მურვანიძე, ელისოყიფიანი, ხატიახატიაყიფიანი2020-05-202020-05-202019https://openscience.ge/handle/1/1837ნაშრომში მოწოდებულია ინფორმაცია ინსულტის მქონე პაციენტებში რეგულარული ფიზიკური ვარჯიშების ეფექტურობის, დაავადების აღმოჩენის, სტატისტიკის, თანმხლები გართულებების, დიაგნოსტირების, მკურნალობის შესახებ, რომელიც ორიენტირებულია ინსულტით დაავადებულთა ფიზიკურ განვითარებაზე. ფიზიკური თერაპია ეხმარება პიროვნებებს რომლებსაც აღენიშნებათ ფუნქციონალური გადაადგილების სირთულე, ბალანსსის დარღვევა და უჭირთ გარემოში ადაპტირება. სასურველია ინტერვენციის დაწყება დროულად. აღნიშნული თემის მიმართ ჩემი ინტერესი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ უკვე სამი წელია ვმუშაობ ,,საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში“ ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე. ამ დროის მანძილზე განვიცდი ინფორმაციის სიმწირეს ქართულ აკადემიურ სივრცეში არსებული მასალებიდან გამომდინარე. სასურველია ამ მიმართულებით ჩატარდეს ფართო მასშტაბის კვლევები, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს დაეხმარება პროფესიული საქმიანობის განვითარებასა და შედეგების გაუმჯობესებაში. ჩემს დაკვირვებაზე დაყრდნობით ვადასტურებ ფიზიკური თერაპიის საჭიროებას. თემის მიზნები და შედეგები მთლიანად მორგებულია იმ პრობლემებზე რომლებიც გამოიკვეთა ინსულტის განვითარების შემდგომ პერიოდში. დასკვნაში შეგვიძლია ვთქვათ მკურნალობის სწორი და ინდივიდუალური პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც ამცირებს ფიზიკური პრობლემების სიმწვავეს და განაპირობებს თერაპიის შედეგიანობას.kaინსულტიფიზიკური თერაპიარეგულარული ფიზიკური ვარჯიშების ეფექტურობა ინსულტის მქონე პაციენტებშიmaster thesis