შალიკაშვილი, მორისჟღენტი, მარიამმარიამჟღენტი2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/975არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ეწოდება მოზარდის მიერ დანაშაულის აღნიშნული პროცესი მოიცავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან, პრობაციის სააგენტოებთან, სასამართლო სტრუქტურებთან, სამთავრობო უწყებებთან, ასევე მოზარდის აღზრდისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებს პენიტენციურ სისტემაში. ჩადენიდან მის რესოციალიზაციამდე პროცესს. არასრულწლოვანს არ გააჩნია ნებელობითი და ინტელექტუალური სიმწიფე, ფსიქიკის სტაბილური მდგომარეობა და თავისი ქმედების სათანადო გააზრების უნარი. აღნიშნული გარემოებები არასრულწლოვანს არ აძლევს შესაძლებლობას სწრაფად გაერკვეს სიტუაციაში, აირჩიოს სწორი, მართებული ორიენტაცია და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულ თანხვედრაში მოდის კანონის მოთხოვნებთან. არასრულწლოვნები სრულწლოვნებისაგან განსხვავდებიან გონებრივი და ფიზიკური განვითარების დონით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მოზარდთა მიმართ მართლმსაჯულების განსხვავებული სისტემის შექმნის საფუძველს. არასრულწლოვანთა დანაშაული არის ნორმალური, ეპიზოდური და ყველა დროში გავრცელებული. ამავე დროს, თავისუფლების აღკვეთას მძიმე შედეგები მოაქვს გარდატეხის ასაკში მყოფი არასრულწლოვნისათვის. ბავშვების მიერ განხორციელებულ დანაშაულზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია ხშირად გამოიხატება მათ მიმართ რეპრესიების გაძლიერებით, სანქციების გაზრდით, პასუხისმგებლობის ასაკის შემცირებით. გამოსავალი კი პრობლების არსის შესწავლაში შეიძლება ვეძიოთ, გამოვიკვლიოთ თუ რატომ ჩადის არასრულწლოვანი დანაშაულს, რა გარემოებები უბიძგებს მას კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისაკენ, შევისწავლოთ დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი წარსული ცხოვრება, საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. აღნიშნული გარემოებების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.kaარასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიპირობით ვადამდე გათავისუფლებაგანმეორებითი დანაშაულიარასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისასmaster thesis