გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/975
სათაური: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისას
ავტორები: ჟღენტი, მარიამ 
ხელმძღვანელი: შალიკაშვილი, მორის 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები
პირობით ვადამდე გათავისუფლება
განმეორებითი დანაშაული
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ეწოდება მოზარდის მიერ დანაშაულის
აღნიშნული პროცესი მოიცავს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ურთიერთობას სამართალდამცავ
ორგანოებთან, პრობაციის სააგენტოებთან, სასამართლო სტრუქტურებთან, სამთავრობო
უწყებებთან, ასევე მოზარდის აღზრდისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებს
პენიტენციურ სისტემაში.
ჩადენიდან მის რესოციალიზაციამდე პროცესს.

არასრულწლოვანს არ გააჩნია ნებელობითი და ინტელექტუალური სიმწიფე,
ფსიქიკის სტაბილური მდგომარეობა და თავისი ქმედების სათანადო გააზრების უნარი.

აღნიშნული გარემოებები არასრულწლოვანს არ აძლევს შესაძლებლობას სწრაფად
გაერკვეს სიტუაციაში, აირჩიოს სწორი, მართებული ორიენტაცია და მიიღოს ისეთი
გადაწყვეტილება, რომელიც სრულ თანხვედრაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
არასრულწლოვნები სრულწლოვნებისაგან განსხვავდებიან გონებრივი და ფიზიკური
განვითარების დონით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს
მოზარდთა მიმართ მართლმსაჯულების განსხვავებული სისტემის შექმნის საფუძველს.
არასრულწლოვანთა დანაშაული არის ნორმალური, ეპიზოდური და ყველა დროში
გავრცელებული.
ამავე დროს, თავისუფლების აღკვეთას მძიმე შედეგები მოაქვს
გარდატეხის ასაკში მყოფი არასრულწლოვნისათვის. ბავშვების მიერ განხორციელებულ
დანაშაულზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია ხშირად გამოიხატება მათ
მიმართ რეპრესიების გაძლიერებით, სანქციების გაზრდით, პასუხისმგებლობის ასაკის
შემცირებით.
გამოსავალი კი პრობლების არსის შესწავლაში შეიძლება ვეძიოთ, გამოვიკვლიოთ
თუ რატომ ჩადის არასრულწლოვანი დანაშაულს, რა გარემოებები უბიძგებს მას
კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისაკენ, შევისწავლოთ დანაშაულის ჩამდენი
არასრულწლოვნის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი წარსული ცხოვრება,
საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. აღნიშნული გარემოებების
შესწავლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
URI: https://openscience.ge/handle/1/975
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro zhgenti.pdfარასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისას646.95 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

166
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

1,200
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.