ცარციძე, მურმანლაზარაშვილი, გიორგიგიორგილაზარაშვილი2021-04-142021-04-142020https://openscience.ge/handle/1/2324The previous economic crisis inflicted sizable damage on the public finances of many countries around the world. This is the main reason why fiscal policy is considered to be very significant aspect of macroeconomics nowadays. The influence of fiscal policy over the business cycles and economics has received increasing attention from researchers in recent years. The terms of pro-cyclical and counter-cyclical are used to describe how an economic policy is related to economic fluctuations, indicating a government's approach to spending and taxation. There are many theoretic and practical aspects disputed in this master thesis. All the review about fiscal politics should be very complex and dynamic because of multiplicity of issue. The master thesis combines matters of budget and taxes in the world and shows that all countries should deal with fiscal problems individually according to world’s experience in economics. The theoretical side of the master thesis concerns literary review and theoretical analysis, which represents not only the overview of existing literature, but outlines the conclusions of economic principles applied on the studied problematic and uses a literature basis for defining conclusions. Also it shows the outcomes of the findings and empirical evidence. To sum up, we have stressed the principal aspects and discussed about the modern challenges in fiscal policy by overviewing an example of Georgia. We have summarized very essential issues about perspectives of our fiscal policy.გასულმა ეკონომიკურმა კრიზისმა არსებითი ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ ფინანსებს არაერთ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით ფისკალური პოლიტიკა მიიჩნევა ძალზე საგულისხმო საკითხად მაკროეკონომიკაში. უკანასკნელ წლებში ფისკალური პოლიტიკის ზეგავლენამ ეკონომიკასა და ბიზნეს ციკლებზე ეკონომიკის მკვლევართა ინტერესის ზრდა გამოიწვია. სწორედ ფისკალური პოლიტიკის პროციკლურობისა და კონტრციკლურობის ტერმინები გამოიყენება იმის ახსნაში, თუ როგორაა ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკურ რყევებთან დაკავშირებული, მიუთითებს მთავრობის დამოკიდებულებას გადასახადებისა და დაბეგვრის კუთხით. ნაშრომში ბევრი თეორიული და პრაქტიკული ასპექტია მიმოხილული. ფისკალური პოლიტიკის ნებისმიერი მიმოხილვა კომპლექსურობასა და დინამიკურობას საჭიროებს საკითხის სირთულიდან გამომდინარე. სამაგისტრო ნაშრომი აერთიანებს საბიუჯეტო და საგადასახადო თემებს მსოფლიო მასშტაბით და ამტკიცებს, რომ თითოეული ქვეყანა ფისკალური პრობლემების გადაჭრას ინდივიდუალურად უნდა ცდილობდეს მსოფლიო ეკონომიკურ პრატიკაზე დაყრდნობით. სამაგისტრო ნაშრომის თეორიული ნაწილი მოიცავს ეკონომიკური ლიტერატურის განხილვასა და თეორიულ ანალიზს, რაც წარმოადგენს არა მარტო არსებული ლიტერატურის მიმოხილვას, არამედ ძირითადი მაკროეკონომიკური პრინციპების შეჯამებას არსებულ კვლევებზე დაყრდნობით და, ამავდროულად, ის იყენებს ეკონომიკური ლიტერატურის საბაზისო დებულებებს დასკვნების გასაკეთებლად. ამასთანავე, ნაშრომი კვლევებისა და ემპირიული მონაცემების შედეგებს ასახავს. საბოლოო ჯამში ჩვენ ნაშრომში შევაფასეთ ძირითადი ასპექტები ფისკალური პოლიტიკისა და განვიხილეთ არსებული გამოწვევები საქართველოს მაგალითზე. ამავდროულად, ჩვენ შევაჯამეთ ძალზე საგულისხმო საკითხები საქართველოს ფისკალური პერსპექტივების კუთხით.kaფისკალური პოლიტიკაეკონომიკასაქართველოფისკალური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებიmaster thesis