ბოჭორიშვილი, ნინობარდანაშვილი, სალომესალომებარდანაშვილი2021-07-152021-07-152021https://openscience.ge/handle/1/2513წინამდებარე ნაშრომში განხილულია შრომის თავისუფლების, თანაბარი მოპყრობის პრინციპი და შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნულთან ერთად განხილულია ევროპული კავშირის კანონმდებლობა და პრაქტიკა. სანამ ვრცელ მიმოხილვაზე გადავიდოდე, მოკლედ შევეხები შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობენ შრომის დაცვისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. დემოკრატიისა და შრომის საერთო ნიშანი არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ამ ურთიერთობისას თანასწორობის უზრუნველყოფა და დაცვა. შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაცია, წარმოადგენს სპეციფიკურ მოვლენას. თანამედროვე ცხოვრებაში დისკრიმინაციის ზოგიერთი ნიშანი შეფუთულ და დახვეწილ ფორმებს იძენს და ნაკლებად შესამჩნევი ხდება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაცია იღებს სულ უფრო ახალ სახეებს, რომლებთან საბრძოლველადაც არაერთი საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება. ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ მამაკაცთა და ქალთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპზე. მამაკაცთა და ქალთა მიმართ თანაბარი მოპყრობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ცნებაა, რომლის მთავარი ამოცანაა სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრა. ნაშრომში ნათლადაა წარმოჩენილი თითოეული ამ საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა და საილუსტრაციოდ შესაბამისი პრეცედენტული გადაწყვეტილება მაქვს გამოყენებული. ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და ბიბლიოგრაფიას.This paper discusses the principle of freedom of labor, equal treatment and the prohibition of labor discrimination in accordance with international and national law. Consequently, in this context, the legislation and practice of the European Union are discussed together with the national one. Before moving on discussing the topic more profoundly, I will briefly talk about the special importance of labor. In the modern world, states pay much attention to creating favorable conditions for the protection and development of labor. The common sign of democracy and labor is the relationship between people, ensuring and protecting equality in that relationship. Discrimination in the field of labor and employment is a specific phenomenon. In modern life, some signs of discrimination take on elaborate and subtle forms and become less noticeable. Therefore, discrimination in public relations has more and more new forms, and a number of legislative changes are being made to fight against it. In this paper I will focus on the principle of equal treatment towards men and women. Equal treatment for men and women is a concept recognized by the international community whose main task is to eliminate any discrimination on the grounds of sex. The paper clearly shows the practical significance of each of these issues and for illustrating it I have used the relevant precedent. The paper includes an annotation, table of contents, introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and bibliography.kaშრომის თავისუფლებათანაბარი მოპყრობის პრინციპიშრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასაერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობაშრომის თავისუფლება, თანაბარი მოპყრობის პრინციპი და შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვაmaster thesis