გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/554
სათაური: ძვ.წ. XII-VI სს-ების კათხების ფორმალიზებული ანალიზის ერთი ცდა
სხვა სათაურები: თრელი გორები, ხოვლე, ნარეკვავი
ავტორები: Paatashvili, Sophio 
პაატაშვილი, სოფიო 
ხელმძღვანელი: ლიჩელი,ვახტანგ 
ხარისხის სახელი: არქეოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: არქეოლოგია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პოსტპროცესუალური არქეოლოგია
ძვ.წ. XIII-XII საუკუნეების სამარხები
არქეოლოგიური ძეგლები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The aim of the research is to study morphological signs and chronological development of late bronze – early Iron Age mug-like vessels speared in Shida Kartli region. The materials for the research were selected from three main sites – Treli gorebi, Khovle gora and Narekvavi. The
one of the main reason why we choose these sites is the different variety of mug-like vessels and wide chronological line, from 13th century B.C. to 6th century B.C.
One of the main parts of the research is determining the name of this kind vessels. In Georgian archaeological literature there are two terms Kathkha and Tolcha. In the process of research difference of these two terms was not identified. The same types of vessels in some cases were called as Tolcha and in some cases as Katkha. So the goal was to find out the etymology of both terms and observe if there is any kind of differences in function or sizes.
The whole research is based on morphological analyses which are description of archaeology with help of formalized methodology. That means to identify morphological form of any kind archeological artifact after that every part of the artifact are divided in groups. It gives us opportunity to give codes to formulated shapes of pottery and place them in one system.
As a result we will get research of late bronze – early iron age Kathkha/Tolcha vessels according to the rules and regulations of postprocessor archeology. Postprocessualism is a collective term for a number of approaches to the past, all of which have roots in the postmodernist current of thought that developed in the 1980s and 1990s.

კვლევის საგანია გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული თიხის ჭურჭლის ერთი ტიპის, კერძოდ კათხა/ტოლჩის მორფოლოგიური ნიშნების შესწავლა და მათი ქრონოლოგიურ შკალაში განთავსება.ნაშრომში განხილული მასალები მათივე სიმრავლიდან გამომდინარე შერჩეულ იქნა სამი ძირითადი ძეგლიდან. ესენია: თრელი გორები, ხოვლე და ნარეკვავი, სადაც ჩვენი საკვლევი ობიექტი წარმოდგენილია სხვადასვხა სიმრავლით, განსხვავებული ქრონოლოგიური ჩარჩოებითა და ფორმებით.
ნაშრომის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენ ტერმინის იდენტიფიცირება და დამკვიდრება. ქართულ არქეოლოგილოგიაში ერთი და იგივე მორფოლოგიური ნიშნების მატარებელი ჭურჭელი, რომელთა რიცხობრივი მახასიათებელი იდენტურია ორი სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, რაც ართულებს მათ შესწავლას. გარდა ამისა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლიტერატურაში ეს ორი ტერმინი - კათხა/ტოლჩა ფარავს ერთმანეთს, თუმცა არსებული მოსაზრების მიხედით ისინი განსხვავებული არტეფაქტებითაა წარმოდგენილი. კათხა/ტოლჩის ტერმინის მაიდენტიფიცირებელია ის მორფოლოგიური ანალიზი, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.
მორფოლოგიური ანალიზი რომელიც ემყარება არქეოლოგიის ფორმალიზებული მეთოდოლოგიის სისტემით აღწერას, რაცგულისხმობს ნებისმიერი არტეფაქტის ფორმის განმსაზღვრელი ნიშნების ობიქტურად დაფიქსირებას. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება ფორმის ჩამომაყალიბებელი ნიშნების კოდირება და მათი ერთიან სისტემაში მოქცევა.
შედეგად მივიღებთ გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ჭურჭლის კერძო სახის - კათხა/ტოლჩის შესწავლას პოსტპროცესუალური არქეოლოგიის ნორმებისა და დებულებების შესაბამისად. იგი წარმოადგენს წარმოადგენს კრებით ტერმინს, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ მიდგომებს წარსულისადმი. თითოეული მათგანის ფესვები მოიძებნება აზროვნების პოსტმოდერნისტულ მიმდინარეობაში, რომელიც 1980-1990 წლებში განვითარდა.
URI: https://openscience.ge/handle/1/554
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro paatashvili sofio.pdfძვ.წ. XII-VI სს-ების კათხების ფორმალიზებული ანალიზის ერთი ცდა (თრელი გორები, ხოვლე, ნარეკვავი)1.52 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

123
checked on Sep 27, 2024

გადმოწერა

441
checked on Sep 27, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.