გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/945
სათაური: | თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები | ავტორები: | ნადირაშვილი, ზურაბ | ხელმძღვანელი: | დვალიძე, ირაკლი | ხარისხის სახელი: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | სამართალი/LAW | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი თაღლითობა და დანაშაული სამართლებრივი სტატისტიკა |
გამოცემის თარიღი: | 2019 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება საკუთრების უფლებაა და მის მიმართ ჩადენილი დანაშაული საკმაოდ საშიშია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თაღლითობა, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ერთ-ერთი სახე, საკმაოდ გავრცელებულია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში თაღლითობა, სტატისტიკის მიხედვით, სხვა დანაშაულებთან შედარებით მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა. ასე რომ, იგი რჩება ერთ-ერთ იმ დანაშაულთა შორის, რომლის პრევენციაც სახელმწიფოს პრიორიტეტულად მიაჩნია. 1 ნაშრომის მიზანია თაღლითობის მაკვალიფიცირებელი იმ ნიშნების აღწერა, რომლებიც გაუადვილებს სასამართლოს თაღლითობის კვალიფიკაციას. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრობლემური ასპექტების განხილვა; ასევე, სასამართლო პრაქტიკის დროს დაშვებულ შეცდომებზე მითითება და თაღლითობის ზოგადი პრევენცია. გარდა ამისა, ნაშრომში მოყვანილია სასამართლო პრაქტიკის მაგალითები, რომელთა გაანალიზების საფუძველზეც გამოიკვეთება ის პრობლემები, როგორებიცაა დამთავრებული თაღლითობისა და მისი მცდელობის სტადიების გამიჯვნა; თაღლითობის განსხვავება მონათესავე დელიქტებისაგან და სხვა. ნაშრომის პირველი თავი ეთმობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - თაღლითობის დეტალურ დახასიათებას. მოცემულია დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენელი თითოეული ნიშანი და მათი შეფასება, დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები. განხილულია მოტყუება, როგორც დანაშაულის განუყოფელი ხერხი. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თაღლითობას გამოარჩევს სხვა დანაშაულებისაგან და რომელთა განსაზღვრაც აუცილებელია ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის. ასევე, წარმოდგენილია იმ ზიანის შეფასება, რომელიც თან სდევს კონკრეტულ არამართლზომიერ ქმედებას. ამასთან, შეფასებულია უმოქმედობა, როგორც თაღლითობის ჩადენის შესაძლო ფორმა. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/945 |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro nadirashvili.pdf | თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები | 966.97 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
352
checked on Sep 27, 2024
გადმოწერა
2,085
checked on Sep 27, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.