ქეცბა-ხუნდაძე, ლალიKetsba-Khundadze, Laliმოსეშვილი, თინათინითინათინიმოსეშვილიMoseshvili, TinatinTinatinMoseshvili2025-03-142025-03-142023https://openscience.ge/handle/1/8196წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომში განხილულია გერმანულენოვანი ქართველი ავტორის, გივი მარგველაშვილის სამი გვიანდელი რომანი, რომელთა ანალიზის საფუძველზეც, პირველ რიგში, წარმოჩნდება მეტაფიქციური წერის ახალი ფუნქცია, სახელდობრ, მისი უნარი, გააკრიტიკოს გაბატონებული იდეოლოგია. ნაშრომში წამოჭრილი ამასთან დაკავშირებული საკითხებია საბჭოთა კავშირის იდეოლოგიზებული და დანაშაულებრივი რეჟიმის განსჯა, კრიტიკა და გადააზრება. სადისერტაციო ნაშრომში შესწავლილი და განხილულია, ის ლიტერატურული ხერხები, რომლებითაც გივი მარგველაშვილი გაბატონებულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირს როგორც იდეოლოგიზებულ რეჟიმს აკრიტიკებს და ამის პარალელურად, ქვეყნისა და პირადი ტრავმული წარსულის გადააზრებას, გადალახვა-გადამუშავებას, დაძლევასა და თვითთერაპიას ცდილობს. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის საბოლოო მიზანია, გივი მარგველაშვილის მეტაფიქციურ რომანებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს, და რაც ჩვენი ინტერესის განსაკუთრებული საგანია, იდეოლოგიის კრიტიკას შორის კავშირის წარმოჩენა. საკვლევი ობიექტის არჩევანი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გივი მარგველაშვილის გვიანდელი შემოქმედება არც საქართველოში და არც გერმანიაში ჯერ არ ქცეულა კვლევის საგნად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შერჩეული რომანებიდან ორი არ არის ქართულად ნათარგმნი. ამრიგად, გერმანულის არმცოდნე ქართველი მკითხველისთვის გივი მარგველაშვილის ამ ნაწარმოებების თემატური და ესთეტიკური ღირებულება უცნობია, რაც იმთავითვე ამ რომანების არა მხოლოდ თარგმანის, არამედ გაანალიზების მეტ საჭიროებას წარმოაჩენს. საკვლევად შერჩეულ სამივე რომანში, როგორც მეტაფიქციურ ტექსტებში, განსჯის საგანია ზოგადად ფიქციურობა და ლიტერატურა, ლიტერატურული კონვენციები, წიგნები, მოქმედი პირები, ავტორები, მკითხველები, ისევე როგორც თვით წერის, თხრობისა და კითხვის აქტი. თუმცა, მეტაფიქციური თხრობა და მკითხველის ესთეტიკური ილუზიების მსხვრევა ავტორის თვითმიზანი არაა. გივი მარგველაშვილის გვიანდელ შემოქმედებაში მეტაფიქცია მასობრივად გაბატონებული იდეოლოგიის კრიტიკის მედიუმია. მეტაფიქცია, რომელიც ფიქციურობის საზღვრებს არღვევს, არა მხოლოდ თავის ფიქციურობაზე მიანიშნებს, არა მხოლოდ ავტორეფლექსიურია, არამედ როგორც პატრიცია ვო მიიჩნევს, იგი თავის მიღმა მყოფ სამყაროსაც ეხმიანება და ამრიგად, ჰეტერორეფერენციულია. კვლევის შედეგები ადასტურებენ, რომ გივი მარგველაშვილის მეტაფიქციური ხასიათის გვიანდელი რომანებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თავიანთ თავზე, მწერლის შემოქმედებაზე, თხრობასა და ზოგადად, ფიქციური სამყაროს კონსტრუირებულ ხასიათზე მსჯელობით, ისინი კრიტიკულად ეხმიანებიან მეოცე საუკუნის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებას. განხილულ რომანებში ნათლად ჩანს, გივი მარგველაშვილის კრიტიკული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის იდეოლოგიზებული სისტემის მიმართ და მისი როგორც ინტელექტუალი ემიგრანტის, როგორც მედიატორის ცდა, ერთმანეთთან დააკავშიროს ორი უკიდურესად გახლეჩილი და დაპირისპირებული მხარე – ჩაკეტილი, იდეოლოგიის მარწუხებში მოქცეული აღმოსავლეთ ევროპა და თავისუფალი დასავლური სამყარო. სადისერტაციო ნაშრომი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად, რომელსაც ახლავს, დასკვნა, ნაშრომში ჩართული გამოსახულებების ნუსხა და ბიბლიოგრაფია. დისერტაციის პირველი ნაწილი ეთმობა თეორიულ წანამძღვრებს, მის ფარგლებში განმარტებულია იდეოლოგიის რაობა და მიმოხილულია იდეოლოგიის კრიტიკის საფუძვლები. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის მეთოდოლოგიურ-თეორიულ ჩარჩოდ შერჩეულია მეტაფიქციურობის, ავტოფიქციურობის, ინტერტექსტუალობისა და ინტერმედიალობის თეორიები, რომლებიც გადმოცემულია ნაშრომის მეორე ნაწილში. მესამე ნაწილი ეძღვნება გივი მარგველაშვილის ცხოვრებისა და პოეტოლოგიის მიმოხილვას. სადისერტაციო ნაშრომის მეოთხე, დასკვნითი ნაწილი უშუალოდ ეთმობა გივი მარგველაშვილის გვიანდელი ნაწარმოებების ანალიზს. სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენს გივი მარგველაშვილის გვიანდელი შემოქმედების კვლევის პირველ მასშტაბურ ცდას, ნაშრომის ერთ-ერთი მეცნიერული სიახლეც სწორედ ამაში მდგომარეობს. ნაშრომის გაცნობის შემდეგ მკითხველს შეექმნება ფართო და მწყობრი წარმოდგენა გივი მარგველაშვილის ცხოვრების, პოეტოლოგიური მრწამსისა და გვიანდელი შემოქმედების შესახებ. ნაშრომი ასევე წვლილს შეიტანს მეტაფიქციის თეორიის განვითარებაში. ნაშრომი დააინტერესებს გივი მარგველაშვილის შემოქმედების მკვლევართ, ისევე როგორც სტუდენტებს და ზოგადად, ავტორის ცხოვრებაში, პოეტოლოგიასა და შემოქმედებაში გარკვევის ნებისმიერ მსურველს. სტუდენტებისთვის ინფორმაციული იქნება ნაშრომის თეორიული წანამძღვრებისა და თეორიულ-მეთოდოლოგიური ჩარჩოს გაცნობაც. წარმოდგენილი კვლევა არის ცდა იმისა, რომ გივი მარგველაშვილის გვიანდელი შემოქმედება ფართო წრისთვის გახდეს ცნობილი