გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/882
სათაური: უფლებამოსილების გარეშე მოქმედი წარმომადგენელი და მესამე პირთა დაცვა
ავტორები: პაპიძე, ხატია 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უფლებამოსილება
მესამე პირთა დაცვა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ეკონომიკურ სისტემაში წარმომადგენლობა შრომის დანაწილების ერთ-ერთი
ეფექტური სამართლებრივი მექანიზმია,
რომლის გარეშეც თანამედროვე მსოფლიო
მზარდ ეკონომიკურ პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია. ბიზნესისა და
სავაჭრო ურთიერთობების განვითარებამ წარმოშვა მუშახელისა და დამხმარე პირთა
საჭიროება. ერთი მხრივ, ვერავინ იქნება მრავალ ადგილზე ერთდროულად, მეორე
მხრივ კი ბიზნესისა და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნაა იყო ერთი, მაგრამ
იმყოფებოდე ბევრგან. წარმომადგენლობა სწორედ ის სამართლებრივი ფიგურაა,
რომელიც ქმნის ამგვარ შესაძლებლობას. ამიტომ, ის თანაბრად მნიშვნელოვანი და
საჭირო გახდა ყველა მართლწესრიგისათვის. მიუხედავად იმისა, რომ
წარმომადგენლობის გამოჩენა უკვე სამ საუკუნეს ითვლის და მისი ჩანასახები
რომის სამართლის წიაღშიც გვხვდება, სხვა ინსტიტუტებთან შედარებით
სამართლებრივი სამყაროსთვის იგი მაინც ახალი მონაპოვარია.
1
2

წარმომადგენლობის სამართალი ნაკრებია, როგორც სახელშეკრულებო ისე
დელიქტური სამართლის პრინციპებისა და, ხშირ შემთხვევაში, ავლენს როგორც
ერთის, ისე მეორის ნიშან-თვისებებს. იგი თავის თავში აერთიანებს ორი
ურთიერთობის სხვადასხვა მხარეს და ქმნის სამმხრივ ურთიერთობათა
ლაბირინთებს. სწორედ ამიტომ, წარმომადგენლობის სამართალში ძირითადი
პრობლემა მის მონაწილეთა ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეხება,
ვინაიდან თითოეულ მხარეს დაცვის ღირსი ინტერესი აქვს.
ამ ინსტიტუტის
მომწესრიგებელი ნორმების მთავარი არეალი შეეხება წარმომადგენელსა და
წარმოდგენილს შორის ურთიერთობასა და კონტროლის სფეროებს, მესამე პირის
ნდობას, წარმოდგენილი პირისა და წარმომადგენლის პასუხისმგებლობასა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამოუკიდებლობას.
3
დასახელებული
პრობლემები წარმომადგენლობის ინსტიტუტის შესწავლას სამართლის დოგმატიკის
კუთხით განსაკუთრებით მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.
URI: https://openscience.ge/handle/1/882
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro papidze.pdfუფლებამოსილების გარეშე მოქმედი წარმომადგენელი და მესამე პირთა დაცვა1.29 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

120
checked on Apr 20, 2024

გადმოწერა

1,845
checked on Apr 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.