1 სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ლამარა დოლიაშვილი სოფელ დირბის ონომასტიკა სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი პროფესორი: ვიანორ ახალაია გორი 2020 2 ანოტაცია წინამდებარე ნაშრომში განხილულია ქარელის რაიონში შემავალი სოფელ დირბის ონომასტიკა. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს ამ სოფლის ონომასტიკური თვალსაზრისით შესწავლის პირველ ცდას. მართალია ონომასტიკის შესწავლის ენათმეცნიერებაში მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული დარგის კვლევა ამოწურული მაინც არ არის. ამიტომ ყოველი ნაშრომი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კვლევის შედეგების გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია და აქტუალური. ვფიქრობთ, ჩვენი ნაშრომის აქტუალობაც ამით არის განპირობებული. მიგვაჩნია, რომ ნაშრომი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგის უკეთ შესწავლას. ნაშრომის მიზანი იყო სოფელში დაცული ისეთი ონომასტიკური მასალის გამოკვლევა, როგორიცაა: სოფლის სიძველეები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები, ტოპონიმები, ჰიდრონიმები, ანთროპონიმები(მეტსახელები) და გვარები. ამისთვის აუცილებელი იყო შესაბამისი მასალების აღწერა, დაჯგუფება და მათი ენათმეცნიერული ანალიზი. ნაშრომში გაანალიზებულია ის მასალები, რომლებიც მოპოვებული იქნა ჩვენ მიერ საველე მუშაობისას და ისტორიულ დოკუმენტებში. მეცნიერული კვლევა ემყარება აღწერით და ისტორიულ - შედარებით მეთოდს. მიგვაჩნია, რომ ნაშრომში განხილული მასალები და მიღებული შედეგები გარკვეულ დახმარებას გაუწევს, როგორც ქართლური დიალექტოლოგიით, ასევე ქარელის რაიონის ონომასტიკის კვლევით დაინტერესებულ პირებს. 3 L. Doliashvili Onomastics of Village Dirbi Annotation In the present work is discussed onomastic of the village Dirbi of Qareli region. This work is the firs attemptto study this village from the onomastic point of view. It,s true, that many researche were dedicated to the study of onomastic in linguistics, however, researching of this field is not yet exhausted. Therefore, each work which will help Improve of the results of this reserch is important and actual. We belive that the actuality of our work is due to this. We believe that the work will somehow contribute to better studying of the field. The purpose of the work was to study the onomastic material protected in the village, such as: village antiquities, customs, holidays, toponyms, hydronyms, anthroponyms (nicknames) and surnames. For this it was necessary describing, grouping of the relevant materialsand their linguistic analysis. In rhe work is analyzed the materials, which obtained by us during the field work and in the historical documents. The scientific research is based on the description and historical- comparsion method. We believe, that the materials discussed in the workand receivd results will provide some assistance for Kartlian dialectology And for the persons interested with the researchof onomasticion Qareli region. 4 შინაარსი (სარჩევი) შესავალი---------------------------------------------------------------------------------------------6 თავი I სოფლის შესახებ არსებული უძველესი ცნობები--------------------------------------9 1.1 სოფელ დირბის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა --------------------------------9 თავი II სოფლის სიძველეები -------------------------------------------------------------------19 2.1 ეკლესიები --------------------------------------------------------------------------------19 2.2 ეპიტაფიები -------------------------------------------------------------------------------22 2.3 ტყუპი ოლე--------------------------------------------------------------------------------23 2.4 დირბის ციხე ------------------------------------------------------------------------------24 თავი III სოფელში არსებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები 3.1 ჭიაკოკონობა ------------------------------------------------------------------------------25 3.2 ჭონა ----------------------------------------------------------------------------------------25 3.3 მეკვლეობა --------------------------------------------------------------------------------26 3.4 ელიაობა -----------------------------------------------------------------------------------27 3.5 დღეობა ------------------------------------------------------------------------------------27 3.6 ამაღლება ----------------------------------------------------------------------------------27 3.7 თაგოთაგოობა ----------------------------------------------------------------------------28 თავი IV სოფლის ტოპონიმები 4.1 მოსაზრებები სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ -------------------29 4.2 მარტივფუძიანი ტოპონიმები ----------------------------------------------------------31 4.3 წარმოქმნილი ტოპონიმები -------------------------------------------------------------32 4.3.1 ტოპონიმთა პრეფიქს-სუფიქსური წარმოება (ნა-და სა-) პრეფიქსებით ---------32 4.3.2 - ურ, -ულ-ა სუფიქსიანი ტოპონიმები ----------------------------------------------33 4.3.3 -ებ სუფიქსიანი ტოპონიმები ---------------------------------------------------------34 4.3.4 -თან თანდებულიანი (სართიანი) ტოპონიმები ------------------------------------34 4.4 სიტყვათშეერთებით ნაწარმოები ტოპონიმები --------------------------------------35 5 თავი V სოფლის ჰიდრონიმები------------------------------------------------------------------36 5.1 ძირეული ჰიდრონიმები ----------------------------------------------------------------36 5.2 რთულფუძიანი ჰიდრონიმები ---------------------------------------------------------36 თავი VI ანთროპონიმები (მეტსახელები) ------------------------------------------------------38 6.1 გარეგნობის აღმნიშვნელი მეტსახელები ----------------------------------------------38 6.2 ქცევისა და მოქმედების გამომხატველი მეტსახელები ------------------------------39 6.3 ამოჩემებული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები ---------------------40 6.4 დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები --------------------------------------------------------------------------------------------------40 6.5 თვისებისა და ხასიათის მიხედვით შერქმეული მეტსახელები --------------------40 6.6 ცხოველების მსგავსებით შერქმეული მეტსახელები --------------------------------40 6.7 მამის სახელები მეტსახელად -----------------------------------------------------------41 6.8 კნინობითი - მოფერებითი, ალერსის გამომხატველი მეტსახელები --------------41 6.9 ცნობილი პირის ან პერსონაჟის სახელები დენოტატის მეტსახელებად ----------42 6.10 უცნობი სემანტიკის მეტსახელები ---------------------------------------------------42 თავი VII გვარები ---------------------------------------------------------------------------------43 7.1 სხვადასხვა მკვლევართა შეხედულებები გვარსახელებზე -------------------------43 7.2 -ძე სუფიქსიანი გვარები ----------------------------------------------------------------47 7.2.1 ეპონიმური ტიპის გვარსახელები ----------------------------------------------------53 7.3 -შვილი სუფიქსიანი გვარები -----------------------------------------------------------57 7.3.1 ეპონიმური ტიპის გვარ-სახელები ---------------------------------------------------58 7.3.2 ხელობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან წარმოქმნილი გვარები -------------------59 დასკვნა --------------------------------------------------------------------------------------------61 გამოყენებული ლიტერატურა ------------------------------------------------------------------64 საილუსტრაციო მასალა -------------------------------------------------------------------------66 6 შესავალი ონომისტიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც საკუთარ სახელებს შეისწავლის. იგი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სახელის შერქმევის ხელოვნებას. ონომასტიკა ნაწილია ენის შემსწვლელი მეცნიერებისა, რომელიც სწავლობს გეოგრაფიულ, ადამიანთა და სხვა საკუთარი სახელების წარმოშობასა და განვითარებას, მათ ენობრივ ცვლილებებს, ფუნქციასა და სტრუქტურას. [21;8] ამ დისციპლინას ითავსებს მეცნიერების სხვადასხვა დარგი: ისტორია, გეოგრაფია, ეთნოლოგია, ლიტერატურა... საქმე ისაა, რომ ხშირად ისტორიულ- გეოგრაფიული თუ სხვა სამეცნიერო კვლევები სწორედ საკუთარ სახელზე გადის. მაგრამ საკუთარი სახელი, უპირველეს ყოვლისა, არის სიტყვა, სიტყვა კი ლექსიკური ერთეულია, რომელსაც სწავლობს ლინგვისტიკა. ენათმეცნიერება მოიცავს არა მხოლოდ ფონეტიკასა და გრამატიკას, არამედ ლექსიკოლოგიას და ლექსიკოგრაფიასაც. ონომასტიკა ლექსიკოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს იგი თით ქმის დამოუკიდებელ დარგად არის გამოყოფილი მისი შესასწავლი სპეციფიკური მასალის გამო-ესაა სივრცესა და დროში დასაბამითგან განთავსებული ლექსიკური ერთეულები-საკუთარი სახელები. [4:6] თანამედროვე ენებში ახალ ობიექტთა სახელდებისათვის, როგორც წესი, რეალობა მოტივირებული ნიშნების მიხედვით გამოიხატება, რასაც მეორეული ნომინაცია ეწოდება. მისი შედეგი აღიქმება, როგორც შინაარსითა და ფორმით მოტივირებული ერთეული. ლექსიკური ერთეულის შინაფორმაში ხდება მითითება იმ მიზეზზე, რომელმაც განაპირობა მოცემული მნიშვნელობის გამოხატვა. [3:354] ონომასტიკური მასალების ძიებისას სწორედ, ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტის ან ლექსიკური ერთეულის სახელდების ისტორია უნდა იქნეს შესწავლილი. ,,ონომისტიკა აერთიანებს სხვადასხვა რიგის საკუთარ სახელთა შემსწავლელ ქვედარგებს, ესენია: ტოპონომიკა - შეისწავლის ადგილთა სახელებს; ჰიდრონომიკა - სწავლობს მდინარეებს, წყაროებს, ტბებს; ანთროპონომიკა - მეცნიერებაა ადამიანთა გვარ-სახელების, მეტსახელების შესახებ; 7 კოსმონომიკა - ციურსხეულთა შემსწავლილი მეცნიერებაა; ზოონომიკა - ცხოველთა სახელების შემსწავლელი მეცნიერება; ეთნონიმიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ხალხების სახელებს და ა.შ. [21:8] მართალია ონომასტიკის შესწავლას ენათმეცნიერებაში მრავალი გამოკვლევა მიეძღვნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული დარგის კვლევა ამოწურული მაინც არ არის. ამიტომ ყოველი ნაშრომი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კვლევის შედეგების გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია და აქტუალური. ვფიქრობთ, ჩვენი ნაშრომის აქტუალობაც ამით არის განაპირობებული. მიგვაჩნია, რომ ნაშრომი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგის უკეთ შესწავლას. ჩვენი ნაშრომის მიზანია შეძლებისდაგვარად შევისწავლოთ ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი სოფლის დირბის ონომასტიკა. წარმოდგენილი ნაშრომის ამოცანას წარმოადგენს, იმ ონომასტიკური მასალის აღწერა და კლასიფიკაცია, რომელიც სოფელშია დაცული. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოვიყენეთ აღწერითი და ისტორიულ- შედარებითი მეთოდი. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ აღწერითი მეთოდით განვახორციელეთ მოპოვებული მასალის კლასიფიკაცია. ისტორიული წყაროების, დოკუმენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით, აღვწერეთ სოფელში არსებული სიძველეები, ანთროპონიმები(მეტსახელები), ტოპონიმები, ჰიდრონიმები, გვარები, გადმოვეცით სოფლის წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საშუალებით, ქრონოლოგიურად ერთმენეთს შევადარეთ სხვადასხვა ქართველ ენათმეცნიერთა მოსაზრებები, ტოპონიმებსა და გვარებთან დაკავშირებით. ნაშრომი შედგება შესავლის, შვიდი თავისა და დასკვნითი ნაწილისაგან. ნაშრომს თან ახლავს გამოყენებული ლიტერატურა და საილუსტრაციო მასალა. პირველ თავში განხილულია სოფლის შესახებ არსებული უძველესი ცნობები, კერძოდ სოფლის გეოგრაფიული და ისტორიული მიმოხილვა. 8 მეორე თავში მოცემულია სოფლის სიძველეები: ეკლესიები, ეპიტაფიები, ტყუპი ოლე და დირბის ციხე. მესამე თავში წარმოდგენილია სოფელში არსებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები: ჭიაკოკონა, ჭონა, მეკვლეობა, ელიაობა, ამაღლება, დღეობა და თაგოთაგოობა. მეოთხე თავში მოცემულია სოფლის ტოპონიმები წარმოდგენილია მოსაზრებები სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ, ასევე გამოყოფილია მარტივფუძიანი, წარმოქმნილი და სიტყვათშეერთების ნაწარმოები ტოპონიმები. წარმოქმნილ ტოპონიმებში გაანალიზებულია პრეფიქს-სუფიქსური წარმოება (ნა- და სა- პრეფიქსებით), -ურ, -ულ-ა სუფიქსიანი, -ებ სუფიქსიანი და -თან თანდებულიანი (სართიანი) ტოპონიმები. მეხუთე თავში წარმოდგენილია სოფლის ჰიდრონიმები, კერძოდ, ძირეული და რთულფუძიანი ჰიდრონიმები. მეექვსე თავში მოცემულია ანთროპონიმები (მეტსახელები), გამოყოფილია მეტსახელების 10 სემანტიკური ჯგუფი, ესენია: 1. გარეგნობის აღმნიშვნელი მეტსახელები; 2. ქცევისა და მოქმედების გამომხატველი მეტსახელები; 3. ამოჩემებული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 4. დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 5. თვისებისა და ხასიათის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 6. ცხოველების მსგავსებით შერქმეული მეტსახელები; 7. მამის სახელები მეტსახელებად; 8. კნინობით-მოფერებითი ალერსის გამომხატველი მეტსახელები; 9. ცნობილი პირის ან პერსონაჟის სახელები დენოტატის მეტსახელებად, 10. უცნობი სემანტიკის მეტსახელები. მეშვიდე თავში წარმოდგენილია -ძე და -შვილი სუფიქსიანი გვარები. -ძე სუფიქსიან გვარებში გამოყოფილია ეპონომიური ტიპის გვარსახელები, ხოლო -შვილი სუფიქსიან გვარებში, როგორც ეპონიმური ტიპის გვარსახელები, ასევე ხელობის აღმნიშვნელი სიტყვებისაგან წარმოქმნილი გვარები. 