რუსიაშვილი, გიორგიფიფია, ცირაცირაფიფია2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/892საკუთრების უფლება ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლებაა. „საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა. საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.“ საკუთრების უფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის თავისუფლებასთან, ვინაიდან სწორედ საკუთრების უფლება განაპირობებს ადამიანის არსებობასა და საქმიანობის ქონებრივ საფუძვლებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრების ჩამოყალიბებასა და მის მართვაზე. აქედან გამომდინარე, ყოველ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლებით სარგებლობა. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებაა, რომ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისაგან, რაც საკუთრების უფლებაში ჩარევას განაპირობებენ, პოზიტიური ვალდებულება კი-ისეთი სამართლებრივი სისტემის შექმნას ავალდებულებს, რომლითაც უზრუნველყოფილი და დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი საზოგადოების წევრებს შორის. წინამდებარე ნაშრომში განხილულია უძრავ ნივთზე საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენის პრაქტიკულ-სამართლებრივი მოწესრიგება. განსახილველი თემა აქტუალურია, რამდენადაც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენისა და ნივთის მესაკუთრის ინტერესთა დაპირისპირებისას, არ არსებობს საკითხის ერთგვაროვანი გადაწყვეტის გზა, უფრო მეტიც, ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს არა მარტო სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ სასამართლო დონეზეც კი. გარდა ამისა, საკითხის გარშემო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ არის სრუყოფილი და საჭიროებს გარკვეული სახის ცვლილებების შეტანას.kaაბრევიატურებიუძრავი ქონებაკეთილსინდისიერი შეძენაუძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენაmaster thesis