გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/897
სათაური: | მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებული თანასაკუთრების რეჟიმი | ავტორები: | გვარაკიძე, ნინო | ხელმძღვანელი: | რუსიაშვილი, გიორგი | ხარისხის სახელი: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | სამართალი/LAW | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | მეუღლეთა თანასაკუთრება საკუთრების გამიჯვნა თანასაკუთრების გაყოფა |
გამოცემის თარიღი: | 2019 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | დაქორწინებისას, მეუღლეები ქმნიან ერთობლივ მეურნეობას. ბუნებრივია, რომ მისი წარმართვა დაკავშირებულია გარკვეული ქონების განკარგვასთან, რომელიც შესაძლოა ეკუთვნოდა მათ დაქორწინებამდე ან შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში. ქონების შეძენის ხერხსა და დროზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ქონება მეუღლეთა თანასაკუთრება თუ იქნება ერთ–ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება. ზოგიერთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოცემულ ვითარებებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ, ვფიქრობ, ამ ფართო თემის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევა საინტერესო იქნება. საოჯახო კოდექსმა დაადგინა მეუღლეთა მიერ ქონების გამოყენების ორი რეჟიმი: კანონიერი და ხელშეკრულებითი. ამა თუ იმ რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ცოლის და ქმრის ნება–სურვილზე. თუ საქორწინო კონტრაქტი, რომელიც იძლევა საშუალებას დადგინდეს ქონებრივი უფლებამოსილებანი საკუთარი სურვილისამებრ, არ არის გაფორმებული, მაშინ მეუღლეებს მათი ქონების მიმართ, შეძენილის ქორწინების პერიოდში, მოქმედებს კანონიერი რეჟიმი. განსახილველ სამაგისტრო ნაშრომში ორივე რეჟიმზე დეტალურად ვისაუბრებთ. სამოქალაქო სამართალი დეტალურად განიხილავს ყველა ასპექტს დაკავშირებულს მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონების საკითხებთან. მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებობს თანასაკუთრების რეჟიმი, რომლებიც რეგულირდება ორგვარად: კანონის ძალით და კონტრაქტით და სწორედ ამ ორ რეჟიმზე მოვახდენთ ყურადღების გამახვილებას. კვლევის პროცესში გამოყენებულია თვისობრივი კვლევის მეთოდი და ამისათვის გამოყენებულია მეცნიერ–იურისტთა ნაშრომები, რათა მოხდენილიყო კანონმდებლობაში არსებული ყველა საკითხის და ნიუანსის დეტალური განხილვა. კვლევა წარმოებული იქნა სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, სტატიების და სხვა იურიდიული ლიტერატურის დახმარებით. კვლევის მიზანს წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი რაკურსით განხილვა. აღნიშნული საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია და საინტერესოა როგორც იურისტებისათვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის, ვისთვისაც საინტერესოა საკუთარი ფინანსური ინტერესების დაცვის მექანიზმები და კანონმდებლის მიერ სამოქალაქო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმების ანალიზი. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/897 |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro gvarakidze.pdf | მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებული თანასაკუთრების რეჟიმი | 994.26 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
265
checked on Sep 27, 2024
გადმოწერა
5,038
checked on Sep 27, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.