9 თავი I. სოფლის შესახებ არსებული უძველესი ცნობები 1.1 სოფლის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა სოფელი დირბი მდებარეობს ქართლის ვაკეზე, აღმოსავლეთ ფრონეს მარჯვენა სანაპიროზე, ქ. ქარელიდან 16 კმ-ზე. იგი გაშენებულია დვანის ფრონეს ხეობაში, მდინარე ფრონეს მარჯვენა მხარეს არსებულ ზეგანზე, ზღვის დონიდან 735- მ-ზე. დირბი ისტორიული სოფელია, შესაბამისად იგი მოიხსენიებულია არაერთ წერილობით წყაროში, მათ შორის ისეთ წერილობით წყაროებში, როგორიცაა: ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, იოანე ბაგრატიონის ,, ქართლ- კახეთის აღწერა“, თეიმურაზ ბაგრატიონის ,,ახალი ისტორია“ 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარში, 1794 – 99 წლების აღწერაში. .... ფრონეს ხეობის სოფლების აღწერისას დირბს ასე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი. ,,ამის ჩრდილოთ (იგულისხმება არადეთი) არს დირბის მონასტერსა და ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა და ყოლა ყოვლისა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ფლობენ ესე და მოსავალს ჰგზავნის ვერცხლად იერუსალიმს“. თუმცა ისტორიულ წყაროებში დირბი პირველად მოხსენიებულია1588 წელს, დედოფალ ნესტან-დარეჯანის მიერ (მეფე გიორგი X -ის თანამეცხედრე) იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის დირბში არსებული სამღებროს შეწირულობის სიგელში. 1632 წლის ერთი საბუთის მიხედვით როსტომ მეფემ უბრძანა დირბელებს ლაშქარში მონაწილეობა და ელიზბართან შეერთება. 1635 წელს როსტომ მეფე დირბის მოურავობის წყალობას აძლევს დავითაშვილს და მის შვილებს კონსტანტინეს და ელიზბარს: ,,შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენსა ერთგულსა და ... ნამსახურსა ყმას, დავითაშვილს და დავითს და თქვენთა შვილთა კონსტანტინეს და კარისა, ჩვენისა ბოქაულთუხუცესს ელიზბარსა ...დირბის მოურავობა ... სამკვიდროდ და საბოლოოდ“. 1650 წელს როსტომ მეფემ გაათავისუფლა დირბი, გარდა ლაშქარ-ნადირობისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის 6000 თეთრის გადასახადისა. დირბელები 10 მოიხსენიებულნი არიან ვინმე სეხნია გულიაშვილისთვის 1655 წელს მიცემულ მიწის ნასყიდობის ორ რიგში, რომელსაც მამულები უყიდია ზაქარია და ივანე ორხელაშვილებისა და დათუნა ბეჟანიშვილისგან. [8: 113-114] დირბის ქვეყანა შედიოდა მროველის სამწყსოში, ხოლო მამულების მმართველი იყო ჯვარის მამა ნიქოზელი (ნიქოზის ეპისკოპოსი). 1785 წელს მეფე ერეკლე II -ის ბრძანებით დირბს კვლავ განუახლდა შეუვალობა. მანვე, როცა ლეკთა წინააღმდეგ საბრძოლველად ქართლის სამეფო ოლქებად დაიყო, სოფელ დირბს მიმდებარე სოფლებით მეოთხე ადგილი მიაკუთვნა, რაც იქ არსებული ციხესიმაგრის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. 1745 წელს დირბის ციხეს, რომელიც იოანე ხერხეულიძეს გაუმაგრებია, ლეკების ჯარი შემოერტყა. დირბელებს მიეშველნენ თეიმურაზ II და ერეკლე II გაერთიანებული ჯარით. ქართველთა ლაშქარმა გაიმარჯვა და დირბი გაათავისუფლა. დირბის ციხესიმაგრემ იხსნა მოსახლეობა ტყვეობისა და გაძარცვისგან 1753 წელს ლეკებთან ბრძოლის დროს. 1902 წლის 6 აგვისტოს და 1903 წლის გაზაფხულზე დირბში მოხდა აგრალურ- რევოლუციუი ხასიათის გამოსვლები. მემამულეებმა მოითხოვეს მოუსავლიანობის გამო ღალა, ფულით გადაეხადათ. ამან გამოიწვია გლეხების უკმაყოფილება, მდგომარეობა გაამწვავა გზის გადაკეტვამ და საძოვრების სახნავად გადაქცევამ. გლეხები თავს დაესხნენ მონასტერს, იერიში მიიტანეს კანცელარიაზე და გამოიხსნეს იქ დაკავებული თანასოფლელები. სოფელში შეიარაღებული რაზმის თანხლებით ჩავიდა მაზრის უფროსი, დააპატიმრეს 17 გლეხი. [12: 367] სოფელ დირბიდან იყო ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი (1851- 1925წწ). გადმოცემით მისი წინაპრები ყოფილან გვარად ბალაძეები და ცხოვრობდნენ მესხეთში. ბალაძეთა ერთი ოჯახი, სიმღერითა და გალობით ცნობილი, მესხეთიდან გურიაში გადასულა. სოფრომ მგალობლიშვილის წინაპარი კათალიკოს ანტონ II - ს გადმოუყვანია ქართლში და სოფელ დირბში ჩაუსახლებია. სოფრომის პაპა განათლებული კაცი ყოფილა, მასვე უზრუნია შვილისა და შვლიშვილის განათლებაზე. ქართულ სოფელში გაზრდილმა, გლეხკაცობის ცხოვრების კარგად მცოდნემ გარკვეული სიმპათიები გამოავლინა გლეხკაცობის ბედისადმი, ამიტომ მისი 11 შემოქმედება ცხადად წარმოგვიდგენს ქართული სოფლის ყოფას, ქართველ მშრომელთა სიდუხჭირესა და ცხოვრების სიბნელეს. [5:351 ]. სოფრომ მგალობლიშვილი კარგად იცნობდა ქართლს, ქართლელ გლეხკაცთა ცხოვრების პირობებს, სოფლის ავ-კარგს, ხალხის ზნე-ჩვეულებებს და ქართულ მეტყველებას. ამიტომ ვეცდებით გამოვყოთ ის მორფოლოგიური, სინტაქსური და ფონეტიკური მოვლენები, რომლებიც მის პერსონაჟთა მეტყველებაში იჩენს თავს. ფონეტიკური მოვლენები: ს. მგალობლიშვილის მოთხრობების პერსონაჟთა მეტყველებაში მეტნაკლებად დადასტურებულიაყველა ის ფონეტიკური მოვლენა, რომლებიც, პროფესორ გ. შალამბერიძის თქმით გავრცელებულია ქართლურში. ასიმილაცია; გა გე - ტოტი გეეშვებოდა და ხელახლავ მიჰყოფდა დაწევას; და დე - იწყეს კუდების ქნევა და ბღვერვა და დეეყარნენ; დისიმილაცია - გვხვდება, როგორც პროგრესული, ისე რეგრესული დისიმილაცია, ძირითადად დისტანციური ხასიათის. რ-რ რ-ღ - ბევრჯერ ვყოფილვარ მდევრად; ლ-ლ რ-ლ - წრევანდელს წელიწადს მოსავალი არ მოვიდა. მეტათეზისი - შეიძლება შეგვხვდეს, როგორც კონქატური, ისე დისტანციური სახით. კონტაქტური მეტათეზისი: ზორნით გაუბამს დისტანციური მეტათეზისი: პირისპირ უნდოდა შეხეჩება. ბგერის დაკარგვა დამარცვლის მოკვეცა ფართოდაა გავრცელებული. სიტყვაში იკარგვის ისეთი ბგერები, როგორიცაა: დ - მოკვეცილია ვითარებითში - სოფელი მაგრა დაუდგა; ლ - უნდა გამოუცხადონ ხემწიფის ბრძანებაი; რ - ბგერა იკარგვის თანხმოვანთა სხვადასხვა კომპლექსში. ეს კომპლექსებია: ბრტყ >პრტყ - რაც სიგრძე აქვს იმ სიპტყეს მივცემდი ზრდ - ჩემი გაზდილი ქალი წამოუყვანიაი; რცხვ - ფუი, შენს კაცობასა, გცხვენოდეს 12 ფრჩხ - ერთი ფჩხილის დადება უკლია ... ცალკე უნდა გამოვყოთ ,,ს“ ბგერის, როგორც დასუსტების ისე დაკარგვის შემთხვევები. როგორც ცნობილია, ,,ს“ ბგერა ქართლურში სუსტდება და ზოგ სიტყვაში იკარგვის ,,ტ“ ბგერის წინ. ს. მგალობლიშვილის მოთხრობების პერსონაჟთა მეტყველებაში ვხვდებით ბგერის, როგორც დასუსტების, ისე დაკარგვის შემთხვევებს. ს ჰ: ჯვარზე გაკვრა არ ეყო ი ქრისტესა! პარალელურად დადასტურებულია ,,ს“ ბგერის დასუსტების შედეგად მიღებული ,,ჰ“ ბგერის დაკარგვის შემთხვევებიც: შენ ქრიტეც ვერ დაგაჯერებს, ქრიტეი! სხვა შემთხვევებში ,,ს“ იკარგვის. ცალკე უნდა გამოვყოთ ,,ს“ ბგერის, როგორც დასუსტების ისე დაკარგვის შემთხვევებიც; 1. ფუძეთანხმოვნიანი სახელის მიცემით ბრუნვაში; ჰაი, თუ ყორნები ფერხულ დააბამდნენ სოსიკოს სახლთან; 2. ნათესაობითი ბრუნვის ფორმებში: რათაო, დედა რითვინაო; 3. ინვერსიულ ზმნებში, როცა იგი რეალური ობიექტის აღსანიშნავადაა მოსალოდნელი: გახსოვ, შაქრო, შენ ხომ ახლად წაგიყვანეთ სკოლაში .... გვხვდება ,,შ“ ბგერის მოკვეცის შემთხვევაც: ,,მაშ სიტყვაში: რა უნდა მექნა მეთქი. ბგერის ჩართვა, დართვის მაგალითები ბევრი არ არის. ჩაერთვის ან დაერთვის: ბ,ვ,მ,ნ ბგერები: ბ. კამბეჩებთან ვატარო; ვ. იწყეს ბღვერვა; მ. ეს მშველივით ბიჭი; ნ. ანგრე იყოს ... სუბსტიტუცია - ეს ფონეტიკური მოვლენა შესამჩევადაა გავრცელებული. გვხვდება მისი ასეთი შემთხვევები. ბ-ვ: გეუბნევი, ეუბნევიან, ვეუბნევი; ვ-მ: აგემსებათ ... ეგ სამიწე თვალები ... ბგერათშერწყმა - აქ ყურადღებას იქცევს ორი მოვლენა : ვა-ო და სწ-ც. ვა ო გოლვას რო დაიჭერს . .... 13 სწ-ც: გაცით, იქით გაცით, ახლო ნუ მოდიხართ. მორფოლოგიური მოვლენები ფუძეთხმოვნიან სახელებთან საკუთართანაც და საზოგადოსთანაც, შემონახულია ბრუნვის ნიშანი - ი: მოიჭრა ბუთხუზაი - ი ჩემი ძაღლი, ამ ტიალებმა სწორედ შემოდგომაზე იციან ატეხაი... ნაცვალსახელთაგან თავისებურებას იჩენენ ჩვენებითი და კუთვნილებითი ნაცვალსახელები. თანხმოვნის გარეშე იხმარება ჩვენებითი ნაცვალსახელის ფუძეები, იმ, მაგ, ეს. იმ ი: ზეგ ი ჩვენი ეკლესიის დღეობაა; მაგ მა: ამოგვაგდეს მა წყეულებმა; ეს ე: ე ნანადირევი ვისი მოტანილია? ს. მგალობლიშვილის მოთხრობების პერსონაჟთა და თვით ავტორის მეტყველებაში შეიმჩნევა პირის ნიშანთა ხმარების წესის დარღვევის შემთხვევები. რაც შემდეგში გამოიხატება: ა) ერთგვარობა არ არის დაცული ,,ჰ“ და ,,ს“ პრეფიქსების გამოყენებაში, სწორი ფორმების პარალელურად გვხვდება მისი უმართებულოდ გამოყენების შემთხვევებიც, როგოტიცაა ჰ - ერთპირიან ზმნებში - გამოჰკრთა ელვა; აქა-იქ ჰღელავს მრავალფოთლოვანი სიმინდი. ს - ერთპირიან ზმნებში - იმედიანად ვუცქერი იმ პატარა წრეს, რომელიც შესდგა ჩვენში. პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნების წყვეტილში I და II სუბიექტური პირების სიმრავლე ზმნაში გარდა ,,თ“ სუფიქსისა ენ აფიქსს აჩენს. ა) I სუბიექტური პირი მრავლობითშია - ძაან გავერთენით კრეფაში; ბ) II სუბიექტური პირი მრავლობითშია - ჰაი, გაიზარდენით, გაიზარდენით! თურმეობითის წარმოება: I და II თურმეობითი ,,ნ“ აფიქსით არის ნაწარმოები. I თურმეობითი: ეშმაკისთვის ნუ მიგიყიდნია სული; II თურმეობითი: ცდილობდა გულიდან გადაეყარნა მწარე ფიქრები. 14 თემის ნიშნები: - ავ - და ამ სუფიქსიანი ზმნების მესამე პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა აწმყოში ნაწარმოებია თემის ნიშნისეული ხმოვნის დაკარგვით. ა) -ავ სუფიქსიანი ზმნები: მერე ხომ გაგროზგავენ ბ) -ამ სუფიქსიანი ზმნები: აქ სხვებსაც გააგმენ სალიტერატურო ქართულისგან განსხვავებით ზოგი თავისებურება შეიმჩნევა ზმნისართების წარმოებასა და გამოყენებაში. 1. ვითარების ზოგი ზმნისართი წარმოდგენილია (ფუძის სახით): ედიშერს რანაირ უყვარდა ძველი ამბები და! 2. ადგილის ზმნისართის ფუნქციით გამოყენებულია მიცემითსა და ვითარებით ბრუნვებში დასმული სახელები: ჩამოვიდნენ ნიქოზს, ერთხელ ჩავალ საფლავსა. ... გამოთქმულია მოსაზრება, რომ ,,უძველეს დროს ქართულ ენას უნდა ჰქონოდა ერთი ბრუნვა, რომელსაც -ივ აწარმოებდა. ეს ბრუნვა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი სახეობა მოქმედებითისა ...მას ამჟამად, ზმნისზედური გამოყენება აქვს“. ს. მგალობლიშვილის მოთხრობებში გვხვდება ამ სუფიქსით ნაწარმოები ზმნისართები: ადგილისა: გაისმა მძლავრი: ხმა მეორეგნივ; დროისა: მშივრები დაეხირებიან ამ დღით; ვითარებისა - მღვდლის გაუგებრივ ჩა - წერა ჯობინაშვილად. ს: მგალობლიშვილის მოთხრობების პერსონაჟები იყენებენ: 1)დამ თანდებულს: ამ გადასაწყვეტლებს ადამიანი რომ ვერ მოიშორებს გვერდიდამა; 2)ვით თანდებული, რომელიც ჩვეულებრივ სახელობითში ან მიცემითში დასმულ სახელს დაერთვის, გვხვდება ნათესაობით ბრუნვაში დასმულ სახელებთანაც: ლოყები სულ თურაშაულ ვაშლისავით უღაჟღაჟებს. სიტყვა წარმოებიდან აღსანიშნავია სალიტერატურო ქართულში ჩვეულებრივ - ობა სუფიქსით წარმოებული აბსტრაქტული სახელების წარმოება სი- ე აფიქსებით: ყოველივე სიეშმაკე ჩაიდინეს. ყოლა-ქონების აღმნიშვნელი სუფიქსი - იან გამოყენებულია ადგილის აღმნიშვნელად: ბატონიაანთას გახლავთ ნამსახური. 15 სინტაქსური მოვლენები 1. რიცხვითი სახელით განსაზღვრულ ქვემდებარესთან შემასმენელი მრავლობითშია: ორივ ბებერი სიხარულით წამოვიდნენ . 2. კრებით სახელთან შემასმენელი მრავლობითშია : დასცეს კიჟინა მთელმა კლასმა 3. მხოლობითში დასმულ ქვემდებარესთან შემასმენელი მრავლობითშია - ზაქარა ამხანაგებით სოფლის დუქანთან მივიდნენ. სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობებში გვხვდება დიდძალი დიალექტური მასალა, რომელთა აღნუსხვასა და განმარტებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ლექსიკოლოგიის თვალსაზრისით. ასეთი სიტყვებია: აბორთალება, აზიზღანება, ათითება, აკანჭურება, ბროტიალი, მანეული, ნაილაჯევი, ნაწაღმათევი, ნიათი, პირწყალი, ცინდლიანი, ძილქუში, ჩალიჩი... ს. მგალობლიშვილის ენა ხალხურია, ამიტომ ბუნებრივია პერსონაჟებისა და ავტორის მეტყველბაში ფართოდ არის გამოყენებული ხალხური ხატოვანი თქმები, იდიომები. მაგ: ჩემს კოჭს ალჩუზე კიდევ დავსვამ; გველის ფხაში; თითზე კბენა წამხდარ საქმეს ვეღარ გამოაბრუნებს; თავზე ბუზს არ ისმენ; ბუზსაც ვერ აუფრენ ... განზოგადებული მაგალითებიდან ჩანს, რომ სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობების პერსონაჟები ქართლურ კილოზე მეტყველებენ. მწერალი, რომელიც თვითონაც განიცდის ქართლურის გავლენას პერსონაჟთა მეტყველებით საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს ამ კილოს თავისებურებებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფრომ მგალობლიშვილის ენა ხალხურია და ემთხვევა დირბის მცხოვრებთა მეტყველებას, ეს კი ბუნებრივიცაა, რადგანაც იგი სწორედ ქართლიდან იყო. [7: 155-171] მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართლული კილოსგან განსხვავებული ზოგიერთი თავისებურება იჩენს თავს დირბულ მეტყველებაში. მ და ნ საერთოდ ქართლურში თანაბარი ხარისხის სონანტებია და ერთმანეთს ენაცვლებიან როგორც ახლო, ისე შორეულ პოზიციაში გვაქვს მ ნ და ნ მ 16 პროცესებიც. დირბული კი ამ მხრით განკერძოებულად დგას. მასში გვხვდება არა მარტოოდენ ქართლურის, სხვა კილო-თქმებისთვის ბუნებრივი ფონეტიკურ- გრამატიკული პროცესებიც. მოსახლეობის საჭრელის გამო აქ სხვადასხვა დიალექტური ნორმები ერთმანეთშია არეული. სოფელში ბევრი გვარი ძირეულია, ბევრი გადმოსულია იმერეთიდან, რაჭიდან, მესხეთ-ჯავახეთიდან, გურიიდან. მოსახლეობის შემადგენლობის ეს ნაირობა თავის ანარეკლს პოულობს მეტყველებაშიც. დირბში რამდენადმე შერწყმულ-შერეულია ქართლურის, ზემო იმერულის, გურულის, რაჭულისა და მესხურ-ჯავახური მეტყველების ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებები: პირველ რიგში ეს შეინიშნება ფონეტიკურ პროცესებში. ჩვენს ინტერესს იპყრობს ნ-ფონემის ფონეტიკურ-მორფოლოგიურტი პროცესები. ნ ფონემა დირბულში ყოველგვარ მოსალოდნელ პოზიციაში ენაცვლება ვ-სა და მ-ს. ვ მ ქართლურის ჩვეულებრივი პროცესია, ვ ნ კი უჩვეულო, უცნობი. უშუალოდ ვ ნ არ გვხვდება, არც მთლიანად ქართულისთვის უნდა იყოს ბუნებრივი. ვ-ს ჯერ მ შენაცვლებია, უკანასკნელს კი ნ: ვ მ მ ნ. ეს პროცესი ჩვენი დაკვირვებით სრულიად გვხვდება დირბულში, ნაწილობრივ (ვ მ; მ ნ) კი მთლიანად ქართლურში, კახურსა და რამდენიმედ მესხურშიც. სახელებში ფუძისეული ამ, ემ, ომ, უმ, იმ ელემენტები ისმის ან, ენ, ონ, უნ,ინ -ად. გაბმულ მეტყველებაში, ბოლოხმოვნიან სახელებში მოთხრობითი ბრუნვის ფორმანტად მ-ს ნაცვლად ისმის ნ (დადასტურებულია რამდენიმე მაგალითით) ამ ან: ...