წერეთელი, მზიაTsereteli, Mziaრევიშვილი, მარიამიმარიამირევიშვილიRevishvili, MariamMariamRevishvili2025-11-042025-11-042024https://openscience.ge/handle/1/8633ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა თვითრეგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიური მექანიზმი ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლის პირობებში. კერძოდ, კვლევის მიზანი იყო აგვეგო მისი მოქმედების მოდელი და გამოგვევლინა ტექნოლოგიების გამოყენების როლი და ფუნქცია თვითრეგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიურ მექანიზმში. ტექნოლოგიების შემოჭრამ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში სრულიად შეცვალა სწავლის ტრადიციული გარემო, ტექნოლოგიები შემსწავლელებს უამრავ სარგებელსა და შესაძლებლეობებს სთავაზობენ. შესაძლებელობების მრავალფეროვნებასთან ერთად, ტექნოლოგიებით გაძლიერებული სასწავლო გარემო შემსწავლელისაგან ასევე ითხოვს მაღალი დონის მოტივაციას, ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას. სხვა სიტყვებით, თვითრეგულირებადი სწავლის დახვეწილ უნარებს. ფსიქოლოგიაში თვითრეგულირებადი სწავლა ცნობილია, როგორც კონცეპტუალური ჩარჩო, რომლის მიზანია გაანალიზოს, თუ როგორ ხდებიან შემსწავლელები საკუთარი სწავლის პროცესის მთავარი აქტორები. მიუხედავად იმისა, რომ თვითრეგულირებადი სწავლის კონსტრუქტი განათლების ფსიქოლოგებითვის სიახლეს არ წარმოადგენს, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ციფრული ცვლილებების კვალდაკვალ, აუცილებელი ხდება თვითრეგულირებადი სწავლის კლასიკური მოდელების გაფართოება და ახლებური ხედვების შემუშავება. ტექნოლოგიური ცვლილებები შეეხო სასწავლო გარემოს, სასწავლო პროცესს, სწავლების მეთოდოლოგიას და თავად შემსწავლელის მიერ ინფორმაციის გადამუშავების ფორმებსა და პროცესებს. ამდენად, ცხადი ხდება, რომ ფართო გაგებით, ტექნოლოგიებს ზეგავლენა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სასწავლო გარემოსა და შემსწავლელის კოგნიტურ პროცესებზე, არამედ მთლიანად სწავლის თვითრეგულაციის მექანიზმზეც. ამდენად, ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა თვითრეგულირებადი სწავლა ტექნოლოგიებით გაძლიერებულ გარემოში და გამოგვევლინა ტექნოლოგიების როლი და ფუნქცია თვითრეგულაციის ფსიქოლოგიურ მექანიზმზე. კვლევის საბაზისო მეთოდოლოგიურ ჩარჩოდ შეირჩა პოლ პინტრიჩის თვითრეგულირებადი სწავლის ინტეგრირებული მოდელი. შერჩეული თეორიული მიდგომის ფარგლებში, თვითრეგულირებადი სწავლა ჰოლისტურადაა განიხილული, მოდელი ითვალისწინებს იმგვარ კომპონენტებს როგორებიცაა: შემსწავლელის მოტივაცია, კოგნიცია, აფექტი და რაც მთვარია კონტექსტუალური ფაქტორები. სწორედ, კონტექსტუალური ფაქტორების ჩართვა გვაფიქრებინებს, რომ მოდელში არსებობს სივრცე თვითრგეულირებადი სწავლის კლასიკური კომპონენტების გაფართოებისთვის. კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად, გამოყენებულ იქნა შერეული კვლევის მეთოდები. კვლევის თავდაპირველ ეტაპზე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფთა სერია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან, რათა გამოგვევლინა მათი აღქმები და დამოკიდებულებები ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ფოკუს-ჯგუფთა სერიიდან მიღებულ მიგნებებზე დაყრდნობით, თვითრეგულირებადი სწავლის ინტეგრირებულ მოდელში შემავალი კომპონენტები გამდიდრდა ტექნოლოგიების გამოყენების თემატური კომპონენტით. შემდგომ ეტაპზე, ჩვენს მიერ შემუშავებული კითხვარის ადმინისტრირება მოხდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან. აიგო თვითრგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიური მოქმედების მოდელი ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში, რომელიც შემოწმდა დამადასტურებელი ფაქტორული ანალიზის გამოყენებით. მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ თვითრეგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიური მექანიზმი ტექნოლოგიებით გაძლიერებულ სასწავლო გარემოში მსგავსად, კლასიკური ხედვისა, მრავალკომპონენტიანი კონსტრუქტია. ახლებურ მოდელსა და თვითრეგულირებადი სწავლის კლასიკურ ხედვას შორის ნამდვილად არსებობს მსგავსებები. ვინაიდან, მოდელში წარმოდგენილია ისეთი კომპონენტები როგორებიცაა: სასწავლო მიზნებზე ორიენტირება, თვითეფექტურობა სწავლაში, დახმარების ძიება, ჩანაწერების შემუშავება, ციფრული გარემოსა და დროის მენეჯმენტი და ა.შ. თუმცა თითეული კომპონენტის მოქმედების არეალი გაფართოებულია ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. გარდა ამისა, სახეზეა სრულიად ახალი შინაარსის კომპონენტებიც, ესენია: ავტონომია, შეუპოვრობა, მეხსიერების გარე საცავების გამოყენება, ცოდნის გაფართოება, წარუმატებლობის შესახებ რწმენები, პროკრასტინაცია, ტექნოლოგიების მიუღებლობა და ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გამოწვევები. ყოველივე, ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ ტექნოლოგიების შემოჭრა ცვლის თვითრეგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიურ მექანიზმს შემსწავლელებში. საინტერესოა, რომ სრულიად ახალი კომპონენტები შეიძლება დალაგდეს, როგორც დადებითი ვალენტობის მქონე და უარყოფითი ვალენტობის მქონე კომპონენტებად, რომლებიც ერთის მხრივ, აუმჯობესებს თვითრეგულირებადი სწავლის მექანიზმის ჩართვას, ხოლო მეორეს მხრივ, ართულებს შემსწავლელთა თვითრეგულაციის პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ შემსწავლელის გარეთ არსებულ სასწავლო ინსტრუმენტებს არ წარმოადგენენ. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სრულიად გარდაქმნის თვითრეგულირებადი სწავლის ფსიქოლოგიურ მექანიზმს. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შემსწავლელის თვითრეგულირებადი სწავლის მექანიზმის ჩართვისთვის და წარმართვისთვის. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ტექნოლოგიები არა მხოლოდ სწავლის კონტექსტუალურ ნაწილად, არამედ თავად ფსიქოლოგიური მექანიზმის ნაწილად მოვიაზროთ. კვლევა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გარდაქმნის ტექნოლოგიური ეპოქა არა მხოლოდ სასწავლო გარემოს, არამედ სწავლებისა და სწავლის ფსიქოლოგიურ მექანიზმებსაც. შესაბამისად, ამ დასკვნების ინტეგრირება საგანმანათლებლო კურიკულუმის დაგეგმვასა და სწავლების პროცესებში გადამწყვეტია სტუდენტების თვითრეგულირებადი სწავლის უნარების ხელშეწყობისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დისციპლინებისთვის, როგორებიცაა განათლების ფსიქოლოგია, განათლების პოლიტიკა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამები.The goal of our research was to examine the psychological mechanisms of self-regulated learning within technology-enhanced educational environments. We aimed to develop a model that clarifies the role and function of technology in this process. The introduction of technology in higher education significantly changes traditional learning models, creating environments enriched by technological tools. These environments use various technologies and information systems to improve the learning experience. Modern technologies offer many advantages, However, despite these opportunities, technology-enhanced learning also requires high levels of motivation, autonomy, and independence from learners—key components of self-regulated learning skills. Self-regulated learning helps us understand how learners take charge of their own learning experiences. Although self-regulated learning is not a new concept in educational psychology, the ongoing digital changes necessitate an expansion of traditional models and the creation of new approaches. For our theoretical framework, we used Pintrich's integrated model of self-regulated learning, which looks at the concept holistically and includes factors such as motivation, cognition, affect, and contextual elements. This focus on context suggests that we can expand traditional components of self-regulated learning within this model. Our research was carried out in two phases employing mixed methods. In the first stage, we conducted focus group discussions with higher education students to gather their perceptions and attitudes about using technology in learning. Based on these insights, we enriched the integrated model of self-regulated learning with themes related to technology. In the second stage, we administered a questionnaire based on our findings to students, creating a psychological model of self-regulated learning in technology-enhanced environments, which we validated through confirmatory factor analysis. The analysis revealed that the psychological mechanisms of self-regulated learning in these environments are, similar to traditional views, multi-faceted. Both the new and classical models share common components such as goal orientation, self-efficacy in task domain, help-seeking behaviors, note-taking etc. However, the new model expands the scope of these components to incorporate technology use. We also identified new components, confirming our hypothesis that technology alters the psychological mechanisms of self-regulated learning. Interestingly, these new components can be categorized into positive and negative aspects, where some enhance self-regulated learning while others complicate the process. In conclusion, technologies should not be seen merely as external tools for learners. They fundamentally transform the psychological mechanisms of self-regulated learning. Our findings indicate that technology plays a crucial role in facilitating and guiding self-regulated learning. Thus, we must view technologies as integral to both the learning context and the psychological mechanisms involved. This research highlights how the technological era is reshaping both learning environments and the psychological mechanisms of teaching and learning Incorporating these insights into educational curriculum design and teaching methods is essential for promoting students' self-regulated learning skills. especially in fields like educational psychology, education policy, and teacher training.kaთვითრეგულირებადი სწავლატექნოლოგიებით გაძლიერებულ გარემოთვითრეგულაციის ფსიქოლოგიურ მექანიზმიpsychological mechanismsself-regulated learningtechnology-enhanced environmentsტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის თვითრეგულაციის ფსიქოლოგიური მექანიზმებიdoctoral thesis