რუსიაშვილი, გიორგისირდაძე, ლადოლადოსირდაძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/1002საკუთრების განკარგვა პირის ფუნდამენტური უფლებაა. ის უშუალოდ ეფუძნება კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უფლებას - თავად საკუთრებასა და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებას. ეს უკანასკნელი აძლევს გარანტიას მოქალაქეს, თავისუფლად დადოს გარიგება და მისი ნების გამოვლენა კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და დაცული. როგორც წესი, სახელმწიფო რაც შეიძლება მინიმალურად უნდა ჩაერიოს ასეთ (ორ პირს შორის არსებულ) ურთიერთობებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სამართლებრივი ურთიერთობები კანონმდებლობის დონეზე არ უნდა დარეგულირდეს. არამედ, პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმები და ისე მოაწესრიგოს პირის მიერ საკუთრების (მათ შორის, უძრავ ნივთზე საკუთრების) განკარგვა, რომ შეძლებისდაგვარად დაბალანსებული იყოს როგორც გამსხვისებლის, ისე შემძენის (და ამით, ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვის დაცვის) ინტერესები. ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფო სამოქალაქო კოდექსში ითვალისწინებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის ორ ძირითად წესს - საკუთრების განკარგვა უფლებამოსილი პირის მიერ და მისი განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოცემული ნაშრომის მიზანია, შესწავლილ იქნეს ეს წესი, გამოიკვეთოს საკუთრების მოპოვებისთვის საჭირო წინაპირობები და მოხდეს მათი ანალიზი, რითაც დადგინდება, თუ როგორ ხდება საკუთრების მოპოვება თითოეულ შემთხვევაში.kaუძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვებასამოქალაქო ბრუნვის გარიგებარეგისტრაცია საჯარო რეესტრშიუძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირისგანmaster thesis