მაჩაიძე, ოთარქემხაძე, ნატალინატალიქემხაძე2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1031არბიტრაჟი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) მექანიზმის წარმოადგენს. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ პარალელურად გამოიწვია სამართლებრივი ურთიერთობებისა და რეგულაციების დახვეწა. მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესმა, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებამ გავლენა იქონია კერძოსამართლებრივი დავების განხილვის ფორმებსა და წესებზე . მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი მოქმედებს სასამართლო სტრუქტურის ფარგლებს გარეთ, შეიქმნა სამართლებრივი ჩარჩოების შემუშავების აუცილებლობა მისი ეფექტური და მიზნობრივი ფუნქციონირებისათვის. არბიტრაჟის წესით საქმის განხილვა აღიარებული პროცედურაა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ქონებრივი ურთიერთობები. არბიტრაჟი (შესაძლო) დავის მხარეებს სთავაზობს სასამართლო პროცესზე უფრო სწრაფ და ფინანსურად ხელსაყრელ წესებს, სასამართლოსთვის დადგენილი წესების გვერდის ავლით. არბიტრაჟი საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს და უკანასკნელი ოცდაორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გზა განვლო. 2009 წელს “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონმა განიცადა ცვლილებები, რის შედეგადაც იგი მეტად მოერგო თანამედრო სამართლებრივი ურთიერთობების მოთხოვნებს და მხარეთა ინტერესების დაცვა ბევრად მოსახერხებელი გახდა. ძირითად წყაროს რაღა თქმა უნდა წარმოადგენს “არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი. დღეის მდგომარეობით საარბიტრაჟო შეთანხმების ცნების რეგულირების ნაწილში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ითვალისწინებს ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებას, რაც რაღა თქმა უნდა დადებითად აისახება თავად არბიტრაჟის ფუნქციონირებაზე და შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა თავისი არსით გამორიცხავს დავის განხილვის შესაძლებლობას სასამართლოს მიერ, ამდენად მხარეთა ნება ნათლად და კონკრეტულად უნდა იყოს დაფიქსირებული შეთანხმებაში. რამდენადაც დავის განხილვის შესახებ შეთანხმება შესაძლოა არსებობდეს როგორც ხელშეკრულების ნაწილის, ასევე ცალკეული დათქმის სახით, აღნიშნულს არ აქვს მნიშვნელობა მისი აღსრულებისათვის.kaსაარბიტრაჟო შეთანხმებასაარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობასაარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულებასაარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვითmaster thesis