გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/941
სათაური: სასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
ავტორები: ცერცვაძე, საბა 
ხელმძღვანელი: ხერხეულიძე, ირინე 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასჯელის ცნება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არსებობდა და ასეა
ახლაც, ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ დანაშაულებზე ადეკვატური საპასუხო
რეაგირების განხორციელება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პასუხისმგებლობაა, რაც აისახება სათანადო სასჯელებსა და სასჯელის
ალტერნატიულ ღონისძიებებში. მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ
არასრულწლოვანი სრუწლოვნისგან განსხვავებულად უნდა განიხილებოდეს,
რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირს, რომელსაც ზოგადად სამყაროს, კერძოდ კი,
კანონის აღქმა შეზღუდული აქვს ინტელექტუალური მოუმწიფებლობის გამო.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულმა კანონმა,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ძალაში 2016 წლის 1
იანვრიდან შევიდა, ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში
არაერთი სიახლე შემოიტანა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა
მივიჩნიოთ აღნიშნული კანონის 65-ე მუხლში ჩამოყალიბებული სასჯელის
მიზნების ახლებური ფორმულირება, რაზე დაყრდობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტები გაცილებით უფრო მკაფიო
გახდა, ამ პრიორიტეტების შესრულება კი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ნაშრომის მიზანია სრულწლოვნების და არასრულწლოვნების სასჯელის მიზნებს
შორის განსხვავებების გამოკვეთა და ამ განსხვავებების მნიშვნელობის განსაზღვრა.
აგრეთვე, იმ გზებისა და მიდგომების გამოვლინება, რომლებიც სისხლის
სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში საუკეთესოდ უზრუნველყოფს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასახული მიზნების
შესრულებას.
კვლევა ეყრდნობა ისტორიულ, შედარებით-სამართლებრივ, ფორმალურ-ლოგიკურ,
ანალიტიკურ, სისტემურ და სხვა სამეცნიერო მეთოდებს. კვლევის პროცესში
მოხდება აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის,
სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების განხილვა.
ნაშრომი შედგება შესავლის, დასკვნის, ბიბლიოგრაფიისა და 7 თავისგან.
პირველ თავში მოკლედ იქნება განხილული სასჯელის ცნება სისხლის სამართლის
მეცნიერებაში და მისი მიზნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/941
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tsertsvadze.pdfსასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

161
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

1,519
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.