რუსიაშვილი, გიორგიმარტყოფლიშვილი, მარიმარიმარტყოფლიშვილი2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1121რომის სამართალში ფუნქციონირებდა პრინციპი „pacta sunt servanda”, რომლის უპირველეს მიზანს ხელშეკრულების შესრულება წარომოადგენდა. აღნიშნული პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეს წარმოეშობა მეორადი მოთხოვნის უფლებები.ვლდებულების დარღვევაში მოიაზრება მაგ.: ვალდებულების შეუსრულებლობა, აგრეთვე არასათანადო შესრულება, მოვალის მიერ შესრულების ვადის გადაცილება და, ასევე, არაძირითადი მოვალეობის დარღვევა. სამართლებრივ ლიტერატურაში ძირითადად ვხვდებით შემდეგ მეორად მოთხოვნებს: დამატებითი შესრულება, ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება და ზიანის ანაზღაურება. მოცემული ნაშრომის ფარგლებში განხილული იქნება თითოეული მათგანი, როგორც მყიდველის უფლება, რომელიც წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, ნაშრომს პრაქტიკულ სახეს სძენს ის გარემოება, რომ მის ფარგლებში წარმოდგენილია მეორადი მოთხოვნების სტრუქტურა, ე.ი. ის თუ რომელი მათგანია უპირატესად გამოყენებადი, შეიძლება თუ არა მათი კომბინაცია ანდა რა შემთხვევაშია მათი გამოყენება დაუშვებელი.kaმყიდველის მეორადი მოთხოვნებისამოქალაქო კოდექსინასყიდობამყიდველის მეორადი მოთხოვნების სტრუქტორა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ნასყიდობის შესახებ ვენის კონვენციის მიხედვითmaster thesis