პაპასქირი, თეიმურაზPapaskiri, Teimurazცომაია, გიორგიგიორგიცომაიაTsomaia, GiorgiGiorgiTsomaia2025-03-152025-03-152023https://openscience.ge/handle/1/8254მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა სხვადასხვა სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციები. მათ შორის იყო როგორც რუსული, ისე უკრაინული შენაერთები. ათწლეულების მანძილზე ისინი მოიხსენიებოდნენ მხოლოდ როგორც მესამე რაიხის მარიონეტები და დამქაშები. რუსეთში ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება და ამგვარი მიდგომა გახდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთი საბაბი. შესაბამისად, საკვლევი თემის მიზანია, არსებული დოკუმენტური წყაროებისა და მრავალფეროვანი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, გამოიკვეთოს მეორე მსოფლიო ომის დროს რუსული და უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციების რეალური როლი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვეცადეთ იმის ჩვენება, თუ რა მსგავსებები და განსხვავებები იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების, რუსეთის განმათავისუფლებელი არმიისა და კაზაკური დაჯგუფებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს შორის და ასევე პასუხი გაეცა კითხვას, თუ რატომ მოხდა, რომ რუსეთის განმათავისუფლებელმა არმიამ და კაზაკურმა შენაერთებმა ბრძოლა შეწყვიტეს 1945 წელს გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ხოლო უკრაინელმა ნაციონალისტებმა, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება. ნაშრომზე მუშაობისას ნათელი გახდა ასევე, რომ მას შემდეგ, რაც გერმანელებმა არ მოიწონეს 1941 წლის 30 ივნისის უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მესამე რაიხი უკრაინელი ნაციონალისტებისათვის იყო მხოლოდ სიტუაციური მოკავშირე, ისიც მცირე ხნის განმავლობაში. 1942 წლის მარტიდან მოყოლებული უნო(ბ) გერმანიას ფაქტობრივ მტრად აღიქვამს, ხოლო 1943 წლის ზაფხულიდან ამას ოფიციალურად აცხადებს კიდეც. ამ პერიოდიდან მოყოლებული უკრაინელები ფაქტობრივად ორ ფრონტზე იბრძვიან 1944 წლის მეორე ნახევრამდე, როდესაც გერმანელები საბოლოოდ ტოვებენ უკრაინის ტერიტორიას. უკრაინელი ნაციონალისტები არანაირ განსხვავებას არ აკეთებდნენ გერმანულ და რუსულ იმპერიალიზმებს შორის, როგორც ისინი მოიხსენიებდნენ მესამე რაიხს და საბჭოთა კავშირს. მათი მთავარი მიზანი იყო უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.Various national military and patriotic organizations fought against the Soviet Union. There were both Russian and Ukrainian units among them. For decades they were usually mentioned only as the puppets and supporters of the Third Reich. This tendency continues to exist in Russia and such attitude became one of the pretexts for the Russian aggression against Ukraine. Thus, the aim of the research is to show, on the basis of documentary sources and scholarly literature, the real scope of their involvement in the war. We also attempted to show the differences between Ukrainian nationalists, Russian Liberation Army, and Cossacks, and answer the question why it was that the RLA and Cossacks stopped fighting after the capitulation of Germany in 1945 while the Ukrainian nationalists even strengthened their efforts against the Soviet regime. While working on the thesis, it also became clear that the Third Reich was just a situational ally for the Ukrainian nationalists after the Germans refused to recognize the restoration of Ukrainian independent state on 30 June 1941. Beginning from March of 1942 UNO(b) is viewing Germany as an enemy and officially declared it from summer of 1943. From this period till the second half of 1944 when the German finally left the territory of Ukraine, the Ukrainian nationalists practically fought on two fronts. They made no differences between the German and Russian imperialisms, as the usually referred to the Third Reich and the Soviet Union. Their only goal was to achieve the independence for Ukraine.kaრუსული და უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციები და მათი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროსtext::thesis::doctoral thesishttps://doi.org/10.48616/openscience-542