კუპატაძე, ბონდოKupatadze, Bondoირემაძე, ირაკლიირაკლიირემაძეIremadze, IrakliIrakliIremadze2025-03-142025-03-142024https://openscience.ge/handle/1/8221საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ევროპაში პირველი სახელმწიფო, რომლის სათავეშიც იმ პერიოდის პროგრესული მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიები XIX საუკუნის მიწურულიდან ევროპულ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ ძალებად გარდაიქმნენ, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ბრძოლის მთავარ მიზნად საყოველთაო თანასწორობაზე დაფუძნებული, ეგალიტარული საზოგადოების ფორმირებას ისახავდნენ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო სახელმწიფოს - რუსეთის იმპერიის ნგრევის შედეგად შექმნილი სახელმწიფოსათვის, უმნიშვნელოვანესი იყო მოკლე ვადებში ქმედითი სოციალური პოლიტიკის გატარება, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა უთანასწორობაზე, სოციალურ ჩაგვრაზე და მასთან დაკავშირებულ ბარიერებზე ორიენტირებული სისტემის სწრაფ დემონტაჟს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი არსებობის 1028 დღის განმავლობაში მუდმივად რეფორმირებისა და ტრანსფორმირების პროცესში იყო, ის ერთგვარ რეფორმების ლაბორატორიას წარმოადგენდა. ამ რეფორმათა დიდი ნაწილი კი, სწორედ მემკვიდრეობით მიღებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას და ახალი სოციალური პოლიტიკის დანერგვას გულისხმობდა. აღნიშნული კვლევა შეეხება სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკის ფორმირების პროცესის შესწავლასა და ანალიზს. თუ რა ფორმითა და შინაარსის ხორციელდებოდა რეფორმები შრომის, სოციალური დაცვის, განათლებისა და საკუთრების მიმართულებით. რა ტიპის ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნებოდა რესპუბლიკაში არსებული რეალობის შეფასება, გარდაქმნის გზის დაგეგმვა და საბოლოო სამიზნე შედეგების განსაზღვრა, რადგანაც ეს სამი კომპონენტი უმნიშვნელოვანესია ზოგადად ყოველი სისტემური რეფორმის გატარებისას. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთა ხედვებსა და მოსაზრებების განხილვასა და შედარებებს. ამ მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი ხდება გავაანალიზოთ არა მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებით უკვე გატარებული მთავარი პოლიტიკური ხაზი, არამედ მისი ალტერნატიული ვარიანტებიც. საკვლევი საკითხები შესწავლილია საარქივო მასალის, პრესისა და სამეცნიერო ლიტერატურის ფართო გამოყენებითIn May 1918, the Democratic Republic of Georgia emerged as the first European state led by a progressive leftist social-democratic political force of its time. From the late 19th century, socialdemocratic parties became the dominant political entities across European states, aiming at establishing an egalitarian society based on universal equality. Implementing the effective social policy was the essential for the Democratic Republic of Georgia since it was formed from the disintegration of the Russian Empire and have been one of the most unequal states in early 20th-century Europe. Furthermore, it required rapid transformation of a system entrenched in inequality, social oppression, and other barriers. Throughout its 1028-day existence, the Democratic Republic of Georgia was a constant arena of reform and transformation, functioning as a laboratory of the reforms. A significant portion of these reforms aimed at changing the inherited social and political systems and establishing a new social policy framework. This research represents the comprehensive analysis of the formation of social policies at the Democratic Republic of Georgia. It examines the reforms commenced in the realms of labor, social security, education, and property. The study explores the knowledge and experience that informed the three essential components for systemic reform: careful examination of the reality, planning the transformation, and defining the final objectives. A crucial aspect of this research is the discussion and comparison of the perspectives and opinions of various political actors. This approach enables a comprehensive analysis of the primary political direction taken in specific policy areas, as well as the alternative options considered. The research employs archival materials, printed media, and scholarly literature to examine these issueskaსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასოციალური პოლიტიკაშრომასაყოველთაო განათლებასოციალური დაცვასაპენსიო სისტემააგრარული რეფორმაThe Democratic Republic of GeorgiaSocial-DemocraticSocial PolicyUniversal EducationSocial SecurityPension SystemAgrarian Reformsსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკაtext::thesis::doctoral thesishttps://doi.org/10.48616/openscience-529