პეტრიაშვილი, იზაბელაPetriashvili, Izabelaბუსკივაძე, ხათუნახათუნაბუსკივაძეBuskivadze, KhatunaKhatunaBuskivadze2026-09-212026-09-212019https://openscience.ge/handle/1/8765,,საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) ორმაგი აქცენტის მქონე საგანმანათლებლო მიდგომაა, რომელშიც უცხო ენა (მეორე ენა) გამოიყენება, როგორც საგნობრივი შინაარსის, ისე ენის სწავლა–სწავლებისთვის, სწავლებისა და სწავლის პროცესში აქცენტი კეთდება არც მხოლოდ შინაარსზე და არც მხოლოდ ენაზე - ისინი გადახლართულია ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში აქცენტი ერთ-ერთ კომპონენტზეა ხოლმე გაკეთებული. CLIL არ არის ენის სწავლების ახალი ფორმა. ის არც საგნობრივი შინაარსის სწავლების ახალი ფორმაა, არამედ ამ ორივეს ინოვაციურ შერწყმას წარმოადგენს.“ [Coyle, Hood and Marsh, 2010: 1] კვლევის აქტუალობა - დევიდ გრედოლი თავის წიგნში ,,ინგლისურის მომავალი‟‟, “English Next” საუბრობს მსოფლიოს დამოკიდებულებაზე ინგლისური ენის მიმართ. იგი აღნიშნავს, რომ „ინგლისური ენა დღეს აღიქმება არა როგორც ენა, არამედ „მთავარი უნარი“ [Graddol 2006: 15]. ეს ხედვა გახლავთ დღევანდელი განათლებისა და საზოგადოების ცვლილების ცენტრალური ფაქტორი, ინტერნეტსივრცისა და, პარალელურად, გლობალიზაციის განვითარების პროცესში. საქართველოც, როგორც პრო-დასავლური ხედვის მომხრე ქვეყანა, ხედავს დამატებითი ენის, ინგლისურის, როგორც ლინგვა ფრანკას, ცოდნის საჭიროებას. საკვლევი თემის სიახლე შემდეგია: ჯერ ამ თემაზე (ინგლისურ ენასთან მიმართებით) კვლევა არ ჩატარებულა საქართველოში; შესაბამისად, სიახლეს წარმოადგენს CLIL-ის მეთოდოლოგიის გამოყენების თავისებურებების დადგენა, ექსპერიმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან CLIL-ის თავების გამოყენებით, მათი ინგლისურ ენაში კომპეტენციის ზრდის გამოსავლენად; და, ბოლოს, CLIL-სა და EFL (English as a Foreign Language)-ის თანადროული სწავლების ეფექტიანობის დადგენა. კვლევის საგანს წარმოადგენს საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის თავისებურებების განსაზღვრა ინგლისური ენის სწავლების პროცესში, ხოლო ობიექტს - კერძო სკოლების საშუალო საფეხურზე საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიით სწავლების პროცესი. მაშასადამე, სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია განსაზღვროს საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის თავისებურებები ინგლისური ენის სწავლების პროცესში კერძო სკოლების საშუალო საფეხურზე. აქედან გამომდინარე, კვლევის ამოცანებია:  მეორადი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;  კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, კვლევის ინსტრუმენტის შექმნა;  ემპირიული კვლევის ჩატარება;  მიღებული შედეგების გაანალიზება, დასკვნები და რეკომენდაციების შემუშავება; კვლევის ჰიპოთეზა, საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) ხელს უწყობს მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მოსწრებას ინგლისურ ენაში, დასტურდება შემდეგ კვლევაში.,,Content and Language Integrated Learning (CLIL) is a dual-focused education approach in which an additional language is used for the learning and teaching both content and language.“ [Coyle, Hood and Marsh, 2010: 1] Topicality of the research - David Graddol in his book „English Next‟ wrote about the world now viewing English not so much as a language but as a core skill (Graddol 2006: 15). This is a crucial observation, and it lies at the heart of the educational and social change that has taken place since the development of the Internet and the parallel growth in globalisation. As for Georgia as a pro-western country which agrees on the importance of having English as a core skill in the school curriculum. Accordingly, the goal of the research is to define the features of Content and Language integrated learning (CLIL) methodology within the process of teaching English on the Example of Georgian private high schools. Therefore, the objectives are:  To search secondary data and analyse it;  To design the research methodology and the research instrument;  To conduct empirical research;  To analyse the results of the research, draw conclusions and make recommendations; The novelty of the thesis is that the issue of defining the features of CLIL methodology has not been studied at the high school stage of teaching English in Georgia. The novelty lies into the experiment itself with public high school students with the help of using CLIL units for the purpose of elevating their competence in the English Language. At last but not least, the research aims to show the effectiveness of simultaneous using CLIL and EFL. The subject of the research is to define the features of CLIL methodology within the process of teaching English on the Example of. As for the research object, it is the process of teaching CLIL subjects in Georgian private high schools. The research hypothesis was proved with the help of the following research, Content and Language Integrated Language (CLIL) improves the pupils‟ academic performance in English Language.kaსაგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლებაContent and Language Integrated Learningსაგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის თავისებურებების განსაზღვრა ინგლისური ენის სწავლების პროცესშიDefining the Features of CLIL Methodology within the Process of Teaching English(თბილისის კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მაგალითზე)(on the Example of Georgian Private High Schools)master thesis