სილაგაძე, ავთანდილშვანგირაძე, მათემათეშვანგირაძე2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/874ვაჭრობას წამყვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ურთიერთობებში. ის უდიდეს გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკაზე ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირურთიერთობების გამყარებით. საერთაშორისო ვაჭრობა განვითარდა მსოფლიო ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, განსაკუთრებით - XVI-XVIII საუკუნეებიდან. მისი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის. თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საერთაშორისო ვაჭრობას. დღეს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმულია თითქმის ყველა ქვეყანა, ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს იყოს თვითკმარი და მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქტით დააკმაყოფილოს სამამულო მოსახლეობის მოთხოვნები. შრომის საერთაშორისო დანაწილების პირობებში ქვეყანას ყოველთვის სჭირდება გარკვეული პროდუქტის იმპორტი, რომლის ხარჯების დაფარვა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით. როგორც წესი, რაც უფრო დიდია ქვეყანა, მისი ეროვნული პროდუქტის უფრო მეტი წილია ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში. საქართველოს დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობა ტრადიციულად საკმაოდ დიდია, მისი განვითარების პოტენციალი კიდევ მეტი, რაც თემის აქტუალობას კიდევ უფრო ზრდის. მთავარია ეს ურთიერთობები დაეყრდნოს თანსწორობის პრინციპებს და გამოირიცხოს მასზედ პოლიტიკური ფაქტორების ზემოქმედება.kaსაგარეო ვაჭრობის გლობალური ტენდენციებისაქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიდსთ-ს ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზოგადი მიმოხილვასაქართველოს საგარეო ვაჭრობა დსთ - ს ქვეყნებთანmaster thesis