მოწონელიძე, ნატალიაკვანტალიანი, ანიანიკვანტალიანი2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1131სტატიაში განხილულია სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთ სახე-პასუხისმგებლობის დაზღვევა.აგრეთვე მისი ქვესახეობა-პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა როგორც ცალკე,ასევე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ჭრილში. სტატიის განხილვის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტის მიზნების და ამოცანების შესწავლა, მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის აქტუალურობა და ამ ტიპის სადაზღვევო პოლისის გამოყენების სტატისტიკა. ვინაიდან საქართვლოში სადაზღვევო ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული და ბევრი სადაზღვევო პროდუქტი ნოვაციაა, შესაბამისად კვლევის საგანია ის, თუ რამდენად ინფორმირებულია საქართველოში პროფესიული პასუხისგებლობის დაზღვევის შესახებ მოსახლეობა და რამდენად დგას ამ ტიპის სადაზღვევო პოლისით სარგებლობის აუცილებლობა. აგრეთვე განხილულია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წინაპირობები და სადაზღვევო პოლისის დაფარვის ფარგლები. დეტალურად არის განხილული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, გამომდინარე იქედან, რომ მისი ქმედებით გამოწვეული ზიანი შეიძლება იყოს არამხოლოდ მატერიალური,არამედ ფიზიკური და მორალური. შესაბამისად, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის უპირატესობები ექიმის მაგალითზე უფრო თვალსაჩინოა.kaპასუხისმგებლობის დაზღვევაპროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევასადაზღვევო პოლისიზიანიპროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა-გამოწვევა ქართული სადაზღვევო სამართლისთვისmaster thesis