იმის ყურანდინაც მიაღწია... ... გორანდის ოცდაათი კილომეტრია... ...კოჭებანდი აქვთ კაბები... ...სანკითხველოში ვიყავი... ...ბრეთანდი მანქანები დადიან... 17 ...არც კი გამიგია, რანდენი ხანი გასულა!.. ...მუდან დღე არი პური... ...აქანდის ვიცოდი... -მდე ||-მ დინ ||-მდის თანდებული ვითარების გავრცობილ ფორმებში ყოველთვის გამოითქმის ასე: -ა+ნდე || -ა+ნდინ || -ა+ნდის. ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, დირბულში მდ კომპლექსი ჩვეულებრივ ნდ-ს გვაძლევს: რამდენი რანდენი, შემდეგ შენდეგ... ასევე მოსალოდნელი მბ, მგ, მზ, მთ, მპ, მჟ, მტ, მფ, მღ, მყ, მჩ, მძ კომპლექსები უპირატეს შემთხვევაში ისმის ნბ(უანბო), ნგ(სანგლე), ნზ(ჩენზე, ნლ(გაანლაშა). ამ წესის მიხედვით მოთხრობითში ხმოვანფუძიან სახელებთან მოსალოდნელია ან, ენ, ონ, უნ, ინ, დაბოლოება, რაც დასტურდება კიდეც მესხურში(მესხის, ღრეელის..) მაგრამ დირბულში ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის-ამ, -მ ფორმანტის ნაცვლად ან, ნ- ს ხმარების მხოლოდ ორი შემთხვევა შეიმჩნევა: მამან(=მამამ), ძმაან(=ძმამ) კი უთხრა არ წახვიდეო. გაბმულ მეტყველებაში ამ ფორმებს ყურს კი მოჰკრავს კაცი, მაგრამ თუ შემოწმებას მოისურვებთ, ინფორმატორები მას აღარ გაიმეორებენ. ,,მოსარიდებელ პერსონასთან“ საუბარში ინფორმატორები კილოურ გამოთქმებს, მითუმეტეს ასეთ იშვიათ შემთხვევას, თავს არიდებენ. მ ნ ჩვეულებრივია ძმნებში ნ აქ მ-ს ადგილს იჭერს უშუალოდ და შუალობითაც ეს პროცესი განსაკუთრებით შეინიშნება თემის ნიშნებში(ავ ამ ან). გაირჩევა ორი შემთხვევა, ერთი, როცა ამ ელემენტს პირდაპირ ენაცვლება ან, მეორე ავ-ს ჯერ ამ ენაცვლება უკანასკნელს კი ან. პირველ შემთხვევას ჩვენ უშუალოს ვეძახით, მეორეს -შუალობითს. ა. უშუალო: ამ ან: ...იღეფს რევოლვერს და თვითონაც ირტყანს გულში... ...ყუთში ჩასვანს შვილსა... 18 ...მე არ დამისხანს ძმარი... ...კაკალი ბევრს ისხანდა... ...ჩაის არა სვანს... ...ხმელ ლობიოს ჩავადგან... ამავე წესის შესაბამისად ან გვხვდება ისეთ ფუძეებშიც, რომლებშიც თემის ნიშანი (- ავ||ამ) მოსალოდნელი არ არის და ვღებულობთ ფორმებს: გლეჯანს( გლეჯამს გლეჯავს): ,,ლობიოს გლეჯანს განა!“ სწერანს( სწერამს სწერავს): ,,სწერანს თვითონ რაღაცას“. დირბულის სპეციფიკა აქ ისაა, რომ მათთან მოსალოდნელ ავ||ამ ნიშანს ,,ან“ ენაცვლება. დამოწმებული პროცესი გვაქვს როგორც შესაბამის თემის ნიშნებში, ისე ზმნის ამ ფუძისეულ კომპლექსშიაც: ჭანს: ,,ის არ შეჭანს ყურძენს“, ,,ბავშვი ვაშლს შეჭანდა“... ბ. შუალობითი: 1. ავ ან (ავ ამ ან): ავ ან დირბულში შუალობითაა მიღებული, ჯერ მოსალოდნელია ქართლურისთვის ბუნებრივი ავ ამ, უკანასკნელიდან ამ ან: უკერავს უკერამს უკერანს. ...ეგ მედოლეი ჭიდაობის დროს უკრანს... ...ვინ მოგყანს, კარგი ქალია?!... 19 თავი II. სოფლის სიძველეები 2.1 ეკლესიები სოფელ დირბს ისევე, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს აქვს სიძველეები, მათგან აღსანიშნავია დირბის ღვთისმშობლის ეკლესია (7,7X10,3მ) რომელიც როგორც ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა ლეონ III აფხაზთა მეფის დროსაა აგებული(957-967). ეკლესია აუგიათ აბრაჰამ დეკანოზის თაოსნობით, რომელიც სასულიეროსთან ერთად საერო ხელისუფლების ფუნქციასაც ითავსებდა. დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველში ერთ პატარა ქვაზე ამოკვეთილია ქართულ-ბერძნული წარწერა ,,იერუსალიმის არქიმანდრიტი ბენედიქტი“. ტაძარში ს-ის 30-იან წლებამდე ბერძენი ბერები მოღვაწეობდნენ. მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, გაილესა XIV ს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ტაძარი კი დანგრევის პირას მივიდა. მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩნდა სამარხებ წყალსადენი მილები, შენობის ნაშთები, რომლებიც წარმოშობს აქ მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას. ტაძარს და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია, მოიხსნა ნალესი ფენა, გამოჩნდა ძველი ფრესკები, რომელთა შორის არის უნიკალური ფრესკა ,,იოსების ვედრება“, სადაც გამოსახულია ,,მიდგომილი“ ღვთისმშობელი. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 2003 წელს მონასტერში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით განახლდა ტაძარი და სამრეკლო, საცხოვრებელი სახლი (დედათა მონასტერი). რის შედეგაც ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. ეკლესიის მშენებლობა დაუფინანსებია ვინმე ოთინისძეს. რომლის გვარის წარწერაც დღემდეა შემორჩენილი ტაძრის ერთ-ერთ კედელზე, ერთ-ერთ ქვაზე.[23] 20 ეკლესია ამჟამად სამნავიანი ბაზილიკაა. თავდაპირველად იგი მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა ყოფილა, რისგანაც პირვანდელი სახით გადარჩენილია აღმოსავლეთ ფასადი მთლიანად, დასავლეთ ფასადის ნაწილი და ინტერიერის ზოგიერთი მონაკვეთი. იგი ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოზრდილი, შინდისფერი ბაზალტის კვადრატებით. გადაკეთების დროს გამოყენებულია აგური. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ მინაშენიდანაა. შექმნილი სივრცე გაყოფილია სამ ნავად. გვერდისა და შუა ნავებს ჰყოფს წყვეტილი ნახევარწრიული თაღი. თაღები მასიურ ოთხკუთხა ბურჯებსა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს ეყრდნობა. ეკლესიის კედლები შელესილი და მთლიანად მოხატული ყოფილა. [ 12:368] საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, სოფლის სიძველეს წარმოადგენს ყველაწმინდის ეკლესია, რომელიც დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ციხის უბანში, ციხე დარბაზის ჩრდილოეთით 20 მ-ზე. აგებულია XIX ს-ის ბოლოს. ეკლესია დარბაზულია (13,5 X 7,3 მ). ნაშენია რიყის ქვითა და აგურით. გარე კუთხეები და ინტერიერის ინსტრუქციის ნაწილები შილიმისა და ბაზალტის თლილი კვადრატებითაა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. ფასადების წყობაში აგურის რიტმული მწკრივები დეკორის შთაბეჭდილებას ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების ფრონტონების ქვეშ აგურით გამოყვანილია ჯვრებია. ასეთივე ჯვარი ყოფილა სამხრეთ ფასადზეც, კარის თავზე. ამ კარის გვერდებზე ორი შეისრულთაღოვანი ნიშია, რომლებიც მოზრდილ ქვებზე ნაკვეთი ხაჩქარებია ჩასმული. სახურავი ორფერადაა. შენობა ამჟამად დახურულია შიფერით. ეკლესია სომხურია. [12: 369] როგორც ხალხური გადმოცემით გაირკვა, მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა ამ ტაძარმა საკუთარი ფუნქცია დაკარგა და იქცა წისქვილად, სადაც სოფლის მოსახლეობა პირუტყვისა და შინაური ფრინველისთვის ფქვამდა. დღეს აღნიშნული ნაგებობა უფუნქციოდაა დარჩენილი. დარბაზის კედლები და კამარა მთლიანად შელესილი და მოხატულია. ამჟამად შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სამხრეთ კედელზე, სადაც გამოსახულია ვედრების კომპოზიცია: ქრისტე ზის ორნამენტებითა და ძვირფასი ქვებით შემკულ ტახტზე. იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში კი უჭირავს 21 გადაშლილი სახარება, რომელშიც იკითხება ასომთავრულით შესრულებული ტექსტი. სამხრეთ კედელზე გაირჩევა სამეფო ტანსაცმელშიგამოწყობილი მამაკაცის ფიგურა, ცხენოსანი და მის უკან კიდევ ორი გამოსახულება. ნახატი ოსტატურია. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მხატვრობა განვითარებულ ფეოდალურ ხანას ეკუთვნის. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ფასადების გლუვი კედლები გაცოცხლებულია თავისებური წყობით. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია ორი დიდი სამკუთხა ლოდი. ნაგებობას შემოვლებული აქვს თაროსებრი მასიური ლავგარდანი. სოფლის სიძველეს წარმოადგენს ასევე წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია, რომელიც დგას სოფლის სამხრეთ - აღმოსავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X ს-ით. ეკლესია დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კედელი, ნაწილობრივ სამხრეთ კედელი. ეკლესია დარბაზულია (9,6 X 6,4 მ), ნაგებია უხეშად დატეხილი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, დარბაზის პოლასტრები და სატრიუმფო თაღი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა (სავარაუდოა, რომ დასავლეთიდანაც იყო). ღრმა ნახევრადწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის გვერდებზე ღრმად შეჭრილი ნახევარწრიული ნიშებია. თითოეული ნიში 2 მ-ის სიმაღლისაა და იწყება იატაკიდან 0,3 მ-ზე, აქვს ბრტყელი გადახურვა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. თაღს ქუსლებთან ქვის თაროსებრი კაპიტელებია. საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, სოფელ დირბის ერთ-ერთი სიძველეა წმინდა თევდორეს ეკლესია. არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. აშენებულია XIX ს-ის II -ე ნახევარში. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7,65 მ) ნაგებია აგურით, აქა-იქ ჩართულია რიყის ქვა ბაზალტის თლილი კვადრატები. შესასვლელები დასავლეთით და სამხრეთითაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი თაღოვანი სარკმელია. სამ-სამი სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია (ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ სარკმელი ამოშენებულია). კამარა და მისი ორი საბჯენი თაღი შეისრულია. ჩრდილოეთით 22 შემორჩენილია თაღების საყრდენი ორი მასიური პილასტრი, რომლებსაც მარტივი პროფილის კაპიტელები აქვს. ინტერიერში კედლები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია დგას რიყის ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე (სიმაღლე - 0,7 მ). ჩრდილოეთის ფასადზე სამი ჩაღრმავებული დეკორატიული კვადრატია გამოყვანილი, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაზე - მაღალი ჯვრები, რომელთა ქვედა მკლავი სამკუთხა იმპოსტებზე დგას. ნაგებობას შემოვლებული აქვს სამი რიგისგან შედგენილი აგურის ლავგარდანი (შუა რიგი დაკბილულია). დასავლეთ ფასადზე მიშენებულია გაურკვეველი დანიშნულების სათავსი. [12:370] სოფლის ჩრდილოეთით, დირბის ციხიდან 200-300 მეტრში მდებარეობს კიდევ ერთი სიძველე, ელია წინასწარმეტყველის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც შემაღლებულ გორაკზეა აშენებული, საიდანაც კარგად ჩანს თითქმის მთელი სოფელი. უწინ ამ ადგილას სამლოცველო ყოფილა. სამლოცველო, მაგრამ არა ტაძარი, სადაც სოფლის მოსახლეობა 2 აგვისტოს ელიაობას აღნიშნავდა, საკლავს კლავდა და ილხენდა. დღეს მის ადგილას უკვე ეკლესიაა, რომელიც 8-10 წლის წინ სოფლის ხარჯებით ერთ-ერთი მცხოვრების მურმან გოგაშვილის ხელმძღვანელობით აშენდა. 2.2 ეპიტაფიები ეპიტაფიები ანუ საფლავის ქვები ძირითადად ეკლესიების შემოგარენში გვხვდება. მათი დიდი ნაწილი დაზიანეულია, წარწერები კი თითქმის წაშლილი და გამქრალია. ამიტომაც მოგვიწია ქვის გასუფთავება და წარწერების ისე ამოკითხვა. დიდი რაოდენობით საფლავის ქვებს ვხვდებით წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გარშემო - მის ოთხივე მხარეს. უმეტესობა მათგანი გარკვეული, წაშლილი ან დაზიანებულია. მაგრამ ამის მიუხედავად ვეცადეთ ამოგვეკითხა წარწერა ზოგიერთ მათგანზე შეძლებისდაგვარად მაინც. ტაძრის დასავლეთით ვხვდებით საფლავის ქვას, რომლის წარწერაც ასეთია: მოიხსენიე უფალო სახელი...... ... ბესარიონის ძე.... ვ...ბსა დღესა ბრ.... 23 ეკლესიის ჩრდილოეთით არაერთი საფლავის ქვა ვნახეთ, რომელთა უმეტესობაზე ჟამთასვლის გამო წარწერები წაშლილია. ერთ-ერთ მათგანზე კი წარწერა ასეთი სახისაა: 28 დ შობილაგანავარ 33 წლისა.... ...მეუღლე და ვაჟი შენდობას გთხო... აქვე ვხვდებით საფლავის ქვას, რომლის წარწერაც ასეთია: მშრომელიაშ ლ-ღ ქვეშე ვწევარო... შენდობით მომიხსენეთ ანდრია... იორამაშვილი გარდაცვალე ჩუ.... წლის აპრილის... ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ვხვდებით საფლავის ქვას, რომლის წარწერაც დაახლოებით ასეთი სახისაა: ...სები კალმახიძის ასული 20 წლის ..20წ ... წამკითხველ შენდა. საფლავის ქვებს ვხვდებით ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძართანაც. მის გარშემო სასაფლაოა გაშენებული, თუმცა მასთან ახლოს, შესასვლელთან 2-3 მეტრში 4 საფლავის ქვაა ერთმანეთის მიყოლებით დალაგებული. ისინი სხვადასხვა ზომისანი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათზე წარწერის ამოკითხვა თითქმის შეუძლებელია, ერთ-ერთ მათგანზე მკაფიოდ ჩანს გვარი - ,,მგალობლიშვილი“ - რაც იმაზე მიუთითებს, რომ დირბში ძველად ცხოვრობდნენ მგალობლიშვილები. 2.3 ტყუპი ოლე სერზე, აღმოსავლეთის მხარეს, გზის პირას იდგა ტყუპი ოლე, რაც სოფრომ მგალობლიშვილსაც აქვს თავის შემოქმედებაში აღწერილი. ეს ტყუპი ოლე იდგა ტრიალ მინდორზე, ერთმანეთზე გადახლართული, ისე, თითქოს ერთმანეთს ეხვევიანო, გარშემო კი სახნავ-სათესი მიწები იყო გაშენებული. აქ ისვეებდა დაღლილი გლეხი თუ გუთნის მეხრე, ამ კუთხით იგი ერთგვარ სამოთხესაც კი მოგვაგონებდა. