გუგუნავა, დიმიტრიფიფია, ეკატერინეეკატერინეფიფია2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1041საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია მთელ საზოგადოებაში და „ინტერნეტიზირებულ ეპოქაში“ მოგვიყვანა. ბუნებრივია, ინტერნეტმა გავლენა იქონია კანონმდებლობაზეც. ბოლო ხანებში განსაკუთრებულად აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს პერსონალური მონაცემების კომერციალიზაციაზე. მრავალი ციფრული შინაარსის მქონე პროდუქტი თუ მომსახურება ინტერნეტში ხშირად „უფასოდ“ არის შემოთავაზებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სანაცვლოდ არაფერს ვიხდით. მართალია მომხმარებელი არ აკეთებს ფულად განაცემს მიღებული ციფრული შინაარსის მქონე პროდუქტისთვის, მაგრამ ხშირად ის ვალდებულებას ასრულებს თავისი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის უფლებების გადაცემის გზით. ასეთი პერსონალური მონაცემები შეიძლება იყოს ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახელი, სქესი, დაბადების თარიღი, ასევე ადგილსამყოფელი და მრავალი სხვა. პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მრავალმხრივ გამოყენებულ იქნეს კომერციული მიზნებისთვის. ხშირად მეწარმეები მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იყენებენ იმისათვის, რომ რეკლამები უფრო ეფექტური და სამიზნე ჯგუფზე ორიეტირებული გახადონ. ამით მეწარმე ეკონომიკურ სარგებელს იღებს და სათაური „უფასო“ მხოლოდ აბნევს მომხმარებელს. პერსონალური მონაცემებით „გადახდის“ თვალსაჩინო მაგალითია „ფეისბუქზე“ , „ტვიტერზე“ ან სხვა სოციალურ ქსელში რეგისტრაცია, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ ამ მონაცემების მარკეტინგული ან სხვა მიზნებით დამუშავებაში. ამდენად, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, ციფრული შინაარსის უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების სანაცვლოდ უსასყიდლოდ ხდება თუ არა და პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლოა თუ არა განხილულ იქნეს სანაცვლო შესრულებად. პერსონალური მონაცემების კომერციალიზაცია ფიზიკური პირებისთვის წარმოშობს ახალ რისკებს, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს სამართლებრივმა წესრიგმა. დღესდღეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი კონცენტრირებულია პირადი უფლებების დაცვაზე და არა ვაჭრობის სამართლიანობაზე. ამიტომაც დასადგენია, რა მოცულობით იცავს მომხმარებელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, საკმარისია თუ არა არსებული დაცვა და საჭიროა თუ არა ახალი რეგულაციების შემოღება.kaინტერნეტში დადებულ ხელშეკრულებათა ხასიათი და რეგულირებაპერსონალური მონაცემები როგორც სანაცვლო შესრულებადამატებითი სამართლებრივი მოწერსიგების აუცილებლობაპერსონალური მონაცემები როგორც სანაცვლო შესრულება ინტერნეტით დადებულ ხელშეკრულებებშიmaster thesis