ჩაჩავა, სოფიოტაგანაშვილი, ნინონინოტაგანაშვილი2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1122საქართველო შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. დასაქმებულებისთვის შრომითი გარანტიების მინიჭებისა და, ამავე დროს, დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთბალანსის მიღწევის მიზნით სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება: საქართველოს შრომის კოდექსში აისახა სხვადასხვა ნორმა, რომელიც დასაქმებულის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარე გახდა და დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების ჭრილში აიღო ვალდებულება, მოახდინოს ევროკავშირის მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტებისა და დირექტივების დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია, ნორმატიული ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, შექმნას ეფექტური მექანიზმები შესაბამისი დებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად. შრომის საერთაშორისო სტანდარტები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესებას, ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ქმნიან განვითარების შესაძლებლობებს. შრომის კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაცია შრომითი ურთიერთობების „სუსტი“ მხარისთვის შრომითი და სოციალური გარანტიების შექმნას მოასწავებს და იცავს დასაქმებულთა ინტერესებს.kaშრომითი უფლებების დაცვაგასხვისებამართლმსაჯულების სასამართლოსაწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების დროს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაmaster thesis