ჭანკვეტაძე, ბეჟანგენში, იულიახუნდაძე, ნანანანახუნდაძე2020-01-202020-01-202019https://openscience.ge/handle/1/1518შიდა გათბობა, როგორც ბიომასის წვის ერთ-ერთი ფორმა, არის დაბინძურების უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც უტოლდება გამონაბოლქვით მიღებულ დაბინძურებას. რადგან ამ პროცესს ადგილი აქვს, იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც ისინი სახლში არიან, ამიტომ ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთი ტიპის დაბინძურების შესამცირებლად, აუცილებელია, წყაროს დეტალური აღწერა და შესწავლა. იზოტოპური ანალიზი არის ინოვაციური მეთოდი წყაროს გადანაწილების შესასწავლად. ამ კონცეფციის უკან დგას ის ფაქტი რომ სტაბილურ იზოტოპებს შეუძლაით მოგვცენ დამატებითი ინფორმაცია აეროზოლების შესახებ, იზოტოპების ორი უმნიშვნელოვანესი თვისების გათვალისწინებით: წყაროს „თითისანაბეჭდი” და ქიმიური პროცესის „ნაკვალევი“. ბიომასის წვის სპეციფიკური მარკერის, ლევოგლუკოზანის, იზოტოპური თანაფარდობის შესწავლა გამოიყენება ერთობლივად: ლაბორატორიული კინეტიკურ-იზოტოპური ეფექტის შესწავლის საფუძველზე, 13C. იზოტოპებზე დაკვირვებით ემისიის წყაროსა და გარემოში, ასევე ლაგრანჟის მოდელირების საფუძველზე. უკანაკსნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იზოტოპური თანაფარდობის ცოდნა გადამწყვეტია მონაცემების სანდო ინტერპრეტაციისთვის. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაეფართოვებინა ცოდნა ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლასა და გამოყენებაზე. წინამდებარე ნაშრომში, შესწავლილი იქნა ლევოგლუკოზანის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა 18 განსხვავებული ბიომასის საწვავი ნიმუშის დაწვის პროდუქტებში (შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები, სიმინდის ტარო და ქვანახშირი). ნაერთის იზოტოპური გაზომვები ჩატარდა თერმული დესორბციის ერთეულისა და ორგანზომილებიანი გაზური ქრომატოგრაფის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებული იყო იზოტოპური თანაფრადობის მას-სპექტომეტრთან.kaბიომასების წვანახშირბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობათერმული დესორბციასხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზეmaster thesis