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ერთ დღეს ამ ადგილას მისულა ერთ-ერთი დირბელი კაცი, სახელად ნიკა, რომელსაც ოლეს მოჭრის მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ 24 სწორედ იმ დროს, როცა მას ნაჯახი უნდა დაერტყა ერთ-ერთი ოლესთვის, რაღაცას თითქოს ქვეცნობიერად უთქვამს მისთვის: ,,არ მომკლა კოჭლო ნიკა“ - რამაც უბიძგა მას შეჩერებულიყო. მოგვიანებით ეს ტყუპი ოლე მოუჭრიათ, მაგრამ ვინ, როდის და რა მიზნით დაუდგენელია. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ეს ტყუპი ოპე აღარ დგას ამ ადგილას, ორი მცირე ზომის მონასტერია აშენებული, რომელიც, როგორც ცნობილია, სოფელ ძლევიჯვარის ერთ-ერთმა მკვიდრმა, სლავა შერაზადიშვილმა საკუთარი სახსრებით ააშენა. ეს პიროვნება არამარტო ძლევიჯვრის, არამედ მეზობელი სოფლების მცხოვრებთათვისაც კარგად ცნობილია. ამ მონასტერს დღეს სამწმინდათა მონასტერს უწოდებენ. 2.4 დირბის ციხე როგორც ხალხური ეტიმოლოგიით ირკვევა, დირბის ციხე თამარ მეფეს აუგია და იმ დროიდანვე თავდაცვითი ფუნქცია ჰქონია. 1745 წელს დირბის ციხეს რომელიც იოანე ხერხეულიძეს დაუმაგრებია, ლეკების ჯარი შემოერტყა. დირბელებს მიეშველნენ თეიმურაზ II და ერეკლე II გაერთიანებული ჯარით. ქართველთა ლაშქარმა გაიმარჯვა და დირბი გაათავისუფლა. დირბის ციხესიმაგრემ იხსნა მოსახლეობა ტყვეობისა და ძარცვისაგან 1753 წელს ლეკებთან ბრძოლის დროს. 1902 წლის 6 აგვისტოს და 1903 წლის გააფხულზე დირბში აგრარულ - რევოლუციური ხასიათის გამოსვლები მოითხოვეს გლლეხებს მოუსავლიანობის გამო ღალა ფული გადაეხადათ. ამან გამოიწვია გლეხების უკმაყოფილება. მდგომარეობა გაამწვავა გზის გადაკეტვამ და საძოვრების საბანაოდ გადაქცევამაც. გლეხები თავს დაესხნენ მონასტერს, იერიში მიიტანეს კანცელარიაზე და გამოიხსნეს იქ დაკავებული თანასოფლელები. სოფელში შეიარაღებული რაზმის თანხლებით ჩავიდა მაზრის უფროსი, დააპატიმრეს 17 გლეხი. [12:367-368] 25 თავი III. სოფელში არსებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები 3.1 ჭიაკოკონობა: სოფელ დირბსაც, ისევე, როგორც საქართველოს ყველა სოფელს, აქვს დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები. სოფელ დირბში უძველესი დროიდან მოდის და დღემდეა შემორჩენილი ჭიაკოკონის ანთების ტრადიცია. იგი იმართება აღდგომის კვირაში, კერძოდ ოთხშაბათის საღამოს, ჭონის დაწყებამდე. ამ დროს ყველა საკუთარ სახლში ანთებს ცეცხლს. ადრე უბანში, ძირითადად ბავშები ანთებდენ ხოლმე ცეცხლს და მასზე ხტებოდნენ შორიდან, დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილიდან. ასეთ შემთხვევებს დღესაც შეხვდებით, თუმცა არც ისე ხშირად. ზოგიერთი ოჯახი დღეს აღარც კი ანთებს ჭიაკოკონას. 3.2 ჭონა: ჭონა - ტრადიციაა სოფლისა, რომელიც ქრისტეს აღდგომას უკავშირდება. ძველად იგი აღინიშნებოდა სამი დღის განამავლობაში, იწყებოდა ხუთშაბათს საღამოს და სრულდებოდა შაბათს საღამოს. დღეს კი ეს ტრადიცია თითქმის ისევეა შემორჩენილი, როგორც უწინ იყო. კერძოდ, აღდგომის კვირაში ხუთშაბათს საღამოს მუსიკალური ინსტრუმენტებით იკრიბებიან, ისინი სიმღერა-გალობით კარდაკარ დადიან და ასრულებენ სიმღერებს, რის შემდეგადაც იღებენ კუთვნილი კვერცხის რაოდენობას, რაც მასპინძლის ნება-სურვილითაა განსაზღვრული, მაგრამ, რა თქმა, უნდა მინიმალური რაოდენობა 1-ია. მათი სიმღერის ტექსტსი მრავალფეროვანია და შესაძლოა ასეთი იყოს: ,,ალათასა ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა, 26 ბები ერთი ვერცხი მოგვეც, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“ ,,ველოსიპედით მივდიოდი გამომიძვრა პედალი, ბები ერთი კვერცხი მოგვეც, ხვალ დაგიდებს დედალი“. ,,დათვი ხეზე ადიოდა, თავის ოთხი ფეხითა, ბები ერთი კვერცხი მოგვეც შენი ოქროს ხელითა“. ,,რა კარგი სახლი დაგიდგამთ, გარს შემოგისხამთ ფიჭვები, ღმერთმა ყველანი გიცოცხლოთ, გოგო იყოს თუ ბიჭები“. ,,წისქვილს პური დავაყარე, წამოვიდა ხრიალითა, ბები ერთი კვერცხი მოგვეც თავი გასკდა ღრიალითა“. 3.3 მეკვლეობა: ჩვენს სოფელში ,,მეკვლეობა“ ანუ მეკვლეს სტუმრობა ოჯახში სამჯერ აღინიშნება წელიწადში. პირველად ბარბარობას, მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით 17 დეკემბერს. მეკვლე არის ის, ვინც ამ დღეს ტკბილეულით პირველად შეაღებს კარს ოჯახში, უსურვებს ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას. მეკვლეობა უკავშირდება ასევე ახალ წელს. სოფელში სწამთ, რომ მეკვლის ფეხბედნიერებაზეა დამოკიდებული მათი ოჯახის წარმატება და ბედნიერება მთელი წლის მანძილზე. ამიტომაც ყველა ცდილობს მეკვლედ აირჩიოს ,,კარგი ფეხისა და 27 ბედის“ მქონე ადამიანი. ახალი წლის ღამეს ან პირველ იანვარს დილით მეკვლე პირველი შედის ოჯახში ტკბილეულით და ლოცავს ოჯახს და მის წევრებს: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი ...“ მეკვლეობა ჩვენს სოფელში ასევე აღინიშნება ძველით ახალ წელს, ახალი წიდან ცამეტ დღეში, ანუ თოთხმეტ იანვარს. 3.4 ელიაობა: სოფლის ერთ-ერთ დღესასწაულს წარმოადგენდა ელიაობა. როგორც სოფლის უხუცესებისგან შევიტყვეთ, იგი აღინიშნებოდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების სამარადისოდ 2 აგვისტოს სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში, ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მიმდებარედ. ამ დღესასწაულს აღნიშნავდნენ მხოლოდ მამაკაცები, იქ იკვლებოდა ტაძრისთვის შესაწირი საკლავი და იმართებოდა დღესასწაული. 3.5 დღეობა: სოფლის უმნიშვნელოვანეს დღესასწულს წარმოადგენს - ,,ზედაჯვრობა“, ე.წ დღეობა. იგი აღინიშნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან 22-ე, აუცილებლად ორშაბათ დღეს. ამ დღესასწაულის სახელწოდება დაკავშირებულია ზედაჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან. ამ დღეს სოფლის მაცხოვრებლები მიდიან ტაძარში სალოცავად. ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ ყველა თავის სახლში აღნიშნავს ამ დღესასწაულს. 3.6 ამაღლება: სოფლის მნიშვნელოვან დღესასწაულს წარმოადგენს ,,ამაღლება“, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 40 დღის შემდეგ, მეექვსე ხუთშაბათს. სოფლის მოსახლეობა ამ დროს ზეიმობს მაცხოვრის ზედაც ამაღლებას. ამ დღეს არსებობს ასეთი წესი: ოჯახის რომელიმე წევრმა წყაროდან უნდა მიიტანოს წყალი ისე, რომ არავის არ უნდა დაელაპარაკოს. ამ წყალს ,,უბნის წყალს“ უწოდებენ და როგორც უხუცესებისგან შევიტყვეთ, წინათ არსებობდა რწმენა, რომ უბნის წყლით დაბანა სასურველია ოჯახის 28 ყველა წევრისთვის და ბავშვის შემთხვევაში კი ამ წყლით დაბანა მის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ ყველა ცდილობდა ამ დღეს ამ წესის შესრულებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ეს უნდა მომხდარიყო დილით, რადგან ხალხს ჯერ კიდევ ეძინა და უფრო მარტივი იყო ჩუმად, ხმის ამოღების გარეშე ამის გაკეთება. 3.7 თაგოთაგოობა: ეს იყო სოფელში არსებული ტრადიცია, რომელიც ,,აღებღამის“ სახელითაა ცნობილი, სხვაგვარად მას ,,თაგოთაგოობასაც უწოდებენ ჩვენს სოფელში მას აღნიშნავდნენ ყველიერის კვირაში. ამ ტრადიციის თანახმად, ბავშვები ასკილის ეკლიანი ჯოხებით შემოივლიდნენ მთელ სახლს სიტყვებით: ,,თაგო თაგო გამოდი, ანგელოზო შემოდი“ და მიჰყავდათ თაგვები სახლიდან აუცილებლად დაუსახლებელ ადგილას, საიდანაც უკან მობრუნება გაუჭირდებოდათ. ამ ცერემონიალის დაწყებიდან დასრულებამდე კი სავალდებულო იყო ქონით გამომცხვარი ტკბილი ქადის მირთმევა. აღნიშნული ტრადიცია დღეს მხოლოდ სიტყვიერად არის გავრცელებული, ხოლო ცერემონიალი თითქმის გამქრალია. 29 თავი IV სოფლის ტოპონიმები 4.1 მოსაზრებები სოფლის სახელწოდების შესახებ სოფლის სახეწოდების ეტიმოლოგიის შესახებ ერთადერთი მოსაზრება არსებობს, მაგრამ მანამდე უნდა განვმარტოთ რა არის ტოპონიმი და როგორი იყო მათი შეგროვებისა და შესწავლის ისტორია. ტოპონიმი ჩნდება ენის წარმოქმნისთანავე და ენას თან ახლავს მისი არსებობის მთელ მანძილზე. არ არსებობს ენა, რომლის ლექსიკას არ ამდიდრებდეს იგი. ქართული ენის სიტყობრივ მარაგში ტოპონიმებს თავიდანვე დიდი ადგილი უკავია. ტოპონიმი წარმოშობილია უშუალოდ, ადამიანთა ურთიერთობის პროცესში და როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სახელი ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილს სტიქიურად, პირველად მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე შერქმევია [14:9] ალ. ღლონტი განმარტავს, რომ ტოპონიმებს ადამიანთა ჩვეულებრივ ურთიერთობასა და მეტყველებაში ერთობ დიდი ადგილი უჭირავს. უტოპონიმოდ ადამიანს არსებობა არ შეუძლია: სოფელი, ქუჩა, რაიონი, ქალაქი, მთა, ტყე, ბაღი, მდინარე, წყარო, ნაკვეთი, ვენახი, გზა და მათი სახელწოდებანი იმდენად მახლობელია ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთათვის და ისეა დამკვიდრებული მათ ყოფაში, რომ ყოველდღიურ სიტყვა - პასუხში აქტიურად მონაწილეობს ...“. ტოპონიმები რაოდენობით ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე მთიანად ენის ლექსიკა დიალექტური შენაკადებით. მართალია ტოპონიმთა რაოდენობას, უპირველეს ყოვლისა ზრდის მიკროფონდი, რომლის არეალი მეტად ვიწროა, მაგრამ ადამიანი სწორედ ამ მიკრორაიონის ბინადარია და მის ტრადიციას ექვემდებარება. სიტყვა არის საერთო ფონდთან ერთად, მან თავისი კუთხის ლექსიკური ტრადიცია იცის, ინახავს და შთამომავლობას გადასცემს ამ არეალურ ლექსიკას. [14:14]. 30 ქართულ ტოპონიმიის შეგროვებას და შესწავლას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, პირველი ცნობები ქართული ტოპონიმების შესახებ შემონახულია ძველ საისტორიო წყაროებში, რომლებიც V-XI და XII-XVIII სს მიეკუთვნებიან. ადგილობრივ ტოპონიმთა ძველისძველი ფონდის საკმარისად სოლიდურ ნაწილს ,,ქართლის ცხოვრების“ მეშვეობით ვეცნობით. უძველეს საისტორიო თხზულებათა ეს კრებული შეიქმნა XI-XII სს. ხოლო შემდგომ განუწყვეტლივ ივსებოდა XVIII საუკუნემდე. ტოპონიმიური მასალა რელიეფურად აღბეჭდილია აგრეთვე ამ საუკუნეთა ჩვენადე მოღწეულ სიგელ - გურჯებსა და საისტორიო ეპიგრაფიკულ ძეგლებშიც. საკუთრივ ტოპონიმთა ცნობების შემცველი გეოგრაფიული ნაშრომი საქართველოში XVIII საუკუნის შუა წლებიდან არსებობს, ეს არის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის (1696-1770) ბრწყინვალე წიგნი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ნაშრომში ავტორს მოცემული აქვს ტოპონიმთა დახასიათება ისტორიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით. [14: 40-41] ნინო ოქროპირიძე აღნიშნავს, რომ ,,ყოველი ტოპონიმი იმდენად რთული და მრავალმხრივი მოვლენაა, რომ მისი სრულყოფილი კვლევა, მხოლოდ ისტორიულ, ენობრივ, ფოლკლორულ, გეოგრაფიულ და სხვა მონაცემთა ერთობლიობის გათვალისწინებით თუა შესაძლებელი, მაგრამ ვინაიდან ტოპონიმი უწინარეს ყოვლისა ლექსიკის ელემენტია, იგი ენის საერთო ლექსიკური შემადგენლობის კუთვნილებაა და ამიტომ მას ჯეროვანი, ლინგვისტური შესწავლა სჭირდება. ტოპონიმუკური მასალის ლინგვისტურ კვლევას რამდენიმე ძირითადი მხარე აქვს. მასალა შეიძლება ვიკვლიოთ მორფოლოგიური თვალსაზრისით (ტოპონიმთა ძირითად საწარმოქმნო საშუალებათა ანალიზი), ისტორიულ-დიალექტოლოგიური მონაცემების მიხედვით და სემანტიკურ ასპექტში“. [11:6]. ჩვენი დაინტერესების საგანს წარმოადგენს სოფელ დირბის ტოპონიმები. თავდაპირველად კი ჩვენი სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის დადგენა. დღეისთვის სოფელში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამ სოფელს ეს სახელწოდება დაერქვა იმის გამო, რომ აქ ცხოვრობდნენ დიდი ბერები. აქვე უნდა 31 აღვნიშნოთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის მონასტრის დაექვემდებარებაში იყო. სოფელი დირბი ერთ-ერთი დიდი სოფელია ქარელის რაიონში. მართალია დირბი ადრეც დიდი სოფელი იყო, მაგრამ XIX ს-ის პირველ წლებშივე იწყება მისი გამორჩეულად სწრაფი ზრდა, ისე, რომ მოსახლეობის რაოდენობით 1818 წელს მან უკვე მოიტოვა ფრონის ხეობის წამყვანი დასახლებული პუნქტი - ბრეთი. 1804 წლის აღწერით დირბში 63 კომლი (432 კაცი) ცხოვრობდა. 1818 წელს სოფელი კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა. [8:118-119]. როგორც ალ. ღლონტი აღნიშნავს, ისტორიული პირობების გამო, განსაკუთრებით XIX ს-ნის 40-იანი წლებიდან, დირბში თავი მოუყრიაძირეულთან ერთად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულ გვარებს იმერეთიდან არიან, მაგალითად: ყიფშიძეები, კაპანაძეები, ფერაძეები, ლოლაძეები... რაჭიდან : ბლიაძეები, ჯანუაშვილები... მესხეთ-ჯავახეთიდან ხუციშვილები... გურიიდან: მგალობლიშვილები, ბერიძეები... მაგრამ აქვე მიუთითებს, რომ ძირითადი მოსახლეობა სოფელში ადგილობრივია[15:218] მისი დაყოფა ნაწილებად თითქმის არ ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად შეიძლება მაინც გაიგოთ სიტყვები ,,ზეუბანი“ და ,,ქვეუბანი“, რასაც მოსახლეობა ხანდახან, გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე შეიძლება საუბრისას იყენებდეს. გარდა ამისა გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც ერთი გვარის წარმომადგენელია შეიძლება მოიხსენიონ შესაბამისი გვარის უბნის სახელწოდებით, ასე მაგალითად:  გელუტაშვილების უბანი (გელუტაანთ უბანი);  დოლიაშვილების უბანი ( დოლიაანთ უბანი);  მურაჩაშვილების უბანი (მურაჩაანთ უბანი);  ქოთუაშვილების უბანი (ქოთუაანთ უბანი). სოფელი დირბის ტოპონიმები სა ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. მარტივ; 2. წარმოქმნილი და 3. სიტყვათშეერთებით ნაწარმოები ანუ თხზული სახელები. 32 4.2 მარტივფუძიანი ტოპონიმები ალექსანდრე ღლოტი აღნიშნავს, რომ ,,ტოპონიმთა დიდი ნაწილი მიღებულია ძირეული საზოგადო“ სახელის რომელიმე, ჩვეულებრივი სახელობითი ბრუნვის ფორმით. გამოიყოფა ფუძეთა ორი ფენა: თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი. ტოპონიმის ფუძის აბსოლუტური ბოლო ხმოვანი ისტორიულად სახელობითი ბრუნვის ნიშანს (-ი) ფონეტიკურად ვერ იგუებს და ახალ ქართულში ხმოვანზე დაბოლოებული სახელი სუფთა ფუძითაა წარმოდგენილი, ბრუნვის ნიშანი დაკარგულია...