ჩხეიძე, ქეთევანმაჭარაშვილი, ნანაბასილაშვილი, ჯულიეტაჯულიეტაბასილაშვილი2020-01-172020-01-172018https://openscience.ge/handle/1/1454კვლევაში აღწერილია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული მდგომარეობა დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის კუთხით. ასევე, საუბარია იმ მწვავე პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ძალიან აქტუალურია ქალთა დასაქმებისა და მათი შემდგომი, კარიერული განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, დასაქმებულის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, მაინც იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები. ქალები ძირითადად დასაქმებული არიან კერძო სფეროში და წარმოადგენენ ძირითად ბირთვს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. დასაქმებული კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს. ეს ის სივრცეა, სადაც ხდება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების ხელფასების სახით დისტრიბუცია და არ იქმნება ეკონომიკური დოვლათი (პატარაია 2014). წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს და განსაზღვროს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა გარემო, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება ქალების, როგორც დისკრიმინირებული საზოგადოებრივი ჯგუფის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. გამოავლინოს რა პირობებია შექმნილი დღეს საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის. რომელ სექტორში და რომელ პოზიციებზე გვხვდება ქალების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და რა ფაქტორები განაპირობებს შრომის ბაზარზე გენდერულ დიფერენცირებას. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, ასევე, იმის დადგენა, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებიდან რომელი უფრო მეტდაა ორიენტირებული ქალთა დასაქმების ხელშეწყობასა და შრომითი უფლებების დაცვაზე და რა მექანიზმების საშუალებით აღწევს მიზანს. ნაშრომში გვხვდება გენდერულ ჭრილში საქართველოსა და საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკების შედარებითი ანალიზი.kaგენდერული თანასწორობაქალის მუშაობასაჯარო სექტორში დასაქმებული ქალებისაქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის მექანიზმებისა და პრაქტიკების შედარებითი ანალიზიmaster thesis