ყალიჩავა, კობაბერიძე, ნატონატობერიძე2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/10481998 წლის 25 ივნისს, დანიაში, ქ. ორჰუსში ხელი მოეწერა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციას (შემდგომში - „ორჰუსის კონვენცია“). საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2000 წლის 11 თებერვალს , შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ორჰუსის კონვენცია, შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის აქტს წარმოადგენს საქართველოსთვის. როგორც გარემოსდაცვითი აქტივისტები აღნიშნავენ, „კონვენციის რატიფიცირებას არ მოჰყოლია კონვენციის მოთხოვნებათან შესაბამისობისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ქვეყანამ გაიზიარა „ხელმისაწვდომობის პრინციპების“ დამკვიდრების აუცილებლობა, უდავოდ მისასალმებელია“ . ამრიგად, საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელებას და დაინტერესებული მხარის მიერ, ინფორმაციის მოთხოვნისას ეფექტურად მიწოდებას.kaგარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაგარემოსდაცვითი ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლებისაქართველოს კანონმდებლობის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთანსაქართველოს კანონმდებლობის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ჭრილშიmaster thesis