“ [14: 23]. სოფელში გვხვდება შემდეგი მარტივფუძიანი ტოპიონიმები: ჭალა - მდინარე ფრონის პირას არსებული მიწის ფართობი, რომელიც სახნავ- სათესად გამოიყენება და ირგვლივ მრავალწლოვანი მცენარეებითაა გარშემორტყმული. სერი - სოფლის შესასვლელთან არსებული მიწის ფართობი, რომელსაც საძოვრად ან სახნავ-სათესად იყენებენ. რიყე - მდინარე ფრონის ქვიანი ნაპირები, ასევე იყენებენ ,,ფრონის“ მნიშვნელობითაც. გვერდა - სოფელში არსებული ამაღლებული ადგილი, გზა, რომლითაც სახნავ- სათესი მიწები და სოფელია ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ასეთი ადგილი რამოდენიმეა სოფელში და ერთმანეთისგან გასამიჯნად, თუ რომელ მათგანზეა საუბარი, მოიხსენიებენ იმ გვარით, რომელიც უფრო ახლოსაა მასთან. ასე მაგალითად დირბში არის: 1. კოჭუაშვილების გვერდა; 2. ჯოჯიშვილების გვერდა; 3. პაატიშვილების გვერდა... 4.3 წარმოქმნილი ტოპონიმები 4.3.1 ტოპონიმთა პრეფიქს - სუფიქსური წარმოება (სა - და ნა = პრეფიქსებით). 33 გეოგრაფიული სახელების ოდენპრეფიქსური წარმოების სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ სა - და ნა-პრეფიქსები როგორც წესი, მხოლოდ ვნებითი გვარის, იშვიათად - დანიშნულებისა და წინა ვითარების აღმნიშვნელ გეოგრაფიულ სახელებს წარმოქმნიან. სა-და ნა-პრეფიქსებით გაფორმებული ტოპონიმები, ჩვეულებრივ მიკროტოპონიმები ძირითადად სამეურნეო ხასიათის ტოპონიმები არიან. მათში საკმაოდ ზუსტადაა ასახული საყოფაცხოვრებო - სამეურნეო რეალიები, მოსახლეობის საქმიანობა და ა.შ. აღსანიშნავია, სა - და ნა-პრეფიქსების საწარმოქმნო ძალა საკმაოდ შეზღუდულია, აღნიშნული პრეფიქსები ყველაზე მეტად პროდუქტიულები მაშინ ხდებიან, როცა მათ სხვადასხვა საწარმოებელი სუფიქსები მიერთვის, განსაკუთრებული სიხშირით გამოირჩევიან: ნა --------------------- არ; სა --------------------- ო; სა ----------------------ე და სხვა აფიქსები [2:29-30] აღნიშნული ეხება სოფელ დირბში გამოყოფილ ტოპონიმებსაც. ნა - ფუძე არი - იმ ადგილს ჰქვია, სადაც ორგანულ სასუქს აყრიდნენ და კარგი მოსავალი მოდიოდა. სა - ნახირო - სოფლის შესასვლელთან ახლოს მდებარე ადგილი, სადაც უძველესი დოიდან დღემდე ხდება პირუქტყვის შეგროვება, მის საბალახოდ წაყვანამდე. სა - ძნე - ეს ის ადგილებია, სადაც უწინ თვის ძნებს დგამდნენ. ნა - ვენახარ - ი -ის მიწის ფართობი, სადაც კოლმეურნეობის არსებობისას ვენახი იყო გაშენებული. ნა - ნივრალ - ი ამ სახელით სოფელში მოიხსენიებდნენ მიწის იმ ნაკვეთს, სადაც ძველად, ნიორი მოჰყავდათ. ნა - ხახვარ-ი მიწის ნაკვეთი, სადაც უწინ ხახვი მოჰყავდათ. სა-ლობი-ე - მიწის ის ფართობი, რომელიც ლობიოს დასათესად იყო განკუთვნილი. 34 მარიამ კობერიძე ფრონეს ხეობის ტოპონიმებში გამოყოფს ოდენპრეფიქსულ წარმოებას წინა ვითარების ნა-და დანიშნულების სა-თავსართებით. მათ შორის განიხილავს სოფელ დირბის სახნავ-სათიბების სახელწოდებებს, სადაც წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული მაწარმოებელი პრეფიქსები. მაგ: სა-ბადურები (სათიბი ადგილი) და ნა- ზვრები (სახნავი ადგილი, ოდესღაც ვენახი იყო გაშენებული) [9: 280] 4.3.2 -ურ, ულ-ა სუფიქსიანი ტოპონიმები. -ურ, - ულ, სუფიქსები ობიექტის თვისებას ან წარმომავლობას გვიჩვენებს. - ა ფორმანტი კი - ურ-ა, - ულ-ა სუფიქსებში მაკნინებელ ხმოვნადაა მიჩნეული. ურ- (-ულ) სუფიქსი გვხვდება, როგორც საკუთრივ ტოპონიმებში, ისე მიკროტოპონიმიაში. [2:24 ] სოფელ დირბში დასტურდება - ურ და -ულ -ა სუფიქსებით ნაწარმოები შემდეგი ტოპონიმები: ნიკულასეულა - ის მიწის ფართობი, რომელიც სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, ნიკას ეკუთვნოდა. ცალკლავასეულა - მიწის ის ნაკვეთი, რომელიც კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც ცალი მკლავი მოკვეთილი ჰქონდა. 4.3.3 -ებ სუფიქსიანი ტოპონიმები ვენახები - მდინარე ფრონის პირას არსებული მიწის ფართობები, სადაც უწინ ძირითადად ყურძენი იყო გაშენებული. ფაბრიკები - მიწის იმ ფართობის შემოგარენი ტერიტორია, სადაც უწინ მეფრინველეობის ფაბრიკა იყო 4.3.4 -თან თანდებულიანი (სართიანი) ტოპონიმები სოფელ დირბში ფიქსირდება ისეთი -თან თანდებულიანი ტოპონიმები, როგორიცაა: კლუბთან - სოფლის ცენტრთან ახლოს ძველად იყო კლუბი, სადაც იმართებოდა ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ. დღეს ის ადგილი შემოსაზღვრულია და წარმოადგენს 35 ახალგაზრდების თავშეყრისა და გართობის ადგილს საღამოობით. ამიტომ კითხვაზე , სად ხარ:, სად მივიდე? და ა.შ. მისანიშნებლად ამბობენ ,,კლუბთან“. გაჩერებასთან -უწინ არ იყო, თუმცა დღეს სოფელში ორ ადგილას არის ე.წ. ,,გაჩერება“ - სადაც შესაძლოა მოსახლეობა დაელოდოს ტრანსპორტს ან თავი შეაფაროს წვიმისას. 4.4 სიტყვათშეერთებით ნაწარმოები ტოპონიმები ალექსანდრე ღლონტი აღნიშნავს, რომ ,,ტოპონიმების მნიშვნელოვანი ფონდი მიღებულია სიტყვათშეერთებით. აქ გამოყენებულია სიტყვათშეერთების ყველა შესაძლო ყალიბი: მსაზღვრელ - საზღვრული, საზღვრულ - მსაზღვრელი ე.ი პრეპოზიციური და პოსტპოზიციური წყობა მსაზღვრელ საზღვრულისა“. [14: 24] გეოგრაფიული სახელების ძირითადი ფუნქცია, როგორც ცნობილია, ამა თუ იმ ბუნებრივ თუ ხელოვნურად შექმნილი ობიექტის აღწერა-დახასიათება. გეოგრაფიულ სახელებში მდიდარი ინფორმაციაა დაცული. აქ აღნიშნულია არა მარტო ობიექტის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, არამედ მისი კუთვნილება-წარმომავლობაც ... ყოველივე ამის უკეთ საჩვენებლად ენამ შესიტყვების გზა აირჩია, რადგან ობიექტის შედარებით უფრო ზუსტ და სრულ დახასიათებას ორსიტყვიანი სინტაგმა (მსაზღვრელ საზღვრული) გვაქვს. სინტაგმის პირველ კომპონენტს წარმოადგენს სახელი (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, იშვიათად ზმნისზედა), ხოლო მეორე კომპონენტს კი ნომენკლატურული (გეოგრაფიული) ტერმინი: მთა, ქედი, გორაკი, ბაღები და სხვა. [2:34-35] სოფელ დირბში მხოლოდ ერთი ფიქსირდება - ძაღლიხევა, რომელიც ფონეტიკური ცვლილებების შედეგადაა მიღებული. 36 თავი V სოფლის ჰიდრონიმები 5.1 ძირეული ჰიდრონიმები სოფელში გვხვდება ძირეული ჰიდრონიმიც, თუმცა სანამ უშუალოდ მათზე ვისაუბრებთ, განვმარტოთ რა არის ჰიდრონიმი. ჰიდრონიმი ნებისმიერი ჰიდროგრაფიული (წყლის, წყლიანი) ობიექტის ბუნებრივისა და ხელოვნურის საკუთარი სახელია. ტერმინისთვის ამოსავალია ბერძ. სიტყვა ჰიდრო ,,წყალი“, რაც ჰიდრო ფორმით მრავალი, რთული სიტყვის პირველ კომპონენტს წარმოადგენს და აღნიშნავს ,,წყლისას“, ,,წყალთან დაკავშირებულს“. პაატა ცხადია აღნიშნავს, რომ ,,ჰიდრონიმთა წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლიტერატურული და დიალექტური (ზოგ შემთხვევაში ძალზე ვიწროლოკალური, ერთ ან რამდენიმე სოფელში გავრცელებული). ჰიდროგრაფიული ნორმები ანუ წყლის (წყლიანი) ობიექტის აღმნიშვნელი საზოგადო სახელები, როგორიცაა: ტბა, წყარო, მდინარე .... სიტყვის სალექსიკონო ერთეულს, რომელიც წარმოადგენს ჰიდრონიმს ან რთული ჰიდრონიმიის ერთ-ერთ კომპონენტს, ეწოდება ჰიდროლექსემა“ ... [16: 167] ჰიდრონომია ყურადღებას იპყრობს, როგორც ისტორიული და გეოგრაფიული, ისე, რაც მთავარია, წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით. ჰიდრონომია, უწინარეს ყოვლისა, ლექსემაა, ერთეული ენისა, რომლის წარმოქმნისა და სტრუქტურის შესწავლა - გათვალისწინება ლექსიკოლოგიის საგანს შეადგენს. [14:27] სოფელში დასტურდება შემდეგი მარტივფუძიანი, ანუ ძირეული ჰიდრონიმები: 37 ფრონე-მდინარე, რომელიც ჩამოუდის სოფელ დირბს. ლიათი - სოფლის ჩრდილოეთით მდებარე მიწიდან ბუნებრივად ამოსული წყარო, რომელიც გამოედინება წვრილ, საშუალო და მსხვილ ნაკადად. 5.2 რთულფუძიანი ჰიდრონიმები როგორც გურამ ბედოშვილი აღნიშნავს ,,მსაზღვრელ-საზღვრულიანი წყლის გეოგრაფიული სახელები არიან. მსაზღვრელად ჩვეულებრივ არსებით ან ზედსართავ სახელებს ვხვდებით, საზღვრულლის როლში კი ჰიდრონიმული საზოგადო ტერმინებია: წყარო, ხევი/ა, ტბა, გუბე, კოდა, წყალი... გვხვდება“ [2: 60 ] სოფელში დასტურდება შემდეგი რთულფუძიანი ანუ სიტყვათშეერთებით მიღებული ჰიდრონიმები: შოთას წყარო - ადგილი, სადაც კარგი ბუნებაა, ჭაა ამოთხრილი, მის მეპატრონეს შოთა ერქვა. ძაღხლის ხევა - ბუნებრივად გადმოსული წყალი, რომელიც ძაღლის ენას მოგვაგონებს ერთი შეხედვით. ენობრივი პროცესების შედეგად ,,ძაღლის ენა“ - იქცა ,,ძაღლის ხევად“. 38 თავი VI ანტროპონიმები (მეტსახელები) 6.1. გარეგნობის აღმნიშვნელი მეტსახელები ანთროპონიმები, ისევე, როგორც ტოპონიმები ენის ლექსიკური ფონდის განუყოფელი ნაწილია და მის სიმდიდრეს წარმოადგენს. ანთროპონიმიაში გამოიყოფა ერთი მხრივ, პიროვნული სახელები (საკუთრივ ანთროპონიმები), მეორე მხრივ, მეტსახელები (თიკუნები). ჩვენ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ამ მეორე ჯგუფზე, ე.ი მეტსახელებზე. [10: 158] თიკუნები საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება და ფართოდაა გავრცელებული სოფელ დირბშიც. თუმცა, სანამ სოფელში არსებულ მეტსახელებზე გადავიდოდეთ, მოკლედ განვმარტოთ იგი. როგორც პაატა ცხადია აღნიშნავს: ,,დამატებით არაოფიციალურ სახელს, რომელსაც არქმევენ ადამიანს დამახასიათებელი ნიშან-თვისების, ქცევა-მანერის, მისწრაფების, საქმიანობის, გარეგნობის, ანალოგიის, წარმომავლობის ან თავს გადამხდარი შემთხვევის მიხედვით ეწოდება მეტსახელი“. [17: 150] მეტსახელი ზოგჯერ არა მარტო სხვებს ავიწყებს დენოტატის საკუთრივ ანთროპონიმს, არამედ თვით დენოტატსაც, ანუ ადამიანის ცნობიერებაში ხდება სახელების ერთი, წინა ეტაპის ჩაძირვა და მისი ჩანაცვლება ახალი ნომინაციით. ეს რეალურად მიმდინარე პროცესია, რაც ვლინდება შემდეგი მომენტით - ადამიანი აღარ რეაგირებს წინა სახელით ხმობისას. სამაგიეროდ მის ყურს სწვდება პრაქტიკულად 39 მოქმედი ანთროპონიმი - ეს იქნება მისი მეტსახელი თუ სხვა ტიპის მეორე სახელი. [4:228] მეტსახელთა დიდი უმრავლესობა სემანტიზებულია. მათი ძირითადი თვისება ლექსიკურ-სემანტიკური გამჭვირვალობაა. ამიტომ მეტსახელთა ძირითად ნაწილი მოლაპარაკე სიტყვაა, თვითონვე მიგვითითებს დენოტატის იმ კონკრეტულ ნიშან თვისებაზე, რამაც გამოიწვია გარკვეული შინაარსის აპელტივისა და მეტყველების სხვა ლექსიკურ ნაწილის განსაკუთარსახელება. [4:258] სოფელ დირბში გავრცელებული შერქმეული სახელები სხვადასხვა შინაარსისაა. ისინი გამოხატავენ ადამიანის თვისებებს, მოქმედებებს, გარეგნობას, ალერსს, მოფერებას, ვხვდებით კნინობით - ალერსობით სახელებსაც. სოფელში გამოიყო მეტსახელთა 10 სემანტიკური ჯგუფი, რომლებსაც წარმოვადგენთ ჩვენ მიერ მოძიებული მაგალითების საშუალებით. პირველ ჯგუფში შედის გარეგნობის აღმნიშვნელი მეტსახელები, ესენია: ზანგო - დაარქვეს კაცს, გარეგნულად საკმაოდ შავი კანის ფერის გამო; დიდთავა - დაარქვეს კაცს გარეგნულად დიდი თავის არსებობის გამო; წრუწუნა - ჰქვია კაცს გარეგნულად პატარა ტანისას; ჩიჩია - დაარქვეს სახეზე არსებული ზედმეტი ხორცის გამო; ფეხაშალო - უწოდებენ კაცს, რომლის სახელია შალვა და ცალი ფეხით კოჭლობს. პუტინი - ჰქვია, კაცს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. დიდყურა - ერქვა ადამიანს, რომელსაც თავის არაპროპორციული ზომის ყურები ჰქონდა. პაწო - ჰქვია კაცს, რომელიც ბავშვობაში საკმაოდ პატარა ტანის იყო. წრიპა - ჰქვია კაცს, რომელიც საკმაოდ პატარა ტანისა და აღნაგობისაა. კიჭა - წინა ორი დიდი კბილის არსებობის გამო დაარქვეს. 6.2 ქცევისა და მოქმედების გამომხატველი მეტსახელები ჩლახვა ერქვა კაცს, რომელიც ფეხის ტკივილის გამო ჩლახუნით დადიოდა; 40 განიერა - ჰქვია კაცს, რომელიც აღნაგობიდან გამომდინარე ნაბიჯს სიგანეზე უფრო დგამს, ვიდრე სიგრძეზე. აურიე - დაარქვეს თანასოფლელებმა იმის გამო, რომ სადაც არ უნდა მისულიყო ყველგან ყველაფერი ირეოდა, კამათი ან ჩხუბი ხდებოდა. მელა - ეს მეტსახელი კაცს იმის გამო დაარქვეს, რომ მელიასავით ჩუმად დადიოდა და მასავით ეშმაკი და მოხერხებული იყო ყველა სიტუაციაში. წიწაკა - ძალიან მწარე ენა ჰქონდა, ერთ სიტყვას იტყოდა და მწარეს. ბაცაცი - თუ რამე შესაძლებლობა მიეცემოდა, რაიმე მოეწონებოდა მის მოპარვაზე უარს არ იტყოდა. 6.3 ამოჩემებული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები სოფელ დირბში გამოიყო ამოჩემებული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელებიც, თუმცა სხვა სემანტიკურ ჯგუფებთან შედარებით შესაძლოა არც ისე ბევრი იყოს სოფელში, ესენია: ადე - დაარქვეს იმის გამო, რომ ხშირად ამბობდა ადე და არა ადექი. 6.4 დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები აბოდი - ვერ ამბობდა სიტყვას ,,ამბობდი“. უკიჭე - უჭირდა სიტყვის თქმა ,უკბინე“ და ამბობდა უკიჭეს. ასე იგი რაა - უნდა ეთქვა ესეიგი რაა და ამბობდა ასე იგი რა-ს 6.5. თვისებისა და ხასიათის მიხედვით შერქმეული მეტსახელები ჭრიჭინა - დარქვეს იმიტომ, რომ როგორც ჭრიჭინა ჭრიჭინებს მუდამ, ის კაციც მუდამ თავისი საქმის კეთებითაა დაკავებული. ბაირამა - დაარქვეს კაცს, იმის გამო, რომ ძალიან უყვარდა ქეიფი, დროს ტარება და ბაირამობა. სტვენია - დაარქვეს კაცს, რომელიც ყოველთვის თავისას გაიძახის, ამბობენ ,,უსტვენსო“. 41 კრეჭია - ეძახდნენ კაცს იმის გამო, რომ სიცილისას ჰქონდა ასეთი თვისება, რომ გაიკრიჭებოდა და თითქმის ყველა კბილს აჩენდა. ღრეჯია - ყველა სიტუაციაში სახეს მანჭავდა, ღრეჯავდა და აქედან დაერქვა ეს მეტსახელი. 6.6. ცხოველების მსგავსებით შერქმეული მეტსახელები შაკალი - დაარქვეს ქალს, რომელიც ძალიან ჰგავს ტურას, მისი შესაბამისი რუსული სიტყვიდან მომდინარეობს. ვირთხა - ჰქვია კაცს, რომელიც ძალიან ჰგავს ვირთხას; ფისო - ჰქვია ქალს, რომელსაც კატის სახის მსგავსი სახის მოყვანილობა აქვს. მელა - დაარქვეს კაცს, რომელიც გარეგნულად ჰგავდა მელას. 6.7. მამის სახელები მეტსახელად ქეთევან გოდერძიშვილის წიგნში ,,ქართველური ანთროპონიმიკის ძირითადი საფუძვლები“ აღნიშნავს, რომ ,,ქართულ სინამდვილეში პიროვების მოხსენიება მხოლოდ მამის სახელით უფრო მეტსახელის ფუნქციას სძენს მიმართვის იმ მოდელს, რადგან ის გარკვეული სოციალური ელფერით იტვირთება, სახელდების ამ ტიპის ფორმები თითქმის წესად იყო ქცეული საბჭოთა პერიოდში და ეს იქცა დენოტატის პატივისცემისა და დაფასების გამომხატველ ფორმად, რაც პარალელურად, მეტსახელის თვისებას იძენდა.