და გაცილებით მეტი მკვლევარი და, რაც ყველაზე მთავარია, მკითხველი შეიძინოს.In this thesis, three latest novels by the German-speaking Georgian author Givi Margvelashvili are studied. Based on their analysis, a new purpose for metafictional writing—namely, its capacity to criticize the prevailing ideology—is revealed. Related issues raised in the paper are judgment, criticism and rethinking of the ideologized and criminal regime of the Soviet Union. The thesis studies and discusses the literary techniques used by Givi Margvelashvili to criticize the dominant ideology and the Soviet Union as an ideologized state while also attempting to rethink, process and overcome the country's and personal traumatic past. The final goal of the research presented in the work is to show the connection between Givi Margvelashvili's metafictional novels and socio-political issues, and what is a special subject of our interest, the critique of ideology. The choice of the research object was determined by the fact that Givi Margvelashvili's later works have not yet become the subject of research either in Georgia or in Germany. It's also important to consider the fact that two of the chosen books haven't been translated into Georgian yet. Thus, the thematic and aesthetic value of these works of Givi Margvelashvili is unknown to the Georgian readers who do not know German, which shows the need for not only translation, but also analysis of these novels. As in metafictional texts, the subject of judgment in all three of the novels chosen for examination is fictionality and literature in general, as well as literary norms, books, actors, authors, readers, and the act of writing, narrating, and reading itself. However, metafictional narration and shattering of the reader's aesthetic illusions is not the author's own goal. In the late works of Givi Margvelashvili, metafiction is a medium of criticism of the prevalent ideology. A metafiction that breaks the boundaries of fictionality not only points to its own fictionality, is not only self-reflexive, but as Patricia Waugh argues, it also echoes the world beyond itself and is thus heteroreferential. The results of the research confirm that Givi Margvelashvili's late novels of a metafictional character are not limited to themselves, discussing the author's work, narration and the constructed nature of the fictional world in general, they critically respond to the public and political life of the twentieth century. The novels under discussion clearly display Givi Margvelashvili's critical viewpoint of the ideology of the Soviet Union and his attempt, as an intellectual immigrant, to act as a mediator between two strongly divided groups: closed, ideologically imprisoned Eastern Europe and the free Western world. The thesis is divided into four main parts, followed by a conclusion, visual material and tables included in the thesis, and a bibliography. The dissertation's first section is devoted to theory; within its framework, the foundations of ideology critique are reviewed and the essence of ideology is explained. The theories of metafictionality, autofictionality, intertextuality and intermediality are selected as the methodological-theoretical framework of the research presented in the paper, which are presented in the second part of the paper. The third part is dedicated to the review of Givi Margvelashvili's life and poetology. The fourth, final part of the dissertation is devoted to the analysis of Givi Margvelashvili's later works. The novelty of the dissertation lies in the fact that it is the first large-scale attempt to research Givi Margvelashvili's later works. After getting acquainted with the work, the reader will have a broad and orderly idea about Givi Margvelashvili's life, poetology beliefs and later works. The work will also contribute to the development of the theory of metafiction. The thesis will be of interest to researchers of Givi Margvelashvili, as well as to students and in general to anyone who wants to find out about the life, poetology and creativity of the author. It will be informative for students to get acquainted with the theoretical guidelines and theoretical-methodological framework of the thesis as well. The presented research is an attempt to make Givi Margvelashvili's later works known to a wider circle and acquire many more researchers and, most importantly, readers.kaგივი მარგველაშვილიმეტაფიქციაიდეოლოგიის კრიტიკასაბჭოთა კავშირის კრიტიკაგადააზრებაGivi Margvelashvilimetafictioncritique of ideologycritique of Soviet Unionrethinkingმეტაფიქცია როგორც იდეოლოგიის კრიტიკის მედიუმი გივი მარგველაშვილის გვიანდელ შემოქმედებაშიtext::thesis::doctoral thesis