრინციპებსა და წესებს.kaარბიტრაჟისასამართლოსარჩელისასამართლოს ჩარევის ფარგლები საარბიტრაჟო წარმოებაში ქართული კანონმდებლობის თანახმადmaster thesis