“ [4: 255] ამის გადმონაშთი სოფელ დირბშც საკმაოდ შეინიშნება. მაგალითად ამ ტიპისაა: შოთოვიჩი - ამ სახელით მიმართავენ შოთას ვაჟებს. ილიჩი - უწოდებენ იმ კაცის ვაჟიშვილებს, რომლებსაც მეტსახელად აკულას უწოდებდნენ. გიორგევიჩი - ჰქვია კაცს, რომლის მამასაც გიორგი ერქვა. 6.8 კნინობით - მოფერებითი, ალერსის გამომხატველლი მეტსახელები 42 -ა, -ია, -იკო, -ილო, -უნა, ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში კნინობითის აფიქსებადაა მიჩნეული, ხოლო მათი მეშვეობით წარმოქმნილი სახელები - კნინობით სახელებად. [4:112] -იკ, -ო მკაფიოდ გამოკვეთილი დერივაციული მაწარმოებელია საალერსო ფორმისა, საკუთარ სახელთა ფუძეებისგან: მიშა-მიშიკო, ლაშა-ლაშიკო, ზურა-ზურიკო, თამარი-თამრიკო, სოფო-სოფიკო, ვერა - ვერიკო, თინა - თინიკო, ნანა - ნანიკო, ნათია - ნათო, მზია-მზიკო, ნაილი - ნაიკო, შოთა-შოთიკო, ლელა - ლელო, მურო - მურიკო, დარეჯან - დარიკო, ომარი -ომიკო, .... - უნა სუფიქსი ზოგადად არსებობის გამომხატველი აფიქსია საკუთარ სახელებთან. - უნა საკუთარ სახელებს სძენს ალერსობით ელფერს, რაც შორს დგას კნინობითისგან, რომლის ზმნური ფორმის (კნინდება) განმარტებაა ,,დაქვეითება“. თამარი - თამუნა, ეთერ - ეთუნა, გიორგი - გიორგუნა ... -ა - აფიქსი თითქმის ყველა გრამატიკოსთან მიჩვეულია კნინობით ან კნინობა - ალერსობის სუფიქსად, განურჩევლად იმისა, თუ საკუთარ სახელთა რა ფორმას ერთვის. [4:116-117] ა - დერივატით ნაწარმოები მეტსახელები მრავლადაა სოფელ დირბში. თამაზი - თამაზა, ნუგზარი - ნუგზარა, ვახტანგი - ვახტანგა, ომარი-ომარა, მერაბი - მერაბა, მურადი-მურადა, შენგელი-შენგელა, ანზორი-ანზორა, ვალერი-ვალერა... 6.9 ცნობლი პირის ან პერსონაჟის მეტსახელები პუტინი - დაარქვეს რუსეთის პრეზიდენტის გარეგნობის მსგავსებით; შევარდნაძე - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარეგნობის გამო დაარქვეს. რებეკა - დაარქვეს ქალს, რომელიც მიამსგავსეს ერთ-ერთ მექსიკური სერიალის გმირს რებეკას. ჩიმარო - ერთ-ერთი სერიალის გმირის მარიო ჩიმაროს მსგავსების გამო დაარქვეს. პანჩო - ერთ-ერთი სერიალის გმირის სახელი პანჩომ გარეგნული მსგავსების გამო. 6.10 უცნობი სემანტიკის მეტსახელები 43 სოფელ დირბში გვხვდება ისეთი მეტსახელები, რომელშიც არ ჩანს სიტყვის სემანტიკა. უცნობია თუ რატომ დაარქვეს ადამიანს ესა თუ ის მეტსახელი. ასეთებია: საშკა, მოწიტული, ფისა, კუჭკუჭი, ჯუკო, ბაყაჭა, წაპე, წოკნე, დღლამა, პიკა, ჭატალა, ბოცორა, წვენო, პაწკი. თავი VII გვარები 7.1 სხვადასხვა მკვლევართა შეხედულებები გვარსახელებზე. ქართული გვარსახელების წარმომავლობისა და ისტორიის შესახებ არაერთ მკვლევარს აქვს გამოთქმული საკმაოდ საინტერესო მოსაზრება. გავეცნოთ ზოგიერთი მათგანის (როლანდ თოფჩიშვილის, იაკობ ახუაშილის, ალექსანდრე ღლონტის, ნიკო ბერძენიშვილის, ზურაბ ჭუმბურიძის და სხვა ) შეხედულებებს: როგორც პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს: - გვარსახელს უწოდებენ საზოგადოების პირველადი უჯრედის - ოჯახის მემკვიდრეობით სახელს, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. ჩვენ გვგონია, რომ ეს განმარტება მაინცდამაინც მთლად ზუსტი და სრულყოფილი არაა. იგი შეიძლება მიესადაგოს იმ ქვეყნების გვარსახელებს, სადაც ის შედარებით ახალი XVIII- XIX სს-ის წარმონაქმნი მოვლენაა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ ქვეყნებს, რომელშიც საუკუნის განმავლობაში ტრადიციულად თაობიდან თაობას. მოკლედ, აქ იმას აღვნიშნავთ, რომ გვარსახელი ქართული სინამდვილისთვის მხოლოდ ოჯახის - ამ პირველადი სოციალური უჯრედის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. ის უფრო დიდი სოციაური ერთეულის, რამდენიმე ათეული და ხშირად ასეული ოჯახის სახელწოდებაა. სახელწოდებაა იმ სოციალური ორგანიზმისა, რომლებიც თავიანთი გვარის წარმომავლობას ერთი პიროვნებიდან ანგარიშობენ და აქვთ საერთო თვითშეგნება ნათესაობის შესახებ, ხშირად საერთო სალოცავიც. საქართველოში გვარს ერთგვარი ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს. ასე, რომ გვარსახელი ჩვენში მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე ოჯახის სახელწოდება როდია. ის ოჯახზე უფრო მსხვილი ნათესაური გაერთიანების მემკვიდრეობით სახელწოდებაა. ამ გაგებით გვარსახელის განმარტება თითქმის 44 უახლოვდება პირველყოფილი გვარის განმარტებას, მაგრამ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, გვარსახელი პირველყოფილი გვარისგან ბევრი სხვა ნიშნითაც განსხვავდება. . . . მსოფლიოს მრავალ ხალხში, პირველყოფილი გვარის დაშლის შემდეგ, გვარსახელები არ წარმოქმნილა. ჩვენთან (ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოიქმნა), რისი მიზეზიც იყო სოციალური სისტემა. მხედველობაში გვაქვს ოდაიზმი. გვარი საქართველოში მემკვიდრეობის გადაცემის ერთ-ერთი საშუალებაც იყო. აქ საუბარია, როგორც ყმის მეკვიდრეობით ფლობაზე (ესა თუ ის გვარი ამა თუ იმ ფეოდალს ეკუთვნოდა), ისე მიწის მემკვიდრეობით გადაცემაზე საზოგადოების ყველა ფენაში“. მკვლევარი დასკვნის სახით მიუთითებს, რომ ,,...გვარსახელი არის ის მემკვიდრეობითი სახელი, რომელიც სულ ცოტა სამი თაობის განმავლობაში მაინც გადაეცემოდა თაობიდან თაობას“. [6:273-275] იაკობ ახუაშვილი აღნიშნავს, რომ: ,, გვარი პირველყოვლისა, ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ საერთო შრომაში ჩაბმულ და ნათესაურად დაკავშირებულ ადამიანთა უძველესი სოციალური ჯგუფის აღმნიშვნელი, ადრინდელი თემური - გვაროვნული ცხოვრების გამომხატველია. გვარი მემკვიდრეობითი საოჯახო სახელწოდებაა, საზოგადოების პირვანდელი უჯრედია, რომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს. ერთი წინაპრის შთამომავლები ერთი და იგივე გვარის მატარებელი ჯგუფია. უთუოდ ამით უნდა აიხსნას, რომ მას მოდგმის, შთამომავლობის, შტოს და ჯიშის ცნებებიც უკავშირდება, ისე, როგორც მისგან წარმოქმნილ სიტყვებსაც-საგვარეულოს, საგვაროს (მოდგმა, ჩამომავლობა), გვაროვნულობას (ჩამომავალი), გვაროვანს (დიდგვარი), გვარეობას, გვარობას (ვინაობა)...“ [1:12] ქართული ენის განმარტებითი ლექიკონის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვარის მნიშვნელობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ვინაიდან აღნიშნულ ლექსიკონში გვარი შვიდნაირადაა განმარტებული. მოვიყვანთ რამოდენიმე განმარტებას:  საოჯახო სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს და გადაეცემა შვილს მამისაგან (ან დედისაგან) ან ცოლს ქმრისგან; 45  პირველყოფილი - თემურ წყობილებაში - ძრითადი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კავშირი დიდი ოჯახებისა, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან და ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ... [13:1433] კვლევარი იაკობ ახუაშვილი საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს გვარის შესახებ ,,ქართული გვარის სინონიმია სიტყვა გორი. ალ.ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩაში“ გოჩა თავის ერთადერთ ვაჟს, ონისეს, უდიდესი განსაცდელის ჟამს სამშობლოს დასაცავად ისტუმრებს და ღრმა შთაგონებით არიგებს, მთელი თავის პატრიოტულ მგზნებარებას იგი გვარის ღირსებაზე მითითებით გამოხატავს და ეუბნევა შვილს - გახსოვდეს ვისი გორისა ხარო!. ხევისბერის მეტყველებაში გვარი გორად გამოითქმის. სიტყვის ამ ფორმით ხმარება, საერთოდ დამახასიათებელია მთის კილოებისთვის, სადაც რეალიზებულია ვა - კომპლესის შენაცვლება ო - ხმოვნით. .. გორი ამავე დროს ფიზიკურ - გეოგრაფიული ტერმინისც არის და გარკვეულ სემანტიკურ კავშრს ამჟღავნებს გვართან, როგორც სოციალურ ტერმინთან. საქმე ის არის, რომ გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით არქეოლოგები ასკვნიან: საქართველოში უახლესი დროიდან არსებულა ,,გორებად“ დასახლების ტრადიცია, რაც პირვანდელ გვაროვნულ სოციალურ წყობას შეესაბამებოდა. ირკვევა, რომ თითოეულ გორაზე ცალკეული გვარი ან გვართა გაერთიანება ცხოვრობდა: გვაროვნული დასახლება ,,გორულ“ დასახლებასაც ემთხვეოდა. ამიტომაც ტერმინებიც გვარი და გორი ერთი ცნების აღმნიშვნელად გამოიყურებიან. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ტოპონიმიკაში გორ ძირი მასობრივად ისმის და მას ზოგჯერ გვარ -ძირიც ენაცვლება .... [1:13] აკადემიკოსი ნ. ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, რომ გორი იგივე გვარია. ეს არის უძველესი სოციაური ტერმინი, რომელიც დასახლების გარკვეულ ტიპს აღნიშნავდა. მკვლევარი წერს: ,, გორა სოციალური ტერმინი უნდა იყოს“. [1: 14] ილია ჭყონია მეგრული სიტყვის ,,ნიგორის“ განხილვისას მიუთითებს, რომ ,,განსაკუთრებით საყურადღებო ჩანს ,,ნიგორი“ მეგრულში არა მხოლოდ იმის გამო, რომ მასში ჯიშიც იგულისხმება, არამედ იმითაც, რომ ამ ტერმინში ფუძე ,,გორ“-ი ჩანს და იგი ქართულ გვარს უნდა შეესიტყვებოდეს. ეს გარემოება კი უნდა იძლეოდეს 46 ვარაუდის საშუალებას, რომ ,,გვარი“ ქართულში ნასესხები სიტყვა არ უნდა იყოს“. [20: 83-84 ] საკმაოდ საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ზურაბ ჭუმბურიძეს გვარის წარმოშობასთან დაკავშირებით: ,,ვიდრე ადამიანები მცირერიცხოვან ტომებად იყვნენ დაფანტული და ტომებს შორის მჭიდრო კავშირი არ არსებობდა, მანამ შეიძლებოდა ტომის ყველა წევრს სხვადსხვა სახელი რქმეოდა და მარტო კაცობრიობა დიდი ხანია გასცდა ტომობრივი კარჩაკეტილობის ხანას. შრომის განაწილება, მოსახლეობის ზრდა, ტომებს შორის ურთიერთობის გაცხოველება და ხანის უფრო მრავალრიცხოვან კოლექტივად ჩამოყალიბება აუცილებელს ხდიდა არა მარტო იმის ცოდნა, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ პირს, არამედ რა ხელობის კაცია იგი, ვისი შთამომავალია, სადაურია და ა.შ. ამრიგად, სახელის გვერდით გაჩნდა კიდევ მეორე დამატებითი სახელი, რომელიც აზუსტებდა პირის ვინაობას, მეტ ცნობებს იძლეოდა მასზე და თანაც აადვილებდა ერთი სახელის მქონე პირების - სეხნიების გარჩევას. აი ამ დამატებითი სახელისგან დროთა განმავლობაში წარმოიშვა გვარი, როგორც პიროვნული სახელის თანმხლები, განუყრელი ნაწილი’’. [18: 293-294 ] იაკობ ახუაშვილი განმარტავს, რომ ,, ...თავდაპირველად გვარი, როგორც ისტორიული ფენომენი არ არსებობდა. მოგვიანებით იგი პირველად პრივილეგიური კლასების წიაღში შექმნილა. მშრომელი მოსახლეობა საუკუნეთა განმავლობაში მოკლებული იყო სტაბილურ სამემკვიდრეო გვარ-სახელებს. ყმაგლეხები, ხელოსნები და მოქალაქეთა დაბალი წრეები ძველად საშინაო დამატებითი მეტსახელებითა და, უმთავრესად, მამის სახელებით კმაყოფილდებოდნენ ... ქართულმა სიგელ-გურჯებმა და სხვა სახის წერილობითმა წყაროება შემოგვინახა ზოგიერთი გვარ-სახელი, მათ შორის უპირატესობა მაინც დიდგვაროვნებს უჭირავთ, ხოლო მოსახლეობის დაბალი ფენები უგვაროებად იწოდებოდნენ (,,უგუარონი“) რაც მდაბიო წარმოშობის ადამიანის სინონიმი იყო. მას უპირისპირდებოდა გვარიანნი, იმ თავადთა და აზნაურთა აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთაც უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვა - გამგეობაში“. [1: 24] როლანდ თოფჩიშვილი განმარტავს, რომ ,,საქართველოში გვარ-სახელები ძალიან დიდი ხნის წინ წარმოქმნილი მოვლენაა, რომ ჩვენში გარსახელი პირდაპირ 47 გვაროვნული გვარიდან წარმოიშვა. ასე, რომ, ქართული გვარსახელი ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ერის თანამდევია“. აღნიშნული თვალსაზრისის დასასაბუთებლად მკვლევარს მოჰყავს საისტორიო საბუთები ,,... ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ საისტორიო საბუთებში“, დაწერილი ,,ფავნელისა მღვიმისადმი“, რომელიც IX ს-ის II ნახევრით თარიღდება, გვარსახელებია ფიქსირებული. საბუთში დასახელებულია სამი გვარი, აქედან ერთი (ფავნელი) აზნაურია და მეორე და მესამე (შულაიძე და ტარიკასძე) - გლეხები. პირველად მკვლევარმა ზ.ჭუმბურიძემ მიაქცია ყურადღება ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთ მონაკვეთს, რომელშიც დაფანჩულის მემკვიდრეობით სახელზეა (გვარსახელზე) საუბარი. ცნობილია, რომ გიორგი მერჩულე X ს-ის მოღვაწე იყო, რომელმაც აღწერა VIII საუკუნის ბოლო პერიოდისა და IX საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ერთ მონაკვეთში, როდესაც ნაწარმოებში აღწერილია აშოტ კურაპალატის დროინდელი (ე.ი IX საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდის) ამბები, ავტორი წერს: ,,ხოლო იყო ვინმე აზნარი დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გრიგოლ დაფანჩული და აწ ნათესავთა მისთა ჰქვია ,,დაფანჩულნი“, შემდეგ ,,ამისთვისაცა მსგავსად აღთქმისა, ხანძთასა შინა ელოცვების ყოველთა დაფანჩულთა, ვიდრე დღედელად“. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს: სწორია მეცნიერი, როცა დაფანჩულში გვარსახელი დაინახა. გიორგი მერჩულე პირდაპირ გვეუბნევა ახლაც (ე.ი ერთი საუკუნის შემდეგ) გრიგოლ დაფანჩულის ნათესავნი (ე.ი. ამ შემთხვევაში შთამომავალნი) დაფანჩულის გვარს ატარებენო“. [6: 275-276] ასე, რომ სხვადასხვა მკვლევართა ნააზრევიდან გამომდინარე და საისტორიო საბუთებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ გვარსახელებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. 7.2. - ძე სუფიქსიანი გვარები მრგვალრიცხოვანი ქართული სუფიქსები, რომლებსაც ქართული გვარ-სახელები ირთავენ, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოიქმნა. 