გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/850
სათაური: ესთეტიკური აღზრდის საგნების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
ავტორები: მაყიშვილი, თამთა 
ხელმძღვანელი: კარანაძე, თამაზ 
ხარისხის სახელი: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ესთეტიკური აღზრდა
საგნების სწავლება
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the process of developing a well-developed, mature and educated personality, that we
call harmonious upbringing, a great role is given to aesthetic upbringing. Aesthetic upbringing
is an organic part of pedagogy and upbringing, and without this, other components of the
upbringing, for example, physical, moral, mental, or labor education would not be fully
accomplished. Aesthetic upbringing is visible competence. It means that its elements are in all
teaching subjects, however , at schools, in the group of esthetic upbringing , educational
regulations combines even Music and Art. These given subjects have an important role in the
process related to harmonious upbringing of person and the most important is their
upbringing function. So, Aesthetic Study Research, more exactly, research on music and art
lessons is a topical issue for us.
In this regard, we discussed the legislative regulations, studying educational documents
and experiences toward learning of aesthetic education in foreign countries, we have found
several different studies on this issue and it found out that the process of learning aesthetic
education has not been researched yet. So, in this regard, the work is a novelty.
We have developed hypotheses around our research. We think that schools do not have
realized almost all the goals and objectives set out in the National Curriculum that the
document imposes these subjects (music, art). Most teachers may not have enough knowledge
of the goals of aesthetic education. Also in our opinion , the involvement of pupils and low
interest towards subjects may be caused by the quality of teachers' professionalism.

ყოველმხრივ განვითარებული, ჩამოყალიბებული და განათლებული პიროვნების
აღზრდის პროცესში, რასაც ჩვენ ჰარმონიულ აღზრდას ვუწოდებთ, უდიდესი როლი
ენიჭება ესთეტიკურ აღზრდას. ესთეტიკური აღზრდა პედაგოგიკისა და აღზრდის
ორგანული ნაწილია, რომლის გარეშეც აღზრდის სხვა შემადგენელი ნაწილები, იქნება
ეს გონებრივი, ფიზიკური, ზნეობრივი თუ შრომითი აღზრდა, სრულფასოვნად ვერ
იმუშავებდა. ესთეტიკური აღზრდა გამჭოლი კომპეტენციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი
ელემენტები ჩადებულია ყველა საგნის სწავლებაში, თუმცა, სკოლაში
საგანმანათლებლო რეგულაციები ესთეტიკური აღზრდის ჯგუფში აერთიანებს შემდეგ
საგნებს - მუსიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. აღნიშნული საგნების
გაკვეთილებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ პიროვნების ჰარონიულად
ჩამოყალიბების პროცესში. უდიდესია მათი აღმზრდელობითი ფუნქცია. ამდენად,
ესთეტიკური აღზრდის სწავლების კვლევა, უფრო ზუსტად კი მუსიკისა და
ხელოვნების გაკვეთილების პროცესის კვლევა ჩვენთვის აქტუალურ საკითხს
წარმოადგენს.
აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით განვიხილეთ საკანონმდებლო
რეგულაციები, შევისწავლეთ საგანმანათლებლო დოკუმენტები და ესთეტიკური
აღზრდის სწავლების კუთხით უცხო ქვეყნის გამოცდილება, მოვიძიეთ სხვადასხვა
კვლევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ესთეტიკური
აღზრდის საგნების სწავლების პროცესი ჯერ არავის უკვლევია. ასე რომ, ამ კუთხით
აღნიშნული ნაშრომი სიახლეს წარმოადგენს.
ჩვენი კვლევის ირგვლივ შევიმუშავეთ ჰიპოთეზა. ვფიქრობთ, რომ სკოლებში
თითქმის არ ხორციელდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი ის მიზნები და
ამოცანები, რომლებსაც დოკუმენტი აღნიშნულ საგნებს (მუსიკა, ხელოვნება) აკისრებს,
შესაძლოა მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ცოდნა ესთეტიკური
აღზრდის საგანთა მიზნების შესახებ. და ასევე, ჩვენი აზრით, მოსწავლეთა ჩართულობა
და დაბალი ინტერესი საგნების მიმართ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მასწავლებელთა
პროფესიონალიზმის ხარისხით.
URI: https://openscience.ge/handle/1/850
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro makishvili.pdfესთეტიკური აღზრდის საგნების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში943.44 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

423
checked on Apr 20, 2024

გადმოწერა

2,424
checked on Apr 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.