ბოჭორიშვილი, ნინოჭიტაძე, ნუგზარნუგზარჭიტაძე2020-08-142020-08-142020https://openscience.ge/handle/1/2025წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება: არასაპატიმრო სასჯელთა დახასიათებას, არასაპატიმრო სასჯელთა სამართლებრივ ანალიზს, ალტერნატიულ ზომებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების მექანიზმებსა და არასაპატიმრო სასჯელთა შედარებით სამართლებრივ ანალიზს, როგორც საპატიმრო სასჯელთან ისე სხვა ქვეყნებში გამოყენებულ არასაპატიმრო სასჯელებთან მიმართებით. შევეხებით სასჯელის ცნებას, სასჯელის მიზნებს, სახეებს, გავეცნობით არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული სასჯელის პრაქტიკულ მაგალითებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ნაშრომში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის დანიშვნის იმ დამატებით გარემოებებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს სამართალშემფარდებელმა არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის დანიშვნისას, განვიხილავთ იმ სასჯელებს, რომლებიც შეიძება დაენიშნოს არასრულწლოვანს და ასევე იმ სასჯელებს, რომლებიც არ ენიშნება არასრულწლოვანს. ამასთან იმ მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს სასჯელისას, რომელიც ენიშნება არასრულწლოვან პირებს. სამაგისტრო ნაშრომის ბოლოს, წარმოდგენილი იქნება დასკვნა, სადაც შევაჯამებთ ყველა იმ საკითხს, რომელიც განხილული იქნება სამაგისტრო ნაშრომში. შედარებითი კვლევის მეთოდის გამოყენებით ნაშრომში განვიხილავთ სხვადასხვა დროის პრაქტიკოსებისა და მეცნიერიურისტების შეხედულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პირადი აზრის გათვალისწინებით, შეგვექმნება გარკვეული წარმოდგენა სასჯელის ცნებასა და მიზნებთან დაკავშირებით, ასევე არასაპატიმრო სასჯელების ურთიერთმიმართე-ბასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხილვისა და პოზიციათა შეჯერების, პრობლემების და და მათი გადაჭრის გზების დასახვის შემდეგ, მიღწეული იქნება ნაშრომის ის მთავარი მიზანი, რაც გულისხმობს არასაპატიმრო სასჯელთა საფუძვლიან ცოდნას.kaარასაპატიმრო სასჯელთა დახასიათებაარასრულწლოვანი პირებისასჯელების გამოყენების წესი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობითmaster thesis