48 უძველესი ქართული სუფიქსებია -იანი (ა), - ურ და - ეთ, რომლებიც ქართულ გვარებს კლასობრიობამდელი პერიოდის გვარებიდან გადმოჰყავთ და როგორც ს. ჯანაშია შენიშნავდა ისინი ფეოდალურმა ინდივიდუალიზმმა ამოაგდო, როდესაც კერძო საკუთრება საბოლოოდ დამკვიდრდა. ფეოდალიზმის განვითარებასთან ერთად წარმოიქმნა გვარ-სახელების ახალი ფინალები (-ძე, -შვილი, -ელ), რაც აშკარა შედეგი იყო მამაკაცის, მამის უპირატესი უფლების სამამულო ურთიერთობებში. [6:281 ] 1818 წლის კამერალური აღწერის მიხედვით სოფელში 40 გვარის ხალხი ცხოვრობდა, მათ შორის დღეს დირბში აღარ ცხოვრობენ გეგელაშვილები, კახნიაშვილები, კვირიაძეები, ადუაშვილები, ელიზბარაშვილები, გვრიტიძეები, კვანჯახაძეები, ტყლარჭაძეები, ქებულაძეები, როკაპაშვილები, ბღუნძელაშვილები, ყურაშავაძეები, გოდერძიშვილები, ხარებაშვილები, ჯობინაშვილები და ლალიაშვილები. დროთა განმავლობაში მოხდა გვარების ცვლა, კერძოდ კაჭუაშვილი დღეს იწოდება კოჭუაშვილად, ბურნაჩაშვილი - მურაჩაშვილად. [17:344] ამჟამად, სოფელში _60_ გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს: 1. არჩვაძე; 2. ახალკაცი; 3. ბალიაშვილი; 4. ბარამაშვილი; 5. ბიბილური; 6. ბერეკაშვილი; 7. ბერიძე; 8. ბეჟანიშვილი; 9. ბლიაძე; 10. გელუტაშვილი; 11. გემიაშვილი; 12. გიგაური; 13. გოგალაძე; 49 14. გოგაშვილი; 15. გულიაშილი; 16. დოლიაშვილი; 17. დოღანაძე; 18. თედიაშილი; 19. თეთრუაშვილი; 20. იორამაშვილი; 21. იმერლიშვილი; 22. კალმახელიძე; 23. კაპანაძე; 24. კვირიკაშვილი; 25. კოჭუაშვილი; 26. ლაღოშვილი; 27. ლოლაძე; 28. ლომიძე; 29. ლოქაბიძე; 30. მაზმიშვილი; 31. მაჭარაშვილი; 32. მურაჩაშვილი; 33. მუშკიაშვილი; 34. ნიადაგიშვილი; 35. ონოფრიშვილი; 36. ოქრუაშვილი; 37. პაატიშვილი; 38. პაპუაშვილი; 39. პოლიბეგაშილი; 40. რაჯაბაშვილი; 41. სტეფნაძე;; 42. ტეტუნაშვილი; 50 43. ფარეხელაშვილი; 44. ფერაძე; 45. ქებაძე; 46. ქვრივიშვილი; 47. ქოთუაშილი; 48. ქურდაძე; 49. ყიფშიძე; 50. შათირიშვილი; 51. ცენგირაშილი; 52. ცერცვაძე; 53. ცქიფური; 54. წივწივაძე; 55. ხუციშვილი; 56. ხალაძე; 57. ხათაშვილი; 58. ჯანუაშვილი; 59. ჯაბიშვილი; 60. ჯოჯიშვილი; სოფელში 3 დიდი გვარი გამოიყოფა: 1. მურაჩაშვილი; 2. მაზმიშვილი; 3. დოლიაშვილი. როგორც აღვნიშნეთ ერთ-ერთი დიდი გვარია დოლიაშვილი. რომლის ძირი არის საკუთარი სახელი დოლი, დოლა, დოლე. ჭუმბურიძის ვარაუდით იგი ეთნონიმური წარმოშობისა უნდა იყოს, ზოგი მკვლევარი კი პურეულის ჯიშის ტერმინთან აიგივებს (დოლის პური). ამავე ძირისაა დოლბაია, დოლბაშვილი, დოლიაშვილი, დოლიკაშვილი... [1:330] 51 სოფელ დირბში გამოიყოფა დოლიაშვილების რამდენიმე შტოგვარი, რომლებიც დაკავშირებულია წინაპრის სახელთან ან მეტსახელთან. ასეთია, მაგალითად: დარჩიაანთი, ჭულოაანთი, არშაკაანთი, დათიკოაანთი... როგორც ვხედავთ, დღეისთვის სოფელ დირბში ყველაზე მეტად გავრცელებულია - ძე და - შვილი სუფიქსიანი გვარები. მაგრამ ფიქსირდება - ურ სუფიქსიანი გვარებიც: ცქიფური, გიგაური, ბიბილლური და ასევე ახალკაცი, რომელიც არ შედის არც ერთ სუფიქსის მქონე გვარებს შორის, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ვეცადოთ განვიხილოთ ისინი ცალ - ცალკე: ,,ახალკაცი - გადმოცემით ბატონისგან გამოქცეული და სხვა სოფელში შეხიზნული ყმა, რაკი საკუთარ გვარს ვერ ამჟღავნებდა ახალკაცს ირქმევდა. ბერი ახალკაციშვილი - მოიხსენიება 1714 წლის ახალკაციშვილის მიერ ფარსადავ და ალხას მაჩაბლებისადმი მიცემულ შვილის ნასყიდობის წიგნში. გიგოლა ახალკაცი კოდაში 1869 წელს გადმოსულა გორის მაზრის სოფელ ცაგულიდან. დიდ ენაგეთის წმინდა გიორგის მეორე ,,პრიჩეტნიკმა“ გიორგი ალექსანდრეს ძე ახალკაცოვმა 1871 წელს განათლა ქალიშვილი ელენე. მიმქმელი იყო დიდი ენაგეთის ფოშტის ურიადნიკი ექვთიმე ივანეს ძე გერსანია მართმადიდებლობითის სარწმუნოების. ამავე ძირისაა: ახალკოჩი, ახალშენაშვილი, ახალმოსულიშვილი, ახალაძე. ახალმოსულიშვილი ახალმოსულის მნიშვნელობით იგივეა, რაც ახალკაცი. ანალოგიურია ახალბედაშვილი, (ამგვარის წინაპარი გადმოცემით მესხეთიდან გადმოსახლებულა ვინმე მაისურაძე, როგორც ახალმოსულისათვის ახალბედაშვილი უწოდებიათ). [1: 235-236] ბიბილური // ქვენიფნეველი - ბიბილურთა შტო - გვარია, ქვენიფნეველი. ქვენიფნეველები ფეოდალური საგვარეულოა საქართველოში. ცხრაძმიხევის საგვარეულოს დამფუძნებელი იყო როსტომ ბიბილური. როსტომს (VI) საუკუნეში ცხრაძმის ხევში სამფლობელოდ მიუღია ქვენიფნევი, რის შედეგადაც მის გვარიშვილებს ეწოდათ ქვენიფნეველები. სახელი ქვენიფნეველი ბიბილურებში XV-XVI საუკუნემდე გვხვდება. 1721 წელს იესე სოლოღაშვილის ყმად მონასტერს მოიხსენიება ქიტია ბიბილური. გიორგი, გლახა, გოგია, დათუა, ზურაბა, იოთამ, იოსებ, იოსები, 52 მართა, პაატა, პარტნ მღვდელი, სიდამონ ბიბილურები მოიხსენიებიან სცსსა. ბოროდინოს ბრძოლაში 1812 წელს თავი გამოიჩინა სარდალმა ბიბილურმა. მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი ( დუშეთის რაიონი). ბიბილეიშვილი, ბიბილაშვილი, ბიბილაია, ბიბილაური, ბიბილურიძე, ამავე ძირის გვარებს წარმოადგნენ. [1: 276] გიგაური - ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარია. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს ,,გიგა“, ,,გიგი“, ,,გიგო“. იგი ტოპონიმური ტიპის გვარ-სახელია, რომელიც სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყლის იქეთ თემის სოფელ ბლოდან. [22] მთიულეთში მცხოვრებ გიგაურთა ნაყარი შტოებია გუდაშვილი, მამულაშვილი, პაპიაშვილი, ხარებაშვილი, ჩიატური, ბულალაური, გოგიშვილი, ჯიქური, ისინი ცხოვრობდნენ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებში. მათ შორის არიან, როგორც ჩამოსახლებულები, ისე შემდგომ გაჩენილი გვარის მქონენი. გადმოცემით ხევსურეთში ყოფილან სამი ძმანი: გიგა, თეთრა და წოწკა. გიგამ აწარმოა გვარი გიიგაური, დასახლდა სოფელ ბლოში. თეთრაულლი დასახლდა სოფელ ჭიმღაში. ხოლო წოწკამ აწარმოა წოწკოლაური, რომელიც საცხოვრებლად გადასულა ფშავის ხეობაში. გიგა ეროვნულ გმირადაა დახატული ხალხურ ლექსში, ვკითხულობთ: ,,ბლოელ ყოფილა გიგაი უსაურ მეომარია, ხმლითა სჭერია ადგილი, მტრისგან სდომია ძალია უვლევავ მძიმე რჯულშია, სად ერთურთს სძლია გვარია (ვაშლოვანი, კოდა, არდის უნბანი) [1: 296] სოფელში გვხვდება - ძე სუფიქსიანი გვარებიც. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: მჭედლიძე - გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა - მოსაქმეობის სიტყვისგან მჭედელი. ამავე ძირისა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: ,,გვარი მჭედლიძე 53 მიღებული ჩანს ჭელიძესაგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წ), სადაც გურიაში, სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ, როცა მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი ,,მ“ და ,,დ“ დაკარგულია) ჭელიძედ ქცეულა. ლომიძე - წარმოქმნილია სიტყვიდან ლომი. მისგან წარმოქმნილია: ლომა, ლომინა, ლომინიკა, ლომიტა, ლომსა და სხვა. ლომიძეებიარიან იმერეთის აზნაურნი. გიორგი ლომიძე მოიხსენიება სოფელ ფარცხისში 1876 წელს. [22] 7.2.1 ეპონომიური ტიპის გვარსახელები გვარების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ეპონომიურია, ე.ი წარმოქმნილია წინაპრის სახელისგან ან მეტსახელისგან. განსაკუთრებით ბევრი გვარია ნაწარმოები ჩვენში გავრცელებული ზოგიერთი სახელისგან. რომლებიც გვარის შემადგენლობაში გვხვდება როგორც სრული ფორმით, ისე კნინობითი ფორმებით. მათ დართული აქვთ, როგორც -ძე და -შვილი, ასევე სხვადასხვა სუფიქსი. გვარებში სახელების გამოყოფა მაშასადამე იმის გარკვევა, თუ რომელი სახელისგან არის წარმოქმნილი ესა თუ ის გვარი მეტწილად იოლია. მაგრამ გვარის შემადგენლობაში შესული ზოგიერთი სახელი, საგრძნობლად შეცვლილია, ზოგიერთი კი სახელად დღეს აღარ იხმარება. ამიტომ ამ სახელებისგან წარმოქმნილი გვარების მნიშვნელობის დადგენა საგანგებო დაკვირვების გარეშე უკვე შეუძლებელია. [19: 59] სოფელ დირბში გამოვლინდა შემდეგი ეპონიმური გვარები: ქურდაძე-იმერული წარმოშობის ქართული გვარია. ,,ქურდ“ - ფუძიანი გვარსახელების ეტიმოლოგიის შესახებ აზრთა სხვადსხვაობაა. ერთი ვერსიით ისინი ეთნონიმური წარმოშობის გვარ-სახელია. დებედა ხევს (ქვემო ქართლი) VII საუკუნეში, ჯუანშერის მიხედვით, ,,ქურდის ხევი“ ერქვა. არჩილ მეფე ვარზმან ერისთავს უბოძა ქვეყანა ,,კოტმანითგან ქურდის ხევამდე. ამავე ხევს XII 54 საუკუნეში თამარის ისტორიკოსთან უკვე ,,ქურდვაჭრის ხევი“ ჰქვია: ,,შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის“. საუკუნეების განმავლობაში დებედას ანუ ქურდის, ქურდვაჭრის ხევზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა მიემართებოდა თბილისიდან სამხრეთის ქვეყნებისაკენ. სავსებით შესაძლებელია ამ ადგილებში მობინადრე ქურდთა ტომს ქარავნების ძარცვა ჩვეულ საქმედ გადაქცეოდა, ხოლო მათი სატომო სახელი ,,ქურდი“ ქართულ ენაში სიტყვა ,,მპარავთან“ გაიგივებულიყო (ისევე, როგორც სიტყვა ,,ყაჩაღი“ დაკავშირებულია სატომო სახელთან ,,ყივჩაღი“ ერთი სიტყვით სიტყვა ქურდი თავდაპირველად სულაც არ ნიშნავდა მპარავს, არამედ წარმოადგენდა სატომო სახელს იმ ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ტომისა, რომელიც ,,ქურდის ხევში“ ბინადრობდა (VII ს) და რომელმაც აღმოსავლეთით ,,ქურდევანში“ გადაინაცვლა (XII ს). ეს ტომი საბოლოოდ გაქრა (ასიმილაცია განიცადა), მაგრამ მისი არსებობის კვალი შემორჩენილია ტოპონიმებსა და ანოროპონიმებში. სხვა ვერსიით, აღნიშნულ გვარს ეპონიმური ტიპის გვარ-სახელებს მიაკუთვნებენ. საქმე ისაა, რომ ქართველურ ანოროპონიმიკაში ფიქსირებულია მამაკაცის არაქრისტიანული საკუთარი სახელები ,,ქურდი“ და ,,ქურდან“. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებლია, რომ ამ ჯგუფის გვარები (ნაწილი მაინც) ეპონიმური წარმომავლობის იყოს ანუ წინაპრის საკუთარი ან შერქმეული სახელიდან იყოს ნაწარმოები. ქართულ წერილობით წყაროებში ,,ქურდაძეთა“ გვარი XVI ს იხსენიება. ისინი ეკუთვნოდნენ: სახასო, საეკლესიო, საბატონო, ნასყიდ და თავდახსნილ გლეხთა კატეგორიებს. 1588 წელს ქართლის მეფე სიმონ პირველმა იტრიის მონასტერს სახას ყმა და მამული შეწირა. ეკლესისადმი შეწირულ გლეხთა შორის იხსენიებიან იმერეთში, სოფელ წიფაში მცხოვრები ქურდაძეები. ამ შეწირულობით წიფელი ქურდაძეები საეკლესიო გლეხები გახდნენ. 1589-1600 წწ. იტრისაადმი სვიმონ მეფის შეწირულობა განაახლა სურამის პატრონმა ბატონიშვილმა გიორგიმ. ამ სიგელშიც სხვა გლეხებთან ერთად მოიხსენიებიან წიფელი ქურდაძეები და ცალკე მოხსენიებულია ვინმე ინდუა ქურდაძე. საინტერესო ცნობებს შეიცავს 1692 წლის თავნასყიდობის წიგნი მიცემული 55 ივანა ქურდაძის მიერ მაჭავარიანებისათვის: ,,ეს ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგართვით ჩვენ ქურდაძე ივანამ და შვილმან და მიმავალმან სახლისა ჩემისაგან თქვენ - ბატონს ჩვენს მაჭავარიანს როსაბს, შვილსა თქვენსა ინანასა და თამაზს, ასე, რომ ჩხეიძე ქაიხოსრომ და თეიმურაზ სურამის ციხე თათრებს სჭერიათ და მეციხოვნად იდგნენ. იმ ციხის თათრებს ერთი თავისი ყმის შვილი მისცეს. ყვანდაო ის ტყვე გამოპარვოდათ. ჩემს სახლშ მოსულიყო მოვედი და ვნახე, ვეღარ ვუღალატე, მეორეთ ვეღარ გავყიდე. ნათესავიც იყო, დავმალე და ჯავახეთს წავიყვანე, მეხუთეს წელიწადს მთხრობელი მოსვლოდათ: ივანამ და პაპუნამ ქურდაძეებმა მოიყვანესო.გამამაჩნდა ის ტყვე, ვეღარსად დავიმალე, ამოიყვანეს ცოლით, შვილით, ორნი ძმანი მამულით და ალაგით .... საზღაური ვერ შევიძელით, ციხეში ვყვენდით დაყტვევებული. წავედით ისევ ჩვენს ბატონს შევეხვეწენით როსაბ მაჭავარიანს ... ჩემი თავი თქვენ გამოიხსენით“ ... ამ შემთხვევის შემდეგ საბატონო გლეხები ივანა და პაპუნა ქურდაძეები და მათი შთამომავალნი ნასყიდი საბატონ გლეხები გახდენენ. ივანა და პაპუნა ქურდაძეების შთამომავალნი უნდა იყოს ბერუა ქურდაძე, რომელიც 1785 წელს არზით მიმართავს მეფე ერეკლეს: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მომცეს თქვენს მონას, მაჭავარიანის კაც-ბერუა ქურდაძეს ... როგორც ამ არზიდან ირკვევა ბერუა ქურდაძე უკვე თავდახსნილი გლეხია, რადგან ურიის ვალი აუღია და თავისი ბატონის ჩხეიძის ვალი თავად გადაუხდია ხიდირბეგიშვილთან. ჩხეიძის ყმა-გლეხი ქურდაძის მამული იხსენიება 1794 წლის ქაიხოსრო აბაშიძის ანდერძში: ,,ცხრამურის სამზღვარი, სამზიარო და საბადური, რომ წერია მთელმა სოფელმა იცის. იმასთან ძველი წისქვილი არის. ომარხანის მოსვლამდის ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ ჩხეიძის კაცს ქურდაძისაგან მიწა იყიდა. იმის ზევით საცხრამუხო არის ქვემო საჩხეიძეო“. ეთნგრაფიული მონაცემებით, სოფელ ცხრამუხაში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) ამჟამად მცხოვრები, ჩოჩაშვილების გვარი ქურდაძეთაგან შტონაყარ გვარად ითვლება. ამჟამად, ქურდაძეები ცხოვრობენ შიდა ქართლში, განსაკუთრებით ხაშურის (ალი, წრომი, ხაშური) და ქარელის მუნიციპალიტეტებში: სამცხეში, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, შედარებით მცირე რაოდენობით - ზემო 56 იმერეთში, გურიაში, კახეთსა და ჰერეთში. საქართველოში ქურდაძეების რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს. [23] გოგა საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო გოგოლა იგივე სახელია კნინობით თქმული. გოგალაძე ეპონიმური გვარ-სახელია, სადაც ფიქსირებულია წინაპრის სახელი. გვარ-სახელის ფორმა ,,გოგალაძე“ ძველი ფორმით - ,,გოგალასძე“, ქართულ გვართა შორის ერთ-ერთი უძველესია, ტბეთის სულთა მატეანეში იხსენიებიან გიორგი და მიქაელ გოგალასძენი: ,,სულსა გოგალასძისა გიორგისა და მისსა მეუღლესა ნათელისა შეუნდგენ ღმერთმან“, ,,სულსა გოგალასძისა მიქაელისა შეუნდვენ ღმერთმან“. მეცნიერები ტბეთის სუფთა მატეანის ცალკეულ მოსახსენიებლებს პალეოგრაფიიული ნიშნების მიხედვით ათარიღებენ. მიჩნეულია, რომ გიორგი გოგოლასძისა და მისი მეუღლლის ნათელის სულთა მოსახსენიებელი XIII ს-ის ჩანაწერია, ხოლო მიქაელ გოგალასძის სულის მოსახსენიებელი უფრო გვიან - XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე მიუტანიათ სულთა მატეანეში. ძნელი სათქმელია, უკავშირდებიან თუ არა მოხსენიებული გოგალასძენი დღეს იმერეთ--რაჭაში მცხოვრებ გოგალასძეებს, მაგრამ მაგრამ ის ფაქტია, რომ XII და XV საუკუნეებში საკუთარი სახელი გოგოლა შავშეთ - კლარჯეთშიც ყოფილა გარვცელებული და რომელიმე გოგოლას შვილებსა და შთამომავლებს გოგალასძეობით იხსენიებდნენ. XVI საუკუნის შუა ხანებში გოგოლასძეები შიდა ქართლში ჩანან 1569 წელს გოგალაძე ზაქარია, ლიპარიტაი, მამისაი და მახარებელი მოწმეებად იხსენიებიან ნასყიდობის წიგნში, რომლის მიხედვითაც მინიაშვილმა ქურდევანიძეს მამული მიჰყიდა. გაყიდული მამული შიდა ქართლში, საციციანოს სოფელ ყრისისხევში მდებარეობდა. ქურდევანიძეები ციციაშვილთა აზნაურები იყვნენ. როგორც სჩანს იმ დროს გოგალაძეები ციციშვილთა აზნაურები იყვნენ. როგორც ჩანს იმ დროს გოგალაძეები უკვე შიდა ქართლში ცხოვრობდნენ. ქართლის გოგალაძეებს კარად ახსოვთ თავიანთ წინაპართა წარმომავლობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიხთიმერეთში გოგალაძეთა გვარი XVI საუკუნეზე უფრო ადრე ხანებში მკვიდრდებოდა. 