სახვაძე, ანზორალანია, ლანალანაალანია2019-12-102019-12-102017https://openscience.ge/handle/1/979The purpose of the presented thesis is to analyze the depopulation in Georgia from the 90s until today. Depopulation is defined as a real or probable reduction of the number of population into the demographic dictionaries of the United Nations terms. In the “demographic dictionary” depopulation has following definition: “ Decrease of the number of population in any country or area when the number of next generation is less compared with the number of previous generation”.Depending on the set out purpose the thesis focuses on reviewing following issues: a brief historical overview of the population change in Georgia, depopulation – definition of terms, Defining the level and coefficients of depopulation according to years and comparison with neighbouring countries (Russia, Armenia, Azerbaijan). The thesis also deals with the directions of demographic policy in different countries. Conclusion and list of references is atteched to the thesis.წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია დეპოპულაციის ანალიზი საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დემოგრაფიულ ლექსიკონებში დეპოპულაცია განიმარტება, როგორც მოსახლეობის რაოდენობის რეალური ან სავარაუდო შემცირება. 1985 წლის “დემოგრაფიულ ლექსიკონში” დეპოპულაცია განიმარტება, როგორც “რომელიმე ქვეყანაში ან ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, როცა შემდეგი თაობის რიცხობრივი რაოდენობა უფრო ნაკლებია ვიდრე წინა თაობისა. დასახული მიზნიდან გამომდინარე ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია შემდეგი საკითხების განხილვაზე: საქართველოში მოსახლეობის ცვლილებასთან დაკავშირებით მოკლე ისტორიული მიმოხილვა, დეპოპულაცია - ტერმინის განმარტება, დეპოპულაციის დონის და კოეფიცინტის განსაზღვრა წლების მიხედვით და შედარება მეზობელ ქვეყნებთან (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი). ნაშრომში ასევე განხილულია დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.დასასრულს განხილულია ასევე პრობლემის მოგვარების გზები. განაშრომს ერთვის დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის სია. ზოგადად, შობადობის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თაობათა განახლების პროცესში სწორედ ეს დემოგრაფიული მოვლენა თამაშობს გადამწყვეტ როლს. ჩვენს რეალობაში ბევრი ნაშრომი მიეძღვნა შობადობის ბიოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით შესწავლას. ბევრი მათგანი ეხმიანება შობადობის კლების მიზეზებს, ბევრი ავტორი საუბრობს ეფექტიანი და მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად იქნა შემუშავებული დემოგრაფიული პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საკითხის მნიშვნელოვანებას.74 გვ.kaმოსახლეობის ცვლილება საქართველოშირეპროდუქციული ქცევა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებშიდემოგრაფიული პოლიტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებშიდეპოპულაცია საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდეmaster thesis