გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/944
სათაური: საქვეყნო პროცესისა და მასმედიის ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე
ავტორები: ზაქარიაშვილი, ნანა 
ხელმძღვანელი: თუმანიშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქვეყნო პროცესი
მასმედიის როლი
საპროცესო გარანტიები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელია
სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის უფლებების დაცვა, რომლებიც
გარანტირებულია საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით.
საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანის, მით უფრო
ბრალდებულის, უფლებების დაცვის კუთხით. ყოველდღიურად იზრდება
სახელმწიფოს ჩართულობა აღიშნული უფლებების დასაცავად, მსგავსად
სამართლებრივად განვითარებული ქვეყნებისა, სადაც ადამიანის უფლებები
უზენაესი ღირებულებაა და მათი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულება.
21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ხანაში ბრალდებულის უფლებების
ეფექტიანი დაცვა უფრო და უფრო რთულდება, გამომდინარე ინფორმაციის
უსწრაფესი გავრცელებიდან. მედიასაშუალებების ჩართულობა სისხლის
სამართლის საქმეში ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იყო აქტუალური, თუმცა
დღესდღეისობით მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ადრესატი არა
ასეულობით, არამედ მილიონობით ადამიანია, რაც თავის მხრივ, ზრდის
ბრალდებულის ისეთი უფლებების დარღვევის რისკს, როგორებიცაა
უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მხარეთა
თანასწორობა და შეჯიბრებითობა, არასრულწლოვანთა ანონიმურობის დაცვის
ვალდებულება, სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება, უფლება მისი საქმე
განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და სხვ.
აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საქვეყნო პროცესის პრინციპისა და
მედიასაშუალებების ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე
სისხლის სამართლის პროცესში. საქართველოში, ბოლო წლებში, აქტიურად
შეინიშნება, საქვეყნო პროცესისა და მედიასაშუალებების გადამეტებული
ჩართულობის ფონზე, ბრალდებულის არაერთი უფლების დარღვევა. აქედან
გამომდინარე, წარმოდგენილი ნაშრომი მნიშვნელოვან სამართლებრივ
პრობლემას ეხება, რომელიც უდავოდ აქტუალურია საქართველოში.
ნაშრომის სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ბრალდებულის ის
უფლებები, რომლებიც შესაძლოა ყოველდღიურად დაირღვეს პროცესის
საჯაროობიდან გამომდინარე, მედიასაშუალებების ზიანის მომტანი
გაშუქებისგან. ამ უფლებების არსი და მნიშვნელობა, ძირითადი ასპექტები.
მედიასაშუალებების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულობის და
მისი გაშუქების შეფასება ზნეობრივი და სამართლებრივი კუთხით.
URI: https://openscience.ge/handle/1/944
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro zaqariashvili.pdfსაქვეყნო პროცესისა და მასმედიის ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე1.01 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

125
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

717
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.