57 1628 წლის წყალობის სიგელით, იმერეთში, წაქვას და ვერტყვილას ჭალას მცხოვრებნი გოგალაძენი, მეფე თეიმურაზმა ბატონ ლევანს (გვარი გაურკვეველია) უბოძა. ეს გოგალაძენი, როგორც ჩანს, მანამდე სახასიათო გლეხები ყოფილან და მას უკან საბატონო გლეხები გამხდარან. ამჟამად გოგალაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ქარელის, საჩხერის, ხარაგაულისა და ლაგოდეხის რაიონებში. საქართველოში გოგალაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან მანდილოსნის საერთო რიცხი 300 სულს აჭარბებს, თუ ამას დავუმატებთ თითქმის სამ ამდენ გოგალაძედ დაწერილ გოგალაძეს, გოგალაძეთა გვარი მრავალრიცხოვან ქართულ გვართა პირველ ათეულში მოექცევა, რაც გვარის სიძველის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია. [23] კალმახელლიძე - ამ გვარს საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი კალმახი, კალმახელი. ფუძედ გამოყენებული აქვს კალმახელ-ი, აქვს თევზის აღმნიშვნელ სიტყვა კალმახ-ს, დართული აქვს სადაურობის მაჩვენებელი -ელ სუფიქსი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კალმახელი ამ შემთხვევაში გეოგრაფიული სახელი უნდა იყოს (სადაური? - კალმახელი). ეს მართლაც ასეა ,,ქართლის ცხოვრებიდან“ და სხვა ისტორიული ძეგლებიდან ირკვევა, რომ კალმახი დიდი ციხესიმაგრე და სამოსახლო პუნქტი იყო ძველ მესხეთში, კერძოდ ტაოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე). ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს: ,,თორთომის მთიდან გამომდინარე წყალი ერთვის ჭოროხს, მიდის აღმოსავლეთით. ამ ხევზე არის ციხე კალმახისა დიდშენ, მაღალი და შეუვალი იყო საერთაო ტაოსი“. კალმახის მფლობელი ერისთავები კალმახელებად იწოდებიან. რა საფუძველზე უნდა დარქმეოდა ამ ციხეს კალმახი? იმ მთის მდინარეს, რომლის ხეობაშიც ხსენებული ციხე უნდა ყოფილიყო აგებული. პირველად კალმახის წყალი ეწოდებოდა აქ თევზის სიმრავლის გამო. შემდეგ კი უშუალოდ კალმახი დაერქვა, (ჩამოსცილდა საზღვრული წევრი ,,წყალი“). მოხდა ისე, რომ მდინარემ თევზის სახელი მიიღო, ციხემ კი 58 მდინარისა. აქედან წარმოიშვა კალმახელი, ეს უკანასკნელი შემდეგ ადამიანის სახელად იქცა და გვარშიც ჩაექსოვა. [24] 7.3 -შვილი სუფიქსიანი გვარები. სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღეს აღარ ცხოვრობენ მგალობლიშვილები. აღნიშნული გვარი გავრცელებულია, ასევე ერკეთში (ჩოხატაურის რაიონი) და ზუგდიდის რაიონში (სამეგრელოში). გადმოცემით ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან. ლტოლვილობის დროს თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახში მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ. [22] სხვა ვარიანტით მგალობლიშვილები არიან მაყაანთ (მაყაშვილების) გვარისანი ,,რომელნიც იყვნენ პირველ მგალობელნი მეფისა სახლისანი და აგრეთვე ალავერდისაცა. ამის გამო მგალობლის შვილობა გაუვარდათ მათ მგალობლობისა გამო“. ვინმე იაკობ მგალობლიშვილი მოიხსენიება სოფელ ვაშლოვანში 1886 წელს. კვირიკაშვილი - მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ,,კვირიკე“, რომლის მნიშვნელობაცაა ,უფლისა“. ქართულში ადრიდანვე გვხვდება არა ერთი ისტორიული პირის სახელით, მისგან ნაწარმოები გვარებია: 1. კვირიკაძე; 2. კვირიკაშვილი; 3. კვირკველია; 4. კვირკვია. კვირიკეს შესატყვისია ,,უფლისა“, აქედან მოდის გვარი უფლისაშვილი, სომხურში ეს სახელი დაცულია - კირაოს - ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს (,,უფალი“ , ,,ბატონი“) საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდევს არაერთ სახელსაც, როგორიცაა: კვირიონ, კვიროსი, კირია, კირიან და მათგან მიღებული ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი. [24] 7.3.1 ეპონიმური ტიპის გვარ-სახელები 59 ბეჟანიშვილი - ეპონიმიური ტიპის გვარ-სახელია, შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც ბერძნულად ,,მამაცს“ ნიშნავს, მომდინარეობს ირანიდან (ვეჟან ,,ვეჯილი“ ანუ ,,ირანელი“) თავკიდურა ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან - ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის ,,შაჰ-ნამეს“ ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჯანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ,,ბეჟან“ - სახელი ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჯანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლები არიან. აღნიშნული გვარი გავრცელებულია გარდაბნის რაიონში ,,მარტყოფი“, სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. [22] თეთრუაშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თეთრა (მამაკაცის). XVII- XVIII სს-ი გადმოსახლებულან მთიელები არანისში, ძირითადად ხევსურები არიან არანისეული თეთრუაშვილები, რომელთა ძირგვარი არის ბუჩუკური. თუმცა მათი წინაპარი ბუჩუკურები ჯერ მთიულეთში გადმოსახლებულან. თეთრუაშვილები მართლმადიდებელი ქართველები მოიხსენიებიან დუშეთის რაიონის სოფელ არანისში 1820 წლის დოკუმენტებში: ,,არანისს მცხოვრებ თთრუაშილს ბერს დაებადა ვაჟი სახლი განათლა და მონათლა მღვდელმა დიმიტრი თეთრუაშვილმა და სახელი ეწოდა სვიმონ. ნათლიად იყო იმავ სოფლის მცხოვრები ოსყოფილი ნინია. გრიგოლ თეთრუაშვილს დაებადა ქალი სახლი განათლა და მონათლა მღვდელმა დიმიტრი თეთრუაშვილმა და სახელი ეწოდა ნინია ....“ მემამულე ყორღანაშვილის მამულში 1823 წელს დიდ ენაგეთს მოიხსენიება დავით თეთრუაშვილი, იგივე ბეგთათაშვილი, მეუღლე სარა. შვილები გლახა, გიორგი, დიდ ენაგეთში 1873 წელს კამერალური აღწერისას საოჯახო სიაში მოიხსენიება ზაქარია ელისბარის ძე თეთრუაშვილი, შვილები: მაია, იოსები, ძმები: ზაქარია, იაგორა და თათო თეთრუაშვილები. ამავე ძირისაა თეთრაძე, თეთრაული, თეთროშვილი, თეთრუაშვილი, თეთრუკელაშვილი, თეთრაქალაშვილი. [24] 7.3.2 ხელობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან წარმოქმნილი გვარები 60 ბევრი გვარი წარმოშობილია ხელობის ან თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან. ხელობათა შორის განსაკუთრებული პატივი რგებია მჭედელს. მჭედელი მართლაც ყოველი სოფლისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ხელოსანი იყო, ამიტომაცაა, რომ მჭედლის აღმნიშვნელი გვარები მრავლად გვხვდება. [ახუაშვილი, 470გვ]. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სოფელ დირბში გვხვდება არის მჭედლიძე, რომელიც საკმაოდ მცირე გვარის შემადგენლობაში შედის, ამიტომაც დირბში მჭედლიძეებში შტო-გვარები არ გამოიყოფა. მჭედლიძე - ასევე გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა მოსაქმეობის სიტყვისგან - მჭედელი, ამავე ძირისაა: მჭედლური, მჭედლიანი, მჭედლიშვილი. [22] მღებრიშვილი - ეს გვარი უნდა მომდინარეობდეს ხელობა - საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვიდან მღებარი, ,,საღებავის მცოდინარე ოსტატი“ [1:470]. 61 დასკვნა 1. მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში წარმოვადგინეთ სოფელ დირბში დაცული ონომასტიკური მასალა, მოვახდინეთ მათი აღწერა და კლასიფიკაცია. ისტორიული წყაროების, დოკუმენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით, აღვწერეთ სოფელში არსებული სიუძველეები, გადმოგვეცით სოფლიუს წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები. 2. ნაშრომის მიზანი იყო შეგვესწავლა და წარმოგვეჩინა ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი პატარა სოფლის დირბის ონომასტიკა. ჩვენ მიერ აღწერილი მასალებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელი მდიდარია ონომასტიკური მასალით, კერძოდ: ანთროპონიმებით (მეტსახელებით), ტოპონიმებით, ჰიდრონიმებით, ზოონიმებით. მათი კვლევის პროცესში გამოვლინდა, უამრავი საინტერესო ენობრივი და ლექსიკური ერთეული. 3. ანთროპონიმების (მეტსახელების) კვლევის პროცესში სოფელში გამოიყო მეტსახელთა 10 სემანტიკური ჯგუფი, რომელთა შინაარსი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აღნიშნული სემანტიკური ჯგუფები გამოვყავით ცალ-ცალკე ქვეთემებად: 1. გარეგნობის აღმნიშვნელი მეტსახელები; 2. ქცევისა და მოქმედების გამომხატველი მეტსახელები; 3. ამოჩემებული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 4. დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 62 5. ცხოველების მსგავსებით შერქმეული მეტსახელები; 6. თვისებისა და ხასიათის მიხედვით შერქმეული მეტსახელები; 7. მამის სახელები მეტსახელებად; 8. კნინობით - მოფერებით, ალერსის გამომხატველი მეტსახელები; 9. ცნობილი პირის ან პერსონაჟის სახელები დენოტატის მეტსახელებად; 10. უცნობი სემანტიკის სახელები. 4. ტოპონიმიკური მასალის კვლევისას გამოიყო ტოპონიმთა სამი ძირითადი ჯგუფი: 1. მარტივი, 2. წარმოქმნილი და 3. სიტყვათშეერთებით ნაწარმოები. აღნიშნული ჯგუფები გამოვყავით ცალ-ცალკე. წაქრმოქმნილ სახელებში გამოიყო ტოპონიმთა პრეფიქს-სუფიქსური წარმოება (ნა-და სა - პრეფიქსებით), ასევე -ურ, -ულ-ა სუფიქსიანი, -ებ სუფიქსიანი და -თან თანდებულიანი (სართიანი) ტოპონიმები. 5. ჰიდრონიმების კვლევისას შევნიშნეთ, რომ ჰიდრონიმული მასალა სოფელში არც ისე მრავალია, გამოიყო მხოლოდ ძირეული და სიტყვათშეერთების გზით მიღებული ჰიდრონიმები. 6. კვლევისას აღიწერა სოფლის სიძველეები, კერძოდ: ეკლესიები, ეპიტაფიები, ტყუპი ოლე და დირბის ციხე. ეპიტაფიების კვლევის პროცესში ეკლესიის ეზოში არმოვაჩინეთ, თავად ზურაბ წერეთლის ასულის, პაატა აბაშიძის მეუღლის, სალომეს საფლავი, რომელიც, როგორც ქვაზე დაწერილი წარწერის (,,ეულადა დღე შეუნდოსა სოფელსა ამას შაიზმა ჩყმგ წელში“) გაშიფვრის შედეგად დავადგინეთ, თარიღდება 1843 წლით. 7. სოფელში აღიწერა 60 გვარი, ისისნი ძირითადად, სუფიქსური წარმოებისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია - შვილი და - ძე სუფიქსიანი გვარები. -ძე სუფიქსიან გვარებში გამოიყო ეპონიმური ტიპის გვარსახელები, ხოლო -შვილ სუფიქსიან გვარებში, როგორც ეპონიმური, ასევე ხელობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან წარმოქმნილი გვარები. 8. მიგვაჩნია, რომ სოფელში დაცული ონომასტიკუირი მასალის შესწავლით, მცირეოდენ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ონომასტიკური მასალების კვლევა- 63 ძიებაში. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქარელის რაიონი მდიდარია ონომასტიკური მასალით, თუმცა ხშირ შემთხვევაში მასში შემავალი სოფლების უმრავლესობა ამ მხრივ გამოუკვლეველია. მოცემული ნაშრომით შევეცადეთ წარმოგვედგინა, ამ რაიონში შემავალი მხოლოდ ერთ-ერთი სოფლის კერძოდ, დირბის ონომასტიკური მასალა. ვთვლით, რომ სამომავლოდ, ძალზე საინტერესო იქნება, ქარელის რაიონში შემავალი სოფლების ონომასტიკური მასალების შესწავლა, კლასიფიკაცია, შემდგომში ერთმანეთთან შედარება და ენათმეცნიერული ანალიზის გაკეთება. ვინაიდან, ქარელის რაიონში, უამრავი ონომასტიკური მასალაა შეუსწავლელი. 64 გამოყენებული ლიტერატურა: 1. ახუაშვილი ი, ქართული გვარ-სახელები, ,,განათლება“, თბილისი 1994 2. ბედოშვილი გრ. ერწო-თიანეთის ტოპონიმია, ,,მეცნიერება“, თბილისი 1980 3. გამყრელიძე თ. , კიკნაძე ზ.,შადური ი., შენგელაია ნ., თეორიული ენათმეცნიერების კურსი, (მეორე გამოცემა), თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი 2008 4. გოდერძიშვილი ქ. , ქართველური ანთროპონიმიკის ძირითადი საკითხები, ,,უნივერსალი“, თბილისი 2012 5. ევგენიძე ი., მინაშვილი ლ., წიგნი II, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“, თბილისი 2013 6. თოფჩიშვილი რ. , ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, ,,ენა და კულტურა“, თბილისი 2005 7. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. IX-X, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958 8. კილასონია ო. , ქარელი ისტორიის ანალებში, ,,აღმაშნებელი“, თბილისი, 1956 9. კობერიძე მ. , ტოპონიმების წარმოებისთვის ფრონეს ხეობის ქართლურში: გორის უნივერსიტეტის მეორე საერთაშორისო კონფერენციის კრებული ,,ახალი მიმართულებები განათლებასა და კვლევაში“, გორი 2009 10. ოთინაშვილი ნ. , ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიული სახელები, ,,საარი“, თბილისი 2016 11. ოქროპირიძე ნ., ტოპონიმიკური ძიებანი, I,,ფარნავაზი“, გორი 2008 65 12. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წიგნი V, თბილისი 1990 13. ართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ II, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თილისი 1951 14. ღლონტი ალ. , ტოპონიმიკური ძიებანი, ნაწილი I, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი 1971 15. ღლონტი ალ., ფილოლოგიის ჩანაწერები, საბჭოთა საქართველო, თბილისი 1980 16. ცხადაია პ., ონომასტიკის შესავალი, ,,უნივერსალი“, თბილისი 2005 17. ცხადაია პ., ქართველური ონომასტიკა, ტVIII, ,,უნივერსალი“, თბილისი 2017 18. ჭუმბურიძე ზ., დედაენა ქართული, ,,ნაკადული“, თბილისი 1987 19. ჭუმბურიძე ძ., რა გქვიან შენ?, ,,თეატრონი“, თბილისი 1992 20. ჭყონია ი., ,,ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში“, ნაწილი I, საქართველოს სსრ მეცნ. აკად., თბილისი 1955 21. ხორანაული გ., ქართული ონომასტიკა, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი 2003 ელექტრონული რესურსები: 22. ამბიონი, საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი [http://www.ambioni.ge/qartuli-gvarebis-istoria] 23. ნაზღაიძე ალ., ჟურნალი კარიბჭე, 2009 [httpi//karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/ekl