ნახუცრიშვილი, ნინონინონახუცრიშვილიNakhutsrishvili, NinoNinoNakhutsrishvili2025-02-252025-02-252023-10-09https://openscience.ge/handle/1/7952სწავლა-სწავლების შედეგიანობა და მოსწავლის აკადემიური მიღწევები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცხადია, ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას თავისი გამომწვევი მიზეზები და წინა პირობა გააჩნია. თუმცა, როდესაც საუბარია დაწყებით საფეხურზე მოსწავლის წარუმატებლობაზე, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება ტრანზიციის პროცესი, რაც მოსწავლის წარმატებული სასწავლო საქმიანობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ტრანზიცია ინდივიდუალურად სხვადასხვაგვარად აისახება თითოეული ბავშვის ფსიქიკაში. მართალია მას გარკვეულწილად განმავითარებელი ფუნქციაც აკისრია, მაგრამ ამავდროულად ერთგვარ სტრესულ ფონსაც ქმნის და არ არის ადვილი პროცესი ბავშვისთვის. ამიტომ აუცილებლად საჭიროებს მხარდამჭერი ქმედითი ღონისძიებების გატარებას, შესაბამისი დამოკიდებულებების და პირობების შექმნას სკოლაში. როდესაც საქმე ეხება სსსმ მოსწავლეს, ბევრად მეტია გამოწვევები და ტრანზიციის ყოველი კომპონენტის სათანადოდ განხორციელების საჭიროება. ამ პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში და სკოლის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში მთავარი მისია აკისრია სკოლის ხელმძღვანელს. ამ მიმართულებით საჯარო სკოლების სტრატეგიის და არსებული რეალობის შესაფასებლად ნაშრომში წარმოდგენილია თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორთა კვლევის შედეგები, რამაც ნათელყო, რომ მიუხედავად მათი პოზიტიური განწყობისა და სკოლაში ბავშვთა ტრანზიციის ხელშეწყობის მნიშვნელობის გააზრებისა, მაინც არსებობს ხარვეზები, რაც ახლავს ტრანზიციის პროცესს და რაც დროულ გამოსწორებას საჭიროებს. ეს ეხება სკოლის მიერ სსსმ ბავშვების ტრანზიციის ხელშეწყობის შიდა პოლიტიკის (შესაბამისი რეგულაციებით) და სსსმ ბავშვების ტრანზიციის პროგრამის შემუშავებას, მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი და ტრანზიციის ხელშემწყობი ეფექტიანი აქტივობების განხორციელებას, ქმედითი ღონისძიებების გატარებას სკოლის გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მორგებისთვის მოსწავლეთა საჭიროებებზე (მათ შორის სსსმ მოსწავლეზე), სკოლამდელ დაწესებულებასთან თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ამუშავებას და სხვ. თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე ჩატარებული კვლევის შედეგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვისაუბროთ არსებულ რეალობაზე და დავსკვნათ, რომ ტრანზიციის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია საკეთებელი და ამ მიმართულებით საქმიანობა სკოლების ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს.Effectiveness of learning and teaching and pupil’s academic achievement in general educational school is relied on various factors. It’s obvious that every success or failure has its own causes and preconditions. Though, in the case of failure of primary level pupil transition process sometimes stays out of focus which is an essential determinant precondition of successful learning of a pupil. Transition is reflected individually in each pupil’s psyche. It’s true that it carries developmental function, but at the same time it creates stressful background and isn’t an easy process for a child. That’s why it really requires the implementation of certain supportive and effective mechanisms and accordingly creation of conditions and relationships at school. When the case refers to SEN pupil we face more challenges and there is greater need to implement each component of transition appropriately. In planning and implementation of this process as well as creation correct strategy of a school its headmaster bears major role. To evaluate public school strategies in this direction and to investigate existing reality at schools we have presented research results of headmasters of Telavi municipality public schools which made clear that besides their positive attitude and deep understanding to support transition process there still exists some gaps which needs to be improved on time. It refers to development of inner policy to support SEN pupils transition (with appropriate regulations) as well as creation SEN pupils transition program, implementation effective activities to communicate with parents and to support transition, activities to create and adjust school environment and infrastructure to pupils’ needs (among them SEN pupils), implementation effective mechanism to cooperate with pre - school institutions, etc. Even the research in one of the schools in the municipality allows us to talk about existing reality and conclude that there is still a lot of work to do in the transition process and the work in this direction should become one of the strategic directions at schools.kaტრანზიციაგამოწვევებისსსმ ბავშვიმხარდამჭერი მექანიზმებისკოლის დირექტორიTransitionChallengesSEN pupilSupportive mechanismsSchool headmasterMechanisms to support transition to pupils with special educational needs (SEN) at school and the role of headmaster in this processსსსმ მოსწავლეების ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმები სკოლაში და დირექტორის როლი ამ პროცესში.text::journal::journal article10.52340/idw.2023.101