კვანტალიანი, ნუნუპოპიაშვილი, ნიკოლოზნიკოლოზპოპიაშვილი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/883განვითარებული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, როგორიცაა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, განვითარებად ქვეყნებში შედარებით იშვიათად განიხილება სამედიცინო პერსონალის გულგრილობის, შეცდომის თუ გაუფრთხილებლობის შედეგად პაციენტისთვის მიყენებული ზიანის საკითხი. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოები არ მიისწრაფვიან მათი განვითარებისკენ და შედარებითი სამართლის მეშვეობით არ ახდენენ ჯანდაცვის სფეროში საკითხების ანალიზს და მათ სრულყოფას. შედარებითი სამართლის მნიშვნელობაზე 1667 წელს ყურადღება პირველად გოთფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა გაამახვილა. მისი ნაშრომი განსაზღვრავს და წარმოაჩენს სხვადასხვა სამართლებრივი ოჯახების კლასიფიკაციას და განსხვავებულ სამართლის სისტემებს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, დრექსელი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხის სამართლებრივი რეგულაციისთვის გონივრულია სხვა სამართლის ოჯახთა რიგებში იქნას მოძიებული მსგავსებები. კომპარატივიზმის დროს მით უფრო რთულია მოძიებული იქნას მომწესრიგებელ ნორმებს შორის საერთო ნიშნები, რაც უფრო მეტად განსხვავდებიან დაკვირვების ქვეშ მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთისაგან.kaსამედიცინო პერსონალისამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობასამედიცინო პერსონალის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